კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სიტყვის საზღვარი“

ძალუმად გადემოკრატიულებულები

 

თუმცა ჩვენს ჩრდილოეთით ინტერნეტის შეზღუდვას აანონსებდნენ, თავისი სოციალურქსელებიანად, გასულ კვირას პრ.-მა პუტინმა რუს საზოგადოებას რუსეთისვე საზოგადოებრივი არხით აცნობა, რომ, ვინაიდან დემოკრატიული ქვეყანაა, არანაირი შეზღუდვები არ დაწესდება (უბრალოდ, ვერ დავაწესებთ, იმდენად ძალუმად გვიცემს გულები დემოკრატიის სიყვარულითა და თაყვანისცემითო).

მაგრამ, მეორე მხრივ, სახ-„დუმაში“ ამზადებენ ცვლილებებს კანონში მედია-საშუალებების შესახებ. სახელდობრ, აპირებენ, რედაქციები დაავალდებულონ, წინასწარ მიუთითონ თავიანთი პროფილი და ამ მითითებული პროფილის მკაცრ ჩარჩოებში იმოქმედონ.

იდეის ავტორი „დუმელი,“ ვინმე ვადიმ დენგინი დარწმუნებულია, რომ საინფორმაციო ომის ეპოქაში ჟურნალისტებს „საზღვრები ესაჭიროებათ“ (იმიტომ, რომ უსაზღვრო მხოლოდ რფ უნდა იყოს?!).

მართალია, იდეა ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია, თუმცა ვარაუდობენ, რომ 2015 წლიდან ყველაფერი გაირკვევა. მანამდე კი დაადგენენ, თუ რა უნდა მოიაზროს ცნებებში: „საზოგადოებრივ-პოლიტიკური“, „გასართობი“, „საბავშვო“.

ბუნებრივია, თვით რფ-ელი ჟურნალისტებიც კი ამ იდეას ნეგატიურად გამოეხმაურნენ, თუმცა თავად დენგინი გაკვირვებულია (მომყავს ციტატა): „მაშინ, როდესაც ქვეყანაზე (იგულისხმება რფ) მასობრივი საინფორმაციო შეტევაა, ადამიანები, რომლებიც სპეციალიზებულები არიან გასართობ მედია-საშუალებებზე, შეისყიდიან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მედია-საშუალებებს და წერენ პოლიტიკაზე (ეგ თავხედები, ეგენი!)“.

სხვათა შორის, ხსენებული დენგინია ავტორი კანონპროექტისა, რომელიც უკრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ფლობდნენ მედია-საშუალების წილის 20 პროცენტზე მეტს.

რაკი იდეა მომწიფდა, ფაქტია, რომ ის განხორციელდება, თუმცა, იმ მარტივი მიზეზით, რომ, საბოლოოდ, ეს მაინც რფ-ის მოქალაქეების საქმეა, თავს შევიკავებ მათი დამუნათებისგან, მაგრამ, თუ პროცესები ამ მიმართულებითა და ტემპებით განვითარდა, შესაძლოა, ამ თამაშ-თამაშში საბჭოური რიმეიქიც მივიღოთ (მთავარია, ჩვენც არ ჩაგვითრიონ). – 

скачать dle 11.3