კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდესაც ეკლესიაში ვარ, ხშირად ჩემ წინ ხატები ნათდებიან. რისი ნიშანი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ნებისმიერი ხილვა, ეკლესიაში თუ მის გარეთ, ქრისტიანისთვის არ არის სარგო. ამიტომ, უფალს უნდა სთხოვოთ, რომ გაგათავისუფლოთ ამისგან, რადგან, ამას შეუძლია, მიგიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც ადამიანი ხიბლშია და თავს აღმატებულად მიიჩნევს.

კითხვა: როგორ მოვეპყრათ ურწმუნოებს?

პასუხი: ურწმუნოთათვის უნდა ვილოცოთ და უნდა შევიცოდოთ ისინი. უნდა ვეცადოთ, რომ ისინი ჭეშმარიტებისკენ მოვაქციოთ, ოღონდ, ეს უნდა გავაკეთოთ სიყვარულითა და სიმშვიდით.

კითხვა: როგორ უნდა დავიცვათ თავი ცდუნებებისგან?

პასუხი: იმას კი ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რას აკეთებენ სხვები, არამედ, იფიქრეთ იმაზე, თუ რას გვასწავლიან უფალი, წმიდა სახარება და წმიდა მამები. სმენა და მზერა მოარიდეთ უკეთურებას და უფრო მეტად დაუთმეთ დრო ოჯახს, კეთილ საქმეებსა და საკუარ თავთან განმატოებას.

კითხვა: დაუდევრობის გამო, ჩემი შვილების ნათლობის ჯვრები ერთმანეთში ამერია. ხომ არ ავნებს ეს ჩემს შვილებს?

პასუხი: თქვენს შვილებს, ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ყველანაირი ჯვარი დაიფარავს, თუ რწმენით ატარებენ. ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, რამდენად ქრისტიანულად ზრდით შვილებს, როგორ ასრულებენ ისინი უფლის მცნებებს. ეცადეთ, თქვენი შვილები მტკიცედ იყვნენ რწმენაში, ჯვრების შეცვლა კი მათ ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს.

კითხვა: ჩემმა შვილმა რამდენჯერმე იპოვა ჯვარი. რას ნიშნავს ეს?

პასუხი: გირჩევთ, ნუ მიაქცევთ მსგავს შემთხვევებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

скачать dle 11.3