კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქმნება არაფრისგან ყველაფერი „პრინცესა მატილდა მიურატის სახელოსნოში“ და როგორ ცხოვრებაზე თქვა მან უარი

მატილდა მიურატს ხელოვნებისადმი სიყვარული და ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა. მოგვიანებით კი, ის, რაც ძალიან უყვარდა, საქმედ აქცია და მისმა სახელოსნომაც სახლის ეზოდან ბარნოვის ქუჩაზე, 53-ე სკოლის პირდაპირ გადაინაცვლა. „პრინცესა მატილდას სახელოსნოში“ როგორც პატარებისთვის, ისე მათი მშობლებისთვისაც, არაჩვეულებრივი გარემოა შექმნილი. რაც მთავარია, თქვენი პატარები ორი საათის განმავლობაში მშვენიერ გარემოში შეძლებენ საკუთარი ფანტაზიების განვითარებას, ფრანგულ ენასაც ისწავლიან და, ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთებისგან ლამაზ-ლამაზ ფიგურებს შექმნიან, მუდმივად გადაღლილი მშობლებისთვის კი ეს ერთგვარი თერაპიაა. ასე რომ, ყველას გირჩევთ, თუნდაც ცოტა ხნით შეიაროთ „პრინცესა მატილდას სახელოსნოში” და, დამერწმუნეთ, დიდხანს არ გაგიჩნდებათ იქიდან გამოსვლის სურვილი. 

 

მატილდა მიურატი: სახელოსნოს გახსნით დიდი ხნის ოცნება ამისრულდა. ხელოვნება ძალიან მიყვარს, სულ მომდის იდეები და, რაღაც რომ არ გავაკეთო, ცუდად გავხდები. ჩემი მეუღლე მუსიკოსია, ერთი კვირის განმავლობაში რომ არ დაუკრას, ძალიან ცუდად გრძნობს თავს და ასე ვარ მეც – ამის გარეშე არ შემიძლია. სახელოსნოსთვის ადგილის პოვნასაც ბევრი დრო დასჭირდა და ბოლოს ვიპოვე შედარებით კარგი ადგილი. იმედი მაქვს, ბავშვებს გავახალისებ, რადგან, ჩვენს სახელოსნოში ბევრ რამეს ვასწავლი, მათ შორის – „პაპიე-მაშეს“ მიმდინარეობას, ანუ, როგორ უნდა „გამოვძერწოთ” სხვადასხვა ნივთი ქაღალდებით, შემდეგ გავაშროთ და შევღებოთ. ვისაც ექნება სურვილი, შემიძლია, გაკვეთილები ფრანგულ ენაზე ჩავუტარო და ბავშვებს ელემენტარული ფრანგული ვასწავლო. ბავშვობიდან მიყვარდა ხელოვნება, ხატვა. სულ ვამბობდი, რომ არაფრისგან ყველაფრის გაკეთება შეიძლება და ეს ჩემს სახელოსნოში უკვე ხდება – ახლა მინდა, ბავშვებსაც ვასწავლო. თუმცა, ეს მხოლოდ მათთვის არ არის, დიდებსაც სჭირდებათ, რადგან, ძალიან ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ერთგვარი თერაპიაა. ამიტომ, ვისაც აქვს დღეში თავისუფალი ორი საათი, შეუძლიათ, მოვიდნენ ჩემთან, მოჰკიდონ ხელი ამ საქმეს და მიხვდებიან, რამხელა სიამოვნებას მიიღებენ. 

– შენი და-ძმაც დაინტერესებულია ხელოვნებით? 

– მხოლოდ მე ვარ ამ საქმეში ჩართული, თუმცა, გენში გვაქვს ხელოვნების სიყვარული, ლტოლვა. ჩემი დეიდა ძალიან კარგი მხატვარია, ასწავლის, ფაიფურის მოხატვაზე მუშაობს. საფრანგეთში დიდი სასახლე აქვს, რომლის მისაღებიც სულ მოხატულია. ბებიაც კარგად ხატავდა და შვილიშვილებს გვასწავლიდა. მამის მხრიდან 100-200 წლის წინ გვყავდა ერთი ბებია, რომელიც მხატვარი იყო, ანუ, ოჯახში ორივე მხრიდან მყავს მხატვრები. ჩემი ერთი და პარიზში ცხოვრობს, მეორე – კანადაში; ძმა ახლა საქართველოშია, აქაურობა ძალიან შეუყვარდა და აქ დიდხანს დარჩენას, დიდი დროის გატარებას აპირებს. 

