კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააგროვებს მილიონზე მეტ ლარს ირინა მილორავა სემეკის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა 1975 წლის 13 აპრილსაა დაბადებული. სემეკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქ-ნი მილორავას ბიოგრაფია მეტად პოეტურადაა აღწერილი (მე ვიტყოდი, ცოტა საბჭოური ელფერითაც), თანაც, ზედმეტი კონკრეტიკის გარეშე. კერძოდ: ირინა მილორავას უმაღლესი  განათლება  აქვს –  „სამართალმცოდნეობისა და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. პროფესიული საქმიანობა დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც 1996-2000 წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მისი პროფესიული წინსვლა 2000-2002 წლებში საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებში გაგრძელდა. ირინა მილორავას მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება კანონშემოქმედებით, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ სფეროში დადებითად აისახა საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის საქმიანობაში (სამწუხაროდ, არ არის განმარტებული, სახელდობრ, როგორ დადებითად და რა მიმართულებით), სადაც მუშაობა 2002 წელს დაიწყო გენერალური დირექტორის მრჩევლად, შემდეგ იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, 2004 წლიდან კი – გენერალური დირექტორის მოადგილედ.

2006 წელს, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ბაზაზე ახალი სუბიექტის, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) დაფუძნების შემდეგ, ირინა მილორავა ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეა, 2009 წლიდან კი - ესკოს გენერალური დირექტორი.“

ერთი სიტყვით, 2013 წლის 17 სექტემბერს ირინა მილორავა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. და თუმცა, როგორც მის ოფიციალურ ბიოგრაფიაშია აღნიშნული, „ირინა მილორავას მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება კანონშემოქმედებით, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ სფეროში დადებითად აისახა საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის საქმიანობაში“, მის მიერ შევსებული ფინანსური და ქონებრივი დეკლარაცია ჯერჯერობით ერთადერთია და ის მან 2013 წელს შეავსო. ოჯახის წევრების გრაფა ცარიელია, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ სემეკის თავმჯდომარე მარტო ცხოვრობს. მისი უძრავი ქონება კი შემდეგნაირია: ირინა მილორავა ფლობს საცხოვრებელ ბინას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 135 კვ. მ. ფართობის და, ასევე, საცხოვრებელ ბინას თამარაშვილის ქუჩაზე, 143 კვ. მ. ფართობის.

არც ანაბარი აქვს და არც ავტომანქანა ჰყავს, იმის მიუხედავად, რომ მის მიერ 2012 წელს მიღებული შემოსავლები არ არის ურიგო. კერძოდ, ირინა მილორავამ, როგორც სააქციო საზოგადოება „თელასის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, 2 799 ლარი აიღო; ხოლო, როგორც სააქციო საზოგადოება ელექტროენერგეიტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის დირექტორმა – 131 162 ლარი. თუმცა, თუ მისი წინამორბედის – სემეკის ყოფილი თავმჯდომარის, გურამ ჩალაგაშვილის მიერ ამ პოსტზე მიღებული ხელფასების ოდენობას გავიხსენებთ, ქ-ნი მილორავას შემოსავლები უახლოეს წლებში საგრძნობლად გაიზრდება. 

ნათელი წარმოდგენა რომ შეგვექმნას სემეკის მოქმედი თავმჯდომარის სახელფასო შემოსავლებზე ვადის ამოწურვამდე, ანუ მომავალი წლების განმავლობაში, მოგახსენებთ, რომ სემეკის ყოფილმა თავმჯდომარემ, გურამ ჩალაგაშვილმა ამ პოსტზე მუშაობის 6 წლის განმავლობაში – 2007 წლიდან 2013 წლის სექტემბრამდე, საერთო ჯამში, მიიღო მილიონ 300 ათასი ლარი. წლების მიხედვით კი მისი საბიუჯეტო ხელფასი შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

2007 (არასრული) წელი – 79 351 ლარი; 2008 წელი – 187 555 ლარი; 2009 წელი – 177 833 ლარი; 2010 წელი – 241 615 ლარი; 2011 წელი – 264 000 ლარი; 2012 წელი – 288 000 ლარი. 2013 წლის მონაცემი არ არის, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ წელს პოსტზე რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა, იოლი დასათვლელია, მის მიერ აღებული ხელფასის ოდენობაც.

скачать dle 11.3