კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დეველოპერულმა კომპანია m2-მა ახალი პროდუქტის ხაზი – „ოპტიმა” და მისი პირველი პროექტი – „ოპტიმა ისანი“ წარადგინა

„ოპტიმა ისანის“ ახალი პროექტი – გარემონტებული ბინები 29 ათას დოლარად

დეველოპერული კომპანია m2 საზოგადოებას ყოველთვის სთავაზობს საინტერესო და ინოვაციურ პროექტებს. კომპანია დაარსების დღიდან გამოირჩევა სამშენებლო ბაზარზე სიახლეთა დამკვიდრებითა და მომხმარებელზე მორგებული სამშენებლო პროექტებით. კომპანია საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს. ნოვატორული მიდგომები, ხელმისაწვდომი ფასები, საიმედოობა, მაღალი ხარისხი განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას, რაც მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაში გამოიხატება. 

დეველოპერულმა კომპანია m2-მა თბილისში დაიწყო ახალი კონცეფციის სამშენებლო პროექტი – „ოპტიმა ისანი.“ კომპანიის წამყვანი სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ, რომ ბინის შეძენის მსურველებისთვის ოთახების ოპტიმალური გეგმარება და ახალაშენებულ სახლში გარემონტებული ბინები ყველაზე დაბალი ფასით შეეთავაზებინათ. m2-ის ტრადიციული ხელწერა – მაღალი ხარისხი, კომფორტული გარემო, ენერგოეფექტური ბინები – ახლა უფრო ბევრისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ოროთახიანი გარემონტებული ბინის შეძენა უკვე მხოლოდ 29 ათას დოლარად არის შესაძლებელი. 238-ბინიანი სამშენებლო კომპლექსი „ოპტიმა ისანი“ თბილისში, მოსკოვის გამზირის ¹14ა-ში მდებარეობს და ორი დამოუკიდებელი კორპუსისგან შედგება, რომლებიც 5,237 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

საცხოვრებელი კომპლექსი „ოპტიმა ისანი“ m2-ის ახალ, ოპტიმალურ სამშენებლო ხაზს ეკუთვნის, რომლის ფარგლებშიც კომპანია თავისი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ და მომხმარებელზე მორგებულ სამშენებლო პროექტებს განახორციელებს თბილისის სხვადასხვა უბანში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ m2-ის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს ბინა „საქართველოს ბანკის“ უფრო გრძელვადიანი – 20-წლიანი იპოთეკური სესხით. მაგალითისთვის, ოროთახიანი ბინის შეძენა „ოპტიმა ისანის“ საცხოვრებელ კომპლექსში თვეში 213 ამერიკული დოლარიდან იქნება შესაძლებელი; სამოთახიანისა – 329 ამერიკული დოლარიდან, ხოლო ოთხოთახიანის – 495 ამერიკული დოლარიდან.

რაც შეეხება ბინას, ის სრულად გარემონტებული ბარდება მომხმარებელს. გარემონტებულ ბინაში კი ოჯახს დახვდება სამზარეულო – ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. საცხოვრებელი კომპლექსი აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით: ავტოსადგომით, გასართობით, მოსასვენებელი, სათამაშო მოედნითა და რეკრეაციული ზონებით. დამატებითი კომფორტისთვის საცხოვრებელი კომპლექსი უზრუნველყოფილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებითა და ეზოსა და კომპლექსის მოვლისა და დასუფთავების მომსახურებით. 

ირაკლი ბურდილაძე (m2-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ 238-ბინიანი სამშენებლო კომპლექსი „ოპტიმა ისანი“ თბილისში, მოსკოვის გამზირის ¹14ა-ში მდებარეობს და ორი დამოუკიდებელი კორპუსისგან შედგება, რომლებიც 5,237კვადრატულ მეტრზე განთავსდება. ჩვენ არა მარტო უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტურ ბინებს ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას, არამედ, ჩვენი მიზანია, მათი შეძენა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. მოსკოვის პროსპექტის დასაწყისში არსებული მშენებარე  კომპლექსი (ორი კორპუსი), რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, სწორედ რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის. მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია. დაბალი ფასები ოპტიმალური დაგეგმარებითა და ამ უბანში მიწის ფასით არის გამოწვეული  და, შესაბამისად, ეს არ იმოქმედებს მშენებლობის ხარისხზე; უფრო მეტიც, „ოპტიმა ისანი“ ენერგოეფექტური პრინციპებით შენდება, რაც მობინადრეს კომუნალური გადასახადების 23-მდე პროცენტით შემცირების (დაზოგვის) საშუალებას აძლევს. მეტი ოპტიმალურობისა და ხელმისაწვდომობისთვის „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალ, 20-წლიან იპოთეკურ სესხს, რათა ახალაშენებული ბინის ისედაც დაბალი საფასური უფრო ადვილად გადასახდელი გახდეს. თვეში 213 დოლარის შენატანით, თქვენ შეგიძლიათ, იცხოვროთ სრულიად ახალ სახლში, სადაც მხოლოდ ავეჯისა და პირადი ნივთების შეტანა დაგჭირდებათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, თანხის მთლიანად გადახდის შემთხვევაში, მოქმედებს 10-პროცენტიანი ფასდაკლება. მშენებლობა 2016 წლის ივნისში დასრულდება, მაგრამ, m2-ის ტრადიციიდან გამომდინარე, შესაძლებელია, დროზე ადრე დავასრულოთ, რადგან, ჩვენ მიერ აშენებულ სამშენებლო კომპლექსებზე დიდი მოთხოვნაა. აღსანიშნავია ისიც, რომ მშენებლობა, დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“, ხოლო რისკები, გადაზღვეულია მომხმარებლის მაქსიმალური დაცულობის მიზნით, ACE Furopian Group-ში.

скачать dle 11.3