კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

შარაპოვა და დიმიტროვი დაშორდნენ

სპორტულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი, რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა და ბულგარელი ჩოგბურთელი გრიგორ დიმიტროვი დაშორდნენ. ოფიციალურად ამის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, ჟურნალისტების მტკიცებით, შარაპოვამ და დიმიტროვმა ერთმანეთს „ანფოლოუ” გაუკეთეს „ტვიტერში” და, ასევე, არ გამოჩდნენ ამერიკის ღია პირველობის ფინალზე, მიუხედავად იმისა, რომ მიწვეულები იყვნენ. შარაპოვას და დიმიტროვს 2012 წლიდან ჰქონდათ ურთიერთობა, გრიგორამდე კი მარია სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა სერბ კალათბურთელს, საშა ვუიაჩიჩს. 

 

რონალდო ნადალს იწვევს 

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, რონალდო, აპირებს, პოკერის მაგიდასთან გამოიწვიოს ჩოგბურთის ვარსკვლავი რაფაელ ნადალი. სპორტის ვარსკვლავები რამდენიმე ხნის წინ შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ნადალმა იზეიმა გამარჯვება, ამჯერად კი რონალდო რევანშისთვის ემზადება. შეხვედრა 6 ნოემბერს, ლონდონში შედგება. შეგახსენებთ, რომ რონალდო და რაფაელ ნადალი პოპულარული „პოკერსტარს.ნეტის” სარეკლამო სახეები არიან და მთელ მსოფლიოში ეწევიან პოკერის თამაშის პოპულარიზაციას.

 

რეალი საშინაო არენის სახელს ყიდის

ესპანური პრესის მტკიცებით, მადრიდის „რეალის” ხელმძღვანელობა ახლო მომავალში საშინაო არენის – „სანტიაგო ბერნაბეუს” სახელს გაყიდის. სტადიონის სავარაუდო სახელებს შორის ლიდერობენ: „ფლაი ემირეითს სანტიაგო ბერნაბეუ” და „ბერნაბეუ ფლაი ემირეითს”. შეგახსენებთ,  რომ სამეფო კლუბის სპონსორია არაბეთის ავიახაზები „ფლაი ემირეითსი” და სტადიონის სახელის გასხვისებიდან, კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, 400 მილიონიდან 500 მილიონამდე დოლარის მიღებას გეგმავს. ამ თანხის ნაწილი სტადიონის კეთილმოწყობას, ხოლო დანარჩენი – „რეალის” ვალების დაფარვას მოხმარდება. ცნობილია, რომ მადრიდული გრანდის ვალი 620 მილიონ დოლარს აღემატება.

 

მანუელ ნოიერმა ხელები დააზღვია

მსოფლიოს ჩემპიონმა, მიუნჰენის „ბაიერნის” გოლკიპერმა გერმანელმა მანუელ ნოირმა თავისი ხელები დააზღვია. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის ხელები 3 მილიონ ევროდ არის დაზღვეული და, თუკი ფეხბურთელი ისეთი სახის ტრავმას მიიღებს, რომ მის კარიერას საფრთხე შეექმნება და ვეღარ მოახერხებს მოედანზე გასვლას, სადაზღვევო კომპანია მას თანხას გადაუხდის.

 

მიროსლავ კლოზე – მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

მიროსლავ კლოზე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია. 36 წლის ფეხბურთელი დაემშვიდობა მსოფლიო ჩემპიონ ნაკრებს და კარიერაში უკანასკნელ სეზონს „ლაციოს” რიგებში ატარებს, თუმცა, ამის მიუხედავად, ის უკვე ითვლება მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდად, რომელმაც ორი გენიალური ფეხბურთელის – ბრაზილიელი რონალდოსა და გერმანელი გერდ მიულერის რეკორდები დაამხო.

* მიროსლავ კლოზე პოლონეთში დაიბადა და იქ ცხოვრობდა ოჯახთან ერთად 1986 წლამდე. მამამისს გერმანული ფესვები ჰქონდა და მოგვიანებით ოჯახი გერმანიაში გადასახლდა. გერმანიაში ლეგალურად ცხოვრებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებამდე კლოზეს ოჯახი რამდენიმე თვეს ცხოვრობდა დევნილების თავშესაფარში და ის დღეები მიროსლავს დღემდე ახსოვს. მიროსლავი არ ფლობდა გერმანულ ენას, რის გამოც მას პრობლემები ექმნებოდა თანაკლასელებთან, რომლებსაც ვერაფერს აგებინებდა; გარდა ამისა, ასაკით მეოთხე კლასელი მიროსლავი გერმანიაში მეორე კლასში დასვეს ენის უცოდინარობის გამო, რაც მიროს დღემდე ცუდად ახსენდება.

* გერმანული ენა სრულყოფილად მიროსლავ კლოზემ 16 წლის ასაკში შეისწავლა. ის ქალაქ კუზელში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, სადაც დაამთავრა კიდეც სკოლა. საგულისხმოა, რომ, თანაგუნდელ ლუკაშ პოდოლსკისთან (ასევე ეთნიკურ პოლონელთან), მშობლებთან და მეუღლესთანაც კი, მიროსლავ კლოზე პოლონურად საუბრობს. მისი საყვარელი კერძიც კი პოლონურია – ხორცისა და კომბოსტოსგან დამზადებული წვნიანი. 

* მიროსლავის მშობლები პროფესიონალი სპორტსმენები იყვნენ: მამა ფეხბურთს თამაშობდა ფრანგულ „ოსერში,” ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელის, გი რუს ხელმძღვანელობით, ხოლო დედა ხელბურთელი იყო. მიროსლავი დიდ ხანს ფიქრობდა, სპორტის რომელი სახეობა აერჩია და, საბოლოოდ, მამის გზას დაადგა.

* მიროსლავ კლოზე საფეხბურთო კლუბ „ბლაუბახ-დიდელკომპფის” აღზრდილია, საიდანაც, „ჰომბურგის” გავლით, იგი „კაიზერსლაუტერნში” აღმოჩნდა, სადაც დაიწყო კიდეც მისი თავბრუდამხვევი კარიერა. საგულისხმოა, რომ მიროსლავ კლოზეს აღზევება დიდ ფეხბურთში 22 წლის ასაკში მოხდა, რაც ფეხბურთისთვის საკმაოდ დაგვიანებულია.

* მიროსლავ კლოზეს მეტსახელებია: „ტანკი”, „კობრა” და „მკვლელი”. მის სახელს არც ერთი სკანდალი არ უკავშირდება. ცნობილია, რომ კლოზეს დღე-ღამეში 11 საათი სძინავს – ის საღამოს 9 საათზე იძინებს, დილის 6 საათზე იღვიძებს, შვილებს სკოლაში აცილებს და შემდგომ კიდევ ორი საათი სძინავს. მიროსლავ კლოზე ასევე არ მოიხმარს ალკოჰოლს – უკანასკნელად მან რამდენიმე ჭიქა ღვინო ბრემენის „ვერდერში” თამაშის დროს დალია. 

* მიროსლავ კლოზე მსოფლიომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიცნო, როდესაც მან საუდის არაბეთის ნაკრებთან მატჩში ჰეთტრიკი შეასრულა. მას შემდგომ კლოზემ კიდევ სამ –  2006, 2010 და 2014 წლების მუნდიალებზე მიიღო მონაწილეობა და 16 გატანილი გოლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. ცნობისთვის, მიროსლავ კლოზეს გატანილი გოლის აღნიშვნის საფირმო მეთოდი აქვს – ის „კულბიტს” აკეთებს. 

скачать dle 11.3