კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დახარჯა სოფიო ბრიტანჩუკმა 200 000 ლარი ბინის გარემონტებაზე, 100 000 ლარი კი მის კეთილმოწყობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი 2008 წლიდან დღემდე სოფიო ბრიტანჩუკი 1980 წელსაა დაბადებული თბილისში. თავდაპირველი განათლება, 1997-2002 წლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო – დაამთავრა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატი; 2001-2002 წლებში – კავკასიის აკადემიურ ცენტრში სწავლობდა, რის წყალობითაც აიღო ფრიად ფართო სპექტრის სერტიფიკატი: მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა; კრიზისის მენეჯმენტი; ლობირება; რეკლამა და პოზიციონირება; 2003-2005 წლებში აწ უკვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობდა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მაგისტრის ხარისხიც მიენიჭა. 2005 წელს კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) გაიარა კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კურსი.

მისი შრომითი ბიოგრაფია 1999 წელს დაიწყო ენერგოგამანაწილებელ კომპანია „ეი ი ეს თელასში“, თავდაპირველად, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორად, მოგვიანებით კი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად; 2003 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია - „ტელენეტში“ გადავიდა, სადაც 2004 წლამდე მომსახურებისა და გაყიდვების მენეჯერად იმუშავა; 2005-2006 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მედიასთან ურთიერთობასა და ჟურნალისტიკასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებში. იმავდროულად, 2004 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დაიწყო მუშაობდა პრესმდივნად; 2006 წელს „ფონდ – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტად გადავიდა, 2008-ში კი პირდაპირ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად დაინიშნა, ხოლო 2009-ში, საერთოდაც, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, მოგვიანებით, ისევ წევრობას დაუბრუნდა და დღემდე ამ პოზიციაზეა.

თავისი პირველი დეკლარაცია ქ-ნმა ბრიტანჩუკმა 2008 წელს შეავსო, როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე ნოდარ ჭარხალაშვილი, ორი შვილი – თედო და გივი და დედამთილი – რუსუდან ბოკერია. იმხანად ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება შემდეგნაირად გამოიყურებოდა: სოფიო ბრიტანჩუკის საკუთრება იყო 120 000 აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინა  მცხეთის ქუჩაზე, ასევე, 20 000 დოლარად ღირებული ბინა წერეთლის გამზირზე და 25 000-ად ღირებული აგარაკი პანტიანში; რუსუდან ბოკერიას საკუთრება იყო 300 000 დოლარად ღირებული ბინა ჭავჭავაძის გამზირზე, ხოლო ნოდარ ჭარხალაშვილს კი ჰყავდა 5 500 დოლარად ღირებული ავტომანქანა. ნოდარ ჭარხალაშვილი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას: ის იყო ბიზნესცენტრ „ისნის“ დირექტორი და პარტნიორი; შპს „ჯი ვი თის“ დირექტორი და პარტნიორი და შპს „ჯორჯიან ფრუტ იმპორტ ენდ ექსპორტ იმპორტის“ დირექტორი და პარტნიორი. 2007 წელს მათი შემოსავლები შემდეგნაირი გახლდათ: სოფიო ბრიტანჩუკმა, როგორც „ფონდ – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ კონსულტანტმა, 29 640 ლარი აიღო, ნოდარ ჭარხალაშვილმა, როგორც ბიზნესცენტრ „ისნის“ დირექტორმა, 8 181 ლარი, ხოლო, როგორც ტერმინალ „ისნის“ დირექტორის მოადგილემ, 2 386 ლარი; რუსუდან ბოკერიამ კი, როგორც თსუ-ს ინჟინერმა, 613 ლარი.

2008 წლის განმავლობაში სოფიო ბრიტანჩუკმა, როგორც ზემოხსენებული ფონდის კონსულტანტმა, 16 303 ლარი აიღო, ხოლო, როგორც მარეგულირებლის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, 329 000 ლარი; მისი მეუღლის შემოსავლები საგრძნობლად მოკრძალებული იყო: იმავე პოზიციებზე 9 191 და 5 220 ლარი. 2008 წელს სოფიო ბრიტანჩუკს ბინის რემონტი 200 000 ლარი დაუჯდა, კეთილმოწყობა კი – 100 000 ლარი. 2009 წლის განმავლობაში სოფიო ბრიტანჩუკმა, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, 243 858 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც „უაით დისტრიბუციის“ ფინანსურმა მენეჯერმა, 22 500 ლარი. სოფიო ბრიტანჩუკმა შვილის, გივი ჭარხალაშვილის, სწავლაში 4 900 ლარი გადაიხადა. 2010 წლის განმავლობაში სოფიო ბრიტანჩუკმა, როგორც კომისიის წევრმა, 213 436 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, 27 000 ლარი. შვილის სწავლის საფასური კი კვლავ 4 900 ლარი დაუჯდათ. 2011 წლის განმავლობაში სოფიო ბრიტანჩუკის წლიურმა ხელფასმა 222 257 ლარი შეადგინა, მისი მეუღლისამ – 15 750, ხოლო შვილის სწავლაში 4 900 ლარი გადაიხადეს. 2012 წელს სოფიო ბრიტანჩუკის სახელფასო შემოსავალმა 217 723 ლარი შეადგინა, როგორც ჩანს, იმ წელს ოჯახში დასაქმებული მხოლოდ ის იყო. მას ხარჯი გაეზარდა: გივი ჭარხალაშვილის სწავლის საფასური 6 880 ლარი დაუჯდა, თედო ჭარხალაშვილის – 4 000 ლარი. 2013 წელს დასაქმებული კვლავ მხოლოდ სოფიო ბრიტანჩუკი იყო – მან აწ უკვე 309 885 ლარი აიღო, მეტიც, როგორც აიიპ ექსპორტის განვითარების ასოციაციის ტრენერმა – დამატებით 2 932 ლარიც. სამაგიეროდ, უფრო იაფი დაუჯდა შვილების სწავლის გადასახადი – 2 700-2 700 ლარი, თუმცა საკუთარი სწავლის საფასური – 8 000 ლარი (სამწუხაროდ, არ არის მითითებული, რა ისწავლა ქ-ნმა ბრიტანჩუკმა 2013 წელს). სავარაუდოდ, მისი პირადი ბიუჯეტი 2014 წელსაც ორ ასეულ ათასზე მეტი ლარით შეივსება.

 

скачать dle 11.3