კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვს თუ არა ცირკის მიმდებარე ტერიტორიას საკუთარი ისტორია და ტრადიციები და რატომ აპროტესტებენ ქართველი ტრანსსექსუალები გახშირებულ რეიდებს

ამბობენ, საქართველოში სექსუალურ თავისუფლებას პატივს სცემენო, თუმცა ჩვენი რესპონდენტი ტრანსგენდერი ვიკა, სხვა რამეს ყვება. კონკრეტულად კი, ის უკმაყოფილოა გახშირებული რეიდებით, რის გამოც, მას ქუჩაში დგომას უკრძალავენ და სექსუალურ მომსახურებას უზღუდავენ. რეიდებს რაც შეეხება, პირადად მე, მივესალმები, თუ ეს პროცესი მშვიდ ვითარებაში, სამართალდამცავი პირებისგან დაძაბული ტონის გარეშე ჩაივლის. მე რომ გამაჩერეს, შთაბეჭდილება დამრჩა, ჩემგან თავდასხმას ელოდნენ და თავდაცვის მიზნით, თავდასხმა დაიწყეს. მაგრამ, როცა მიხვდნენ, რომ ჩემს ბედნიერებას და კმაყოფილებას საზღვარი არ ჰქონდა პროცესის მიმართ, დამშვიდდნენ და ხელის ჩამორთმევით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

 

– ბოლო დროს გახშირებულ რეიდებს თქვენი მცირერიცხოვანი მიტინგით პროტესტი გამოუცხადეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ და კონკრეტულად რას აპროტესტებდით?

– ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ ტელევიზიებმა ჩვენი პროტესტი არ გააშუქეს, რაც ადასტურებს, რომ ისინი კონტროლდებიან. რაც შეეხება ჩვენს უკმაყოფილებას, ის არის, რომ ცირკთან დგომა აგვიკრძალეს. გიჟებივით მოცვივდნენ და ისტერიული ყვირილით მოგვთხოვეს დაშლა, რის შემდეგაც გადავინაცვლეთ ტელევიზიის შენობასთან პროტესის ხმამაღლა დასაფიქსირებლად.

– ამას რა შედეგი მოჰყვა?

– არანაირი. ყური არავინ შეიბერტყა. პატრული ამბობს, რომ ეს ბრძანებაა და მოქალაქეების დაცვის მიზნით ხდება. მაგრამ, ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ არც კრიმინალები ვართ და არც საზოგადოებრივ წესრიგს ვარღვევთ. უბრალოდ, ჩვენთვის ვდგავართ და სიამოვნებასთან ერთად, ცოტა ფულსაც ვშოულობთ.

– პროსტიტუცია ხომ კანონით აკრძალულია?

– როგორც ვიცი, არც აკრძალულია და არც ლეგალური, მაგრამ ჩვენ ხომ ქუჩაში არ ვშვრებით? რატომ გვიზღუდავენ გადაადგილებას? თავიდან გვითხრეს, რომ ნუ გაჩერდებით. შეგიძლიათ, იაროთ, მაგრამ გაჩერებით ერთ ადგილზე არ გაჩერდეთო. მერე აღმოჩნდა, რომ აქეთ-იქით სიარულსაც გვიკრძალავენ და გვავიწროვებენ.

– ამბობენ, ხშირ შემთხვევაში, ადამიანების შემოწმება უხეში ფორმებით ხდებაო და თქვენ გაყენებენ შეურაცხყოფას?

– რასაც ხალხი შეურაცხყოფას ეძახის, ჩემთვის „იავნანასავითაა”. შეგინებას შეურაცხყოფად არ მივიჩნევ, მაგრამ აშკარად აგრესიულები არიან, უბრალოდ, ხელის დარტყმისგან ძალიან იკავებენ თავს, იმიტომ რომ, იციან, ამას არ შევარჩენთ და ვუჩივლებთ. მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი თავიანთ ჩანაწერებს შლიან, ანუ ხელი რომ დამარტყან, შეუძლიათ, თავიანთი ჩანაწერი გააქრონ. მაგრამ ჩემს ჩანაწერს რას უზამენ?

– ჩანაწერებს შენც აკეთებ?

– მარტო მე კი არა, ყველა ტრანსი რთავს კამერას ან დიქტოფონს, როგორც კი პატრული უახლოვდება. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ პატრულის ყველა ეკიპაჟს ვიცნობ. ზოგიერთ მათგანს ძალიან ახლოც და ადრე თუ გვიცავდნენ და ზრდილობიანად გველაპარაკებოდნენ, ახლა საშინლად აგრესიულები გახდნენ და ვერ ვხვდები, რატომ?

– როდის ადრე?

– სანამ ამ რეიდებს დაიწყებდნენ. მთავრობა რომ შეიცვალა, პატრულიც ლოიალური გახდა ჩვენ მიმართ. თუ რამე პრობლემა შეგვექმნებოდა და ვინმე შეურაცხყოფას მოგვაყენებდა, თავისუფლად ვრეკავდით „112-ში“ და ჩვენს დასახმარებლად მოდიოდნენ. თავს ყველა დაცულად და თავისუფლად ვგრძნობდით. სულ იმას ვამბობდით, რომ ჩვენ უკვე თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვართ და ახლა რა ეტაკათ, ვერ გავიგე.

– სხვა ტერიტორიაზე გადასვლა არ გიცდიათ?

– რა მნიშვნელობა აქვს, სად წახვალ? სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან შეგვავიწროებენ. თუ ფიქრობენ, რომ ამით ჰომოსექსუალიზმს მოსპობენ და ცირკთან აღარავინ გავა, ძალიან ცდებიან. ეს ადგილი ისტორიულია და როგორც ჩემი დაქალი ხუმრობს, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა აქ დგომის ტრადიცია და კანონები.