– დღეს გოგონების უმეტესობა, ალბათ, პრინცესობაზე, ლამაზ სასახლეში ცხოვრებაზე ოცნებობს, რაზეც შენ უარი თქვი და ახლა შენთვის, წყნარად, მეუღლესთან და სამ უსაყვარლეს შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობ.  

– შეიძლება, ეს ბევრი ადამიანის ოცნება იყოს, მაგრამ, ერთი მხრივ, ძალიან რთულია. საფრანგეთში ახლა ისეთი ეკონომიკური და ფინანსური სიტუაციაა, რომ, ჩემი აზრით, სასახლე არცთუ ისე კარგი საჩუქარია – დიდი თანხები გჭირდება, რომ სასახლეს მოუარო. ერთი და ორი ფანჯრის შეღებვა უჭირს ხალხს და, წარმოიდგინე, როცა გაქვს ასი, ორასი ფანჯარა და ყველას შეღებვა სჭირდება, ისევე, როგორც ჭერს, ამიტომ, ძალიან რთულია. თავადების უმეტესობა ცდილობს, სასახლეებს მოუარონ, მაგრამ, უჭირთ. მამაჩემის ძმას ძალიან კარგი სასახლე აქვს – ის, რომელშიც მამაჩემი დაიბადა. ნახევარ სასახლეში თვითონ ცხოვრობს, მეორე ნახევარი კი მუზეუმად გადააკეთა, სადაც ხალხი მოდის და მერე ამ შემოსავლით უვლის დანარჩენ სასახლეს. ამას გარდა, დიდი პარკი აქვს, სადაც კლდეზე ცოცვის კუთხე მოაწყო და იქ მეხანძრეები და პოლიციელები ვარჯიშობენ; ანუ, ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ შემოსავალი ჰქონოდათ. ეს ძალიან რთულია, უჭირთ, მაგრამ, ცდილობენ, მოუარონ, რომ არ დაინგრეს. 

– 11 წლისა ჩამოხვედი საქართველოში. ეს ის ასაკია, როცა ბავშვობიდან ბევრი რამ დღემდე გემახსოვრება. 

– მახსოვს, საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობდით, რომელიც ძალიან სუფთა იყო, კოხტა, კარგი გარემოთი. იქ მინი-ზოოპარკი გვქონდა მოწყობილი და, ალბათ, ამიტომაც მიყვარს დღემდე ცხოველები და ხშირად ვაკეთებ მათ ქაღალდისგან. ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ ცხოველები, ფრინველები და ამიტომაც მოაწყვეს მინი-ზოოპარკი, რომლის ბინადართა უმეტესობა უცხო ჯიშის იყო, სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავდათ, იშვიათი ჯიშის ქათმები, იხვები, კურდღლები, გოჭები და სხვა ცხოველები და ფრინველები გვყავდა. ხალხი ხშირად მოდიოდა მათ სანახვად. რაც მთავარია, ყველა გაშვებული გვყავდა, თავისთვის დადიოდნენ, არ ისხდნენ გალიაში, მოშინაურებულები იყვნენ. სამწუხაროდ, გარშემო ბევრს ეს არ ესმოდა – მეზობლები გვიწამლავდნენ, კლავდნენ, არადა, არ გვყავდა საშიში ცხოველები. საბოლოოდ, ბევრი მათგანი გავაჩუქეთ. მელიაც გვყავდა სახლში, მოშინაურებული, შვიდი-რვა წელი ცხოვრობდა ჩვეთან, ჩვენ გავზარდეთ. რეჟისორს ვაჩუქეთ, რომელიც ფილმებს იღებდა და გაწვრთნილი მელია სჭირდებოდა. საბოლოოდ, მსახიობი გახდა ჩვენი მელია; კიდევ, შავი, პატარა გოჭები გვყავდა, რომლებიც ცირკს ვაჩუქეთ. ჩვენი სახლის ახლოს დიდი, ლამაზი ტყე იყო, რომელიც მთლიანად ბაბუას ეკუთვნოდა. დილით რომ სეირნობდა და უცხო ცხოველს დაინახავდა, ამბობდა: უი, ეს ვერონიკასი იქნებაო და მაშინვე გვატყობინებდა.

