კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამუქებულში

„ბონდ, ჯეიმს ბონდ“

კარგა ხანია, უბრალო მოკვდავთ ჩამუქებულშუშებიანი ავტოებით სრიალი აღგვიკვეთეს და აქამომდე დაბურულად ოდენ სრულიად სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები გადაადგილდებოდნენ (ზედაც, უპრაგონოდ არღვევდნენ საგზაო მოძრაობის წესებს) და მათი ამოცნობაც ფრიად გაადვილებული გახლდათ.

თუმცა, ხანი გამოხდა და დაბურულმინიან ავტომფლობელთა ვინაობა შემცირდა, რაკი შს მინისტრმა ცვლილება შეიტანა შესაბამის ბრძანებაში, რომელიც მინების დამუქების წესს ეხება. ამდენად, ლამის დათითოკაცდა იმ პირთა ნუსხა, რომლებიც ამიერიდან ცხოვრებას თავიანთი ავტოების მუქი შუშებიდან დააქცერდებიან.

ესენი გახლავან: საქართველოს პრეზიდენტი; პრემიერ-მინისტრი; პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები; პარლამენტის კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები; მინისტრი და მისი მოადგილეები; სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილეები; პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები; დაზვერვის სამსახურის უფროსი  და მისი მოადგილეები; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; პარლამენტის აპარატის უფროსი; მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, თბილისის პროკურორი და მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების პროკურორები; შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები; სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;  თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; გენერალური აუდიტორი; თბილისის მერი.

ჩამონათვალი მოწმობს, რომ ჩამუქებული მინები აწ უკვე მხოლოდ ბობოლათა შორის ბობოლათა პრეროგატივაა, ხოლო, რაკი სია დიდიც არ არის, ჩვენ ყოველთვის გვეცოდინება, ვინ გვემალება შავი შუშების იქით. – 

скачать dle 11.3