კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტერიტორიებდასაჭრელები

„მშვიდობისმყოფელის“ მანტიაში

 

გასულ კვიარს ვიცე-პრემიერმა დმიტრი როგოზინმა, რომელიც რფ-ის მთავრობაში თავდაცვის სფეროს კურირებს, განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ყველა ღონეს იხმარს, რათა დაიცვას თავისი მოქალაქეები დნესტრისპირეთში და ნათქვამს ინსტრუქციაც, ანუ სავარაუდო სცენარიც კი მოაყოლა – თუ მოლდოვაში უკრაინის სცენარი განვითარდებაო.

მეტი სიცხადისთვის ციტატას მოვიშველიებ: „არ არის საჭირო ილუზიები იმის შესახებ, დაიცავს თუ არა რუსეთი თავის მოქალაქეებს და არ არის საჭირო ჩვენი მოთმინებისა და ძალის გამოცდა (თორემ, დაგაჭრით, თუ მთლად ყურებს არა, ტერიტორიებსო).“ – 

მეტიც, დნესტრისპირეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ სეპარატისტ ევგენი შევჩუკთან შეხვედრისას ბატ. დმიტრი იმასაც დაგვპირდა (თუმცა ჩვენ რა, შევჩუკს დაჰპირდა), რომ რუსეთს სჯერა მათი და არასდროს, არასდროს წავა დნესტრისპირეთიდან, რამეთუ დნესტრისპირელთათვის ის ერთადერთი სტაბილური და საიმედო მშვიდობისმყოფელია.

თავის მხრივ, რუს პოლიტოლოგთა წრეში ბატ. როგოზინის ამგვარმა პოლიტაღტკინებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, პათოსით, ტყუილად აიმედებს, თვით უკრაინაშიც კი ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდეო და იმედებიც გაუცრუა დონბასელ რუსებსო.

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, თითქმის განადგურდა, ვფიქრობ, ბატ. როგოზინის გზავნილი მეტად ნათელია: თუ დნესტრისპირელებს ვერ დაიცავს, მოლდოვას ხომ მაინც გამოუყვანს წირვას?!

скачать dle 11.3