რა მოხდა ამ დღეს
29 სექტემბერი
1399 – ინგლისში პლანტაგენების დინასტია შეცვალა ლანკასტერების დინასტიამ.
1650 – ვინმე ჰენრი რობინსონმა ლონდონში გახსნა პირველი „გაცნობის სააგენტო”.
1829 – დაარსდა ლონდონის პოლიცია „სკოტლენდ იარდი“.
1885 – ინგლისში, ბლეკპულში, ამოძრავდა მსოფლიოში პირველი ელექტროტრამვაი.
1916 – ჯონ როკფელერი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
30 სექტემბერი
1452 – გერმანიაში, მაინცში, იოჰან გუტენბერგმა, პირველმა დაბეჭდა ბიბლია.
1791 – ვენაში შედგა მოცარტის ოპერა „ჯადოსნური ფლეიტის“ პრემიერა.
1846 – მასაჩუსეტსელმა ექიმმა მორტონმა პირველად გამოიყენა გაუტკივარება – ანესთეზია კბილის ამოღებისას.
1882 – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეპლტონში, მდინარე ფოქს-რივერზე ამუშავდა პირველი ჰიდროელექტროსადგური.
1 ოქტომბერი
1661 – ინგლისში შედგა იახტების პირველი შეჯიბრება.
1869 – ვენაში გამოუშვეს პირველი საფოსტო ღია ბარათები.
1931 – საბჭოთა კავშირში დაიწყო რეგულარული ტელემაუწყებლობა.
1946 – დასრულდა ნიურნბერგის პროცესი, სადაც გაასამართლეს ფაშისტი დამნაშავეები.
1977 – პელემ დატოვა დიდი ფეხბურთი.
2 ოქტომბერი
1187 – ეგვიპტის სულთანმა, სალაჰ-ად-დინმა, ჯვაროსნებს წაართვა იერუსალიმი.
1555 – ივანე მრისხანის ჯარებმა შტურმით აიღეს თათრეთის სახანოს დედაქალაქი – ყაზანი.
3 ოქტომბერი
1929 – სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფომ მიიღო ოფიციალური სახელი – იუგოსლავია.
1932 – გაზეთ „თაიმსის“ დიზაინერმა შეიმუშავა ცნობილი შრიფტი – Times New Roman.
1935 – იტალიის ჯარები შეიჭრნენ ეთიოპიაში.
1990 – გაერთიანდა გერმანია.
4 ოქტომბერი
1675 – ჰოლანდიელმა მეცნიერმა ქრისტიან ჰიუგენსმა დააპატენტა ჯიბის საათი.
1830 – გამოცხადდა ბელგიის დამოუკიდებლობა.
1957 – კოსმოსში გაუშვეს დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი.
1993 – სამთავრობო კრიზისი და „თეთრი სახლის“ შტურმი მოსკოვში.
5 ოქტომბერი
1908 – ბულგარეთი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1914 – მსოფლიოში პირველ საჰაერო ბრძოლაში ერთმანეთს შეეჯახნენ ფრანგული და გერმანული თვითმფრინავები.
1921 – ლონდონში გაიხსნა პირველი საერთაშორისო პენ-კლუბი.