კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კმაყოფილების ხიბლში

ვინ უნდა იხალოს ქვა თავში?

ისე მოხდა, რომ გასულ კვირას დღის სინათლე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმაც იხილა: ის ილია ჭავჭავაძის მკვლელობას ეხება. 

თემის პატრიოტული პათოსისა და მტკივნეულობის გათვალისწინებით, ცხადია, მან დიდი ინტერესიც გამოიწვია, მით უფრო, რომ დანამდვილებით ჯერაც ვერ გაგვირკვევია, ვინ და რატომ მოკლა ილია, ოღონდ ისიცაა, რომ ჩვენს ილიას ლოგინში სიკვდილი არ მოუხდებოდა (თუმცა სხვა თემაა, ჩვენ როგორ „გვიხდება” მისი მკვლელობა).

ასეა თუ ისე, კმაყოფილება ეტყობა თვით შსს-საც, იმდენად, რომ შსს-ს არქივის დირექტორმა ბ-ნმა ომარ თუშურაშვილმა ესეც კი ბრძანა: „თვით მკვლელობის სცენა, მგონი, კინემატოგრაფში პირველად აისახა და ილია ჭავჭავაძის სახე ჩვენს მომავალ თაობას შეიძლება ამ ფილმიდანაც დაამახსოვრდეს.“

პრინციპით, ყვავს თავისი ბახალაო, ჩვენთვის გასაგებია, რომ ბ-ნი თუშურაშვილი ხიბლშია (ფილმი ხომ შსს-ს პირმშოა?!), თუმცა აქ კი ცოტა გადაუჭარბებია, ვინაიდან, თუ მომავალ თაობებს ილია ჭავჭავაძის სახე, რაც უნდა შესანიშნავი, მაგრამ მაინც ფილმიდან დაამახსოვრდა, მეც, თქვენც და, რა თქმა უნდა, ბ-ნ ომარსაც, თავში ქვის ხლის მეტი აღარაფერი დაგვრჩენია. – 

скачать dle 11.3