– ვიცი, რომ მშობლები შენს ყველა წამოწყებას კარგად იღებდნენ, ხელს გიწყობდნენ და, ალბათ, ასე იქნებოდა სახელოსნოს შემთხვევაშიც.

– ყოველთვის მაძლევნენ თავისუფლებას და მქონდა იმის საშუალება, რაც მინდოდა, ის მეკეთებინა. გარდა ამისა, მუდმივად მხარს მიჭერდნენ, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ და ჩემს და-ძმას, რომლებიც არა მხოლოდ ფიზკურად დამეხმარნენ სახელოსნოს გახსნაში, არამედ, ფინანსურადაც.  მშობლები უნდა მიხვდნენ, რომ, არ შეიძლება, ბავშვებმა მთელი შაბათ-კვირა კომპიუტერთან გაატარონ, ცუდ რაღაცეებს უყურონ – ეს მათ ფსიქიკაზე აისახება და გაღიზიანებულები, აგრესიულები ხდებიან. შესაბამისად, მშობლებს შეუძლიათ, მოიყვანონ ჩემს სახელოსნოში, სადაც ორი საათი იქნებიან, სხვებთან დაამყარებენ კონტაქტს, ფანტაზიებს განივითარებენ. 5 წლიდან ვიღებ ბავშვებს; დიდებსაც ვასწავლი – 10-15 წლის ზემოთ და მათი პროგრამაც საინტერესო იქნება. ყოველდღე ვარ, შაბათ-კვირასაც, „ფეისბუქზეც“ მაქვს ჩემი გვერდი. აქ დაბადების დღეების მოწყობაც შეიძლება, ტორტსაც მიირთმევენ და, თან, თავისი ხელით გააკეთებენ ლამაზ ნივთებს, რომლებსაც სახლში წაიღებენ. ცარიელი შამპუნის ბოთლებისგან ისეთ ლამაზ თოჯინებს ვაკეთებთ, ასევე, ჭიქებისგან, „იოგურტის“ კოლოფებისგან – მოკლედ, ჩვენს სახელოსნოში საინტერესო რაღაცეები ხდება. ჩემთან ერთად იმუშავებს ქეთი სვანიძე, რომელიც ხატვას, მოდელირებას, ფერწერას, აპლიკაციასა და დეკორაციას ასწავლის. 

– განსაკუთრებულად მომეწონა „ნაგვიყლაპია“, რომელიც ნაგვის ურნაზე მაგრდება და, ვფიქრობ, მისი დახმარებით ბავშვებს პატარაობიდან მივაჩვევთ ნაგვის გადაყრას, სისუფთავის შენარჩუნებას. 

– საინტერესო რამ გამოვიდა. მინდა, პროექტი დავწერო და სკოლის დირექტორებს შევთავაზო, მერე კი ბავშვებთან ერთად გავაკეთო და დავდგათ სკოლებში. ვფიქრობ, ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც, „ნაგვიყლაპიას“ დახმარებით, ნაგვის ურნაში ჩაყრა სასიამოვნო პროცესი გახდება. მყარია, ბევრ ფერში შეიძლება გაკეთდეს და სახლში დაიდგას. რაც მთავარია, მინდა, თვეში ან ორ თვეში ერთხელ ჩემს სახელოსნოში მოვიყვანო უნარშეზღუდული ბავშვები და ვასწავლო, როგორ გააკეთონ ლამაზი ნივთები, გახალისდნენ, გაერთონ და კონტაქტი დაამყარონ სხვა ბავშვებთან, რათა მოხდეს მათი საზოგადოებასთან ადაპტირება. 

 

скачать dle 11.3