კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

გველი – მონასტრის ბაღის მცველი 

ფუნდიის მონასტერში იყო ერთი სულიერი ბერი, რომელიც მონასტერში მებაღის მორჩილებას ასრულებდა. მის ბაღს ქურდი შეეჩვია: ქურდი ღობიდან გადაძვრებოდა და ბოსტნეულს იპარავდა. მებაღემ მალე შეამჩნია, რომ ბოსტნეული მცირდებოდა და ზიანდებოდა. ბერმა მთელი ბაღი შემოიარა და მიაგნო იმ ადგილს, საიდანაც ქურდი ბაღში იპარებოდა. უკან დაბრუნებისას მან გველი დაინახა და უბრძანა: „მომყევი!” – და ქვეწარმავალი იმ ადგილამდე მიიყვანა, საიდანაც ქურდი შემოდიოდა. მან კიდევ ერთი უბრძანა გველს: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, უდარაჯო ამ შემოსასვლელს და ქურდს არ მისცე უფლება, შემოვიდეს ბაღში!” გველი ბილიკის გასწვრივ გაწვა, ბერი კი თავის სენაკს დაუბრუნდა. ნაშუადღევს, როცა მონასტრის ძმობა ისვენებდა, ქურდი ჩვეულებისამებრ შეეცადა, ღობეზე გადამძვრალიყო, მაგრამ, როგორც კი ფეხი გადაყო ბაღში, უცბად შეამჩნია, რომ მისთვის გზა გველს გადაეკეტა. ქურდი შიშისკან უკან გადავარდა, მაგრამ, მოწნულ ღობეში გაეხლართა ფეხი და თავქვე ჩამოკიდებული დარჩა. ჩვეულ დროს მოვიდა მებაღე და დაინახა „ხაფანგში“ გაბმული ქურდი. ბერმა გველს მიმართა: „მადლობა ღმერთს, შენ შეასრულე, რაც გებრძანა, ახლა წადი“. გველი გაუჩინარდა. მაშინ მებაღემ ქურდს მიმართა: „რაო, ძმაო, ღმერთმა ჩემს ხელში ჩაგაგდო? როგორ გაბედე ბერების ხელით მოწეულის მოპარვა?“ შემდეგ მებაღემ ქურდს ღობეში მოყოლილი ფეხი გაუთავისუფლა, მშვიდად ჩამოსვა ღობიდან და თავისთან წაიყვანა. ბერმა დიდი სიხარულით დაასაჩუქრა ქურდი იმ ბოსტნეულით, რომელსაც იგი იპარავდა, შემდეგ ბაღის კარიბჭემდე მიაცილა და უთხრა: „წადი და ამის შემდეგ არ იქურდო. როდესაც რამე გაგიჭირდება, ჯობია, ჩემთან მოხვიდე და სიამოვნებით მოგცემ ყველაფერს, რასაც აქამდე ცოდვით მოიპოვებდი ხოლმე.

скачать dle 11.3