– ცირკთან დგომას თავისი კანონები აქვს?

– რა თქმა უნდა. ჩვენ ჩვენი ქცევის წესები გვაქვს, გეებს თავისი. ახალი რომ მოდის, ჯერ სპეციალური სწავლება, წვრთნა უნდა გაიაროს, ჩააბაროს გამოცდები და თუ უხუცესი ტრანსსვესტიტები აღიარებენ, მაშინ ჩვენც ვაღიარებთ, როგორც ჭეშმარიტ ტრანსს (იცინის). რა მაცინებს, ორი აგური უნდა მეჭიროს და მესამეს ვეძებდე. ისედაც ამდენი უმუშევარია ქვეყანაში და ახლა ჩვენც დავრჩით მშივრები.

– ერთგული კლიენტები არ გყავს?

– როგორ არ მყავს, მაგრამ ისინიც დაშინებულები არიან. მანქანას ვეღარსად აჩერებენ და სასტუმროში კიდევ ვერ შედიან. ზოგი ისეთი კლიენტი მყავს, ძაღლი და ღორი იცნობს. ოჯახიანი კაცები არიან, თანაც ცნობილები.

– ცნობილები რა სფეროში?

– თავიანთ სფეროში. ზოგი წარმატებული ბიზნესმენია, ზოგი – პოლიტიკოსი და ზოგიც – კარგი მამის შვილი. აქ ყველა პროფესიის ადამიანს ნახავ – დაწყებული ელიავას მუშით, დამთავრებული მაღალჩინოსნებით, ტაქსისტებზე აღარაფერს ვამბობ.

– ტარიფები პროფესიის მიხედვით გაქვთ?

– პროფესიის მიხედვით არა, მაგრამ ადამიანი რომ მოდის, ხომ ეტყობა, ვინ არის და რისი შესაძლებლობა აქვს? „ლენდ კრუიზერით“ ან კიდევ უკეთესით რომ მოვა ადამიანი, რა თქმა უნდა, მათთვის სხვა ფასია.

– მოთხოვნები და ფანტაზიებიც განსხვავებული აქვთ?

– კი. რაც უფრო ფულიანია, მით მდიდარია მათი ფანტაზიები. მაგალითად, მუშათა კლასი ტიპურ მუშურ-გლეხურ სექსს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ მაღალი დონის ტიპებს ფანტაზიის დიდი უნარი აქვთ. ძირითადად, ქალის როლში ყოფნას ამჯობინებენ და ამიტომ, ჩანთაში სულ მიდევს რამდენიმე აბი ამღგზნები საშუალება. ეს კატეგორია კაცთან მისვლას ვერ ბედავს და ამიტომ თავს აჯერებს, რომ ქალთანაა. მაგრამ, ზოგჯერ ისე კნავიან და იკლაკნებიან პროცესის დროს, რომ ჩემი თავი კაი ვაჟკაცი მგონია. ისეთ ისტერიკაში ვარდებიან, რომ თავს აშკარად ზედმეტად ვგრძნობ, ლამის მოვიხსნა და სახლში გავატანო.

– ყველაზე რთული შემთხვევა შეგიძლია, გაიხსენო?

– ერთადერთხელ მოვიდა ისეთი ტიპი, რომელზეც დავიშოკე. მას მერე ის ბიჭი არსად მინახავს. მანქანაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ ბიჭმა მანქანა რომ გააჩერა, მომენტალურად ყველა გაჩუმდა და ენაჩავარდნილებმა დაუწყეს ყურება. მე შორიდან კარგად ვერ ვხედავ და უცებ, სიჩუმე რომ ჩამოვარდა, ხმამაღლა დავუწყე აგრესიული ყვირილი. რას მიყურებ, თუ რამე გინდა, თქვი, თუ არა და გაიარე-მეთქი... და ტიპი გადმოვიდა, რომ დავინახე, მუხლები ჩამეკეცა, ისეთი საოცრება იყო. მაგრამ შეტევაზე გადმოვიდა და მანაც აგრესიულად, ნაგლურად დამიწყო ლაპარაკი, ოღონდ ტონი არ აუწევია. წამიერად ენა კი ჩამივარდა, მაგრამ არც მე დავუთმე და ცოტა შევლაპარაკდით. მერე მითხრა, 150 დოლარს გაძლევ და დაეგდე მანქანაშიო. ნაგლ ტიპებზე ალერგია მაქვს, მით უმეტეს, ფული რომ აქვთ და ქვეყანა თავისი ჰგონიათ, ამიტომ უარი ვუთხარი. ცოტა შემეშინდა, ისეთი გარეგნობა ჰქონდა, თან ერთი სული მქონდა, სხეულზე შევხებოდი, მაგრამ 300 დოლარზე რომ ავიდა, პატივმოყვარეობას გადავაბიჯე და მანქანაში ჩავუჯექი, ოღონდ 300 დოლარი მაშინვე გამოვართვი და დაქალს დავუტოვე. ვინიცობაა, მომკლას, დასამარხად მაინც გამომადგება-მეთქი. წამიყვანა სასტუმროში და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ტანსაცმელი გამხადა, თვითონ ჩაიცვა და ჩემი კოსმეტიკით მაკიაჟიც გაიკეთა. ამის მერე თავადაც მიხვდები, რასაც მთხოვდა და ბოლოს, ტაქსის ფულად 50 დოლარი მომცა, თან ისე გამომაგდო, წესიერად არც დამემშვიდობა.

 

скачать dle 11.3