კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უძლეველი ფასები

ვინ უნდა

გაყიდოს

მწვანილი

 

პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზნებითა თუ ბუნებრივად, ორ კვირაზე მეტია, რაც ამ ცოდვილ მსოფლიოში ნავთობი გაიაფდა, იმდენად, რომ რფ-ის ოპონენტები ხელებს იფშვნეტენ რუსული ეკონომიკის ჩამოშლის მოლოდინში, ოღონდ ისაა, რომ ქართულ ბაზარზე საწვავის ფასს მსოფლიო ბაზარზე არსებულმა ფასთა ცვლილებამ ძვრაც ვერ უყო (ან კი როგორ შეძლებდა, როდესაც არც არასდროს უყვია?!).

მეორე მხრივ, არც ჩვენებური მენავთობეები უარყოფენ, რომ ნავთობის ღირებულებამ დაიწია და, თუ მთელი აგვისტოს განმავლობაში ერთი ტონის ფასი 935 აშშ დოლარიდან თვით 960 აშშ დოლარამდე მერყეობდა; 10 სექტემბრიდან ფასი ქვემოთ წამოვიდა და 900-დოლარიან ნიშნულს მიეახლა, დიზელის კი, საერთოდაც – 813-ს. –     

არ უარყოფენ, ოღონდ, ჩვეულებისამებრ, გვარწმუნებენ, რომ, ვიდრე ძვირად შეძენილს არ ამოყიდიან, საწვავს ვერ გააიაფებენ (იმიტომ, რომ ასეთია ქართული ბიზნესის ლოგიკა – მოგება წაგების ძმა არ არის). მაგრამ, რაკი ჩვენ არ ვიცით, რა ოდენობის საწვავი აქვთ ძვირად ნაყიდი (იქნებ უკვე გაყიდეს კიდეც), ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაში საწვავის გაიაფება მეორედ მოსვლასავითაა – არავინ იცის, როდის გვეწვევა.

ხოლო, თუ ჩვენებურ მენავთობეთა ლოგიკას გავიხსენებთ, ვერ ვაიაფებთ, რადგან ძვირად გვაქვს ნაყიდიო, ვფიქრობ, ბენზინგასამართ სადგურებში მწვანილისთვის დახლები უნდა დაიდგას, ვინაიდან, ჩვენს დიდ მენავთობე ბიზნესმენთა ლოგიკა, როგორც ჩანს, მემწვანილეთა მცირე სავაჭრო ლოგიკას ვერა და ვერ გასცდენია. 

скачать dle 11.3