კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად მდებარეობს თბილისში „უფლისწულისა და დედოფლის“ აბანოები და რა სტერეოტიპები აქვთ ჩამოყალიბებული ქართველ მამაკაცებს აბანოში შესვლისას

ლეგენდის თანახმად,  ცხელი წყლების აღმოჩენა  ვახტანგ გორგასლის პერიოდს უკავშირდება, რომელმაც ხოხობისა და მიმინოს წყალობით თბილ წყელბს მიაკვლია. შემდეგ კი ამ ადგილზე ქალაქი გააშენა, რომლესაც „ტბილისი“ უწოდა. გოგირდის აბანოებს მრავალი წლის ისტორია აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ის ძველი ტბილისური ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ამ აბანოებს მხოლოდ სამკურნალო დანიშნულება არ ჰქონდა, აქ იკრიბებოდა საზოგადოება, რომელიც საჭირბოროტო თემებზე მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდა. თბილისში ნომერ მეხუთე აბანოს გარდა, კიდევ რამდენიმე არსებობს, თუმცა მათი მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. შესაძლებელია, იცით კიდეც, გრიშაშვილის თერთმეტში მდებარე ორი აბანოს კომპლექსი, რომელიც რამდენიმე წლის უკან სანაგვედ იყო ქცეული. ჩვენ მის ხელმძღვანელს ბატონ ირაკლი ძნელაძესა და არქეოლოგ მერაბ ძნელაძეს გავესაუბრეთ.

მერაბ ძნელაძე: ზოგადად, აბანოთუბანს აქვს ძალიან საინტერესო ისტორია. ეს აბანო  დიდ ნაწილს წარმოადგენს „ტბილისისას“,  „თ“  შემდეგ, კომუნისტების დროს შემოვიდა. ძველი თბილისი სამი ნაწილისგან შედგებოდა: პირველი თბილ გოგირდის წყლებს უკავშირდება, მეორე კალა – დედაციხის ნაწილია და მესამე – ისნის ტყის გადაღმა მხარეა. 1801 წელს, როცა რუსეთმა საქართველო მიიტაცა, შესაბამისად ქვეყანა რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. ამ დროიდან მოყოლებული, სამეფო ქონება იქცა სახელმწიფოს საკუთრებად. ეს იმიტომ ვთქვი, რომ ამ აბანოებს „მირზოევის“ აბანოს ეძახიან, რაც ტყუილია. ეს სახელწოდება  მან, მას შემდეგ მიიღო, რაც აბანოები და ზოგადად, მეფის საკუთრება, სახელმწიფო ხაზინამ მიისაკუთრა. გრიშაშვილის თერთმეტ ნომერში მდებარე აბანო, ორი აბანოს კომპლექსია, ერთი იყო უფლისწულის და მეორე – დედოფლის. ორი წლის წინ, აქ რომ შემოსულიყავით მიხვდებოდით, საბჭოთა კავშირის გავლენას. ამ აბანოს ფასი მის სიძველეშია. ჩვენც ვცდილობთ, იმ ძველს ერთგვარი „პეწი“  შევუნარჩუნოთ. ტურისტს ვერ გავაკვირვებთ ასსართულიანი შენობებით, მათ იზიდავთ ის სიძველე, რომელიც ქვეყნის ისტორიასთან, კულტურასთანაა დაკავშირებული.
– ვის საკუთრებაში იყო ეს აბანო?
ირაკლი ძნელაძე: ეს აბანოები სომეხ მეპატრონეს ეკუთვნოდა წლების განმავლობაში. ძალიან მოუვლელი იყო აქაურობა. ეს არის ისტორიული ძეგლი, რომელიც დაახლოებით 700 წელს ითვლის