კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყა გრევილეა?

პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში გრევილეა რეგულარულად მორწყეთ რბილი წყლით. ამ დროს მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრობით, როცა ზრდა შენელდება, მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. ზაფხულში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ სპეციალური თხევადი სასუქით. ეს სწრაფად მზარდი მცენარე მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე მიწაში ჩარგეთ.

კითხვა: რა ტემპერატურა და სინათლე სჭირდება პატარძალას?

პასუხი: პატარძალას ანუ იმპატიენსს კაშკაშა სინათლე არ უნდა მოაკლოთ, ოღონდ, შუადღის მზეს მოარიდეთ. მას უყვარს სიგრილე, მაგრამ ოთახის ტემპერატურაზეც ძლებს. ზამთარში მინიმუმ 13-14 გრადუსი სჭირდება. კარგი იქნება, თუ მცენარეს მზიან სასტუმრო ოთახში დადგამთ.

კითხვა: რა ზომის იზრდება ჟასმინი?

პასუხი: ჟასმინი სიმაღლეში 2-3 მეტრიც იზრდება, თუმცა, შეგიძლიათ, გასხლათ და ღეროები კარკასს შემოახვიოთ. გასხვლა სასურველია  დაყვავილების შემდეგ. დიდი მცენარე, საჭიროების შემთხვევაში, გადაჭრასაც იტანს. შეგიძლიათ ის საკიდი კალათიდანაც გადმოუშვათ და ნაკლებად დაიკავებს დიდ ტერიტორიას.

კითხვა: მონსტერას ფოთლებმა მოიწყინა, როგორ გამოვაჯანმრთელო?

პასუხი: მონსტერას დიდ, ჯანსაღ ფოთლებს კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ, ზაფხულში თაკარა მზე არ მოსწონს. სასურველია, თუ ფოთლებს რეგულარულად გაუწმენდთ სველი ნაჭრით. თბილ ამინდში ტენიანობის გასაზრდელად ხშირად დანამეთ. გაზაფხულზე გადაჭერით, რათა ძალიან არ გაიზარდოს; გადაჭრიდან მალე გვერდითი ყლორტებიც ამოუვა.

კითხვა: მგონი, ჩემი ზამბარული ია ლპობას იწყებს, ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: ალბათ, მორწყვისას ფოთლები დაუსველეთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ეს მცენარე დალპეს ან დაავადდეს. ჩამოცვენილი ყვავილები და დაზიანებული ფოთლები მალევე მოაშორეთ. მორწყვისას ქოთანი ლამბაქზე დადგით და წყალი პირდაპირ მიწაზე დაუსხით, შემდეგ კი დაწრიტეთ. თუ მიწა ზედმეტად დასველდა, შეიძლება ფესვებიც დაულპეს, ამიტომ მორწყვიდან მორწყვამდე მიწა შეაშრეთ. რაც უფრო გრილა, მიწა მით უფრო მშრალი უნდა იყოს.

კითხვა: როგორ უნდა მოვუარო ქრიზანთემას, რომ არ დაავადდეს?

პასუხი: ქრიზანთემა ქოთანში დიდხანს ვერ ცოცხლობს, ამიტომ, მიწის განოყიერება არ სჭირდება. მოაშორეთ გამხმარი ყვავილები – ასე მცენარე არ დაავადდება და მეტ კოკორს გაშლის. კოკრების გასაშლელად ქრიზანთემას კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ, არა მწველი მზე.

კითხვა: რა პირობებში ხარობს კარგად ანანასი და ვარგისია თუ არა საკვებად ოთახის პირობებში გაზრდილი ანანასის ნაყოფი?

პასუხი: ანანასისთვის საუკეთესო პირობებია სითბო, კარგი განათება, საშუალო ტენიანობა და კარგი დრენაჟის მქონე მიწა. ოთახის პირობებში ნაყოფის დამწიფებას რამდენიმე თვე სჭირდება, ის საკმარისად ვერ იზრდება და საკვებადაც უვარგისია.

კითხვა: მაინტერესებს, როცა აცივდება ცრუ არალია ხშირად უნდა მოვრწყა ხოლმე?

პასუხი: ცრუ არალია ანუ დიზიგოტეკა სიმშრალეს უფრო იტანს, ვიდრე ზედმეტ წყალს. მიწას შეშრობა უნდა აცადოთ. უკვე დეკემბრიდან, მთელი ზამთრის განმავლობაში წყლის რაოდენობა უნდა შეამციროთ. ფოთლები რბილი წყლით დაუნამეთ ხოლმე, თორემ, მუქ ფოთლებზე თეთრი ლაქები უშნოდ დააჩნდება.

скачать dle 11.3