„იუპიტერი“ VS „ხარი“
ვინ რით
ჭამს „პურსა“
სწორედ და მხოლოდ აფიშის მეშვეობით შევიტყვეთ, რომ 4 ოქტომბერს დიდი რუსეთის გულში „თბილისობა“ გაიმართებოდა, ოღონდ, მხოლოდ ეს არა, დამატებით ისიც გახდა ცნობილი, რომ ამ ღირსშესანიშნავი თარიღისადმი მიძღვნილ კონცერტში, რომელიც, თუ აფიშას ვენდობით (ან კი რატომ არ უნდა ვენდოთ?!), ბაღ „ერმიტაჟში“ გაიმართება (ანუ უკვე გაიმართა), მონაწილეობას მიიღებდნენ: თამარ გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი, ირაკლი ფირცხალავა, ლელა წურწუმია და ნინო ჩხეიძე; ასევე, ანსამბლი „მეტეხი“ და „ფრანი“.
მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელ-მსმენელთა დასწრება უფასო არის (იყო), ფაქტია, რომ მონაწილეები ჰონორარს აიღებდნენ (ან კი რატომ არ უნდა აეღოთ, როდესაც ამით „ჭამენ პურსა“).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ლამის ანათემას გადასცა „ერისიონი“, კრემლის საკონცერტო დარბაზში, ანუ ოკუპანტის გულში კონცერტები რატომ ჩაატარაო, ახლა კი სრულიად საზოგადოებაა გატრუნული, მათ შორის, თვით „თავისუფალი ზონაც“, რომლის უჩუმრად ჰაერში ბუზს ვერ გაუნავარდია, თუ ის ჩრდილოეთიდან მოფრინავს ან იქით მიფრინავს, საეჭვოდ გაუგებარია, რამ დაადუმათ?!
ვითომ იმან, რომ ჩამონათვალში ხსენებული ბოლო ორი ქალბატონი ყოფილების მხარდამჭერ-მეგობრებად მოიაზრება; ხოლო, რაკი მოიაზრება, რაც ეპატიება იუპიტერს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქ-ნებს – წურწუმიასა და ჩხეიძეს), არ ეპატიება ხარს (ანუ „ერისიონს“ ან ვინმე სხვას), ან, იქნებ ტყემლით, ანუ „თბილისობა“ მაინც სულ სხვაა?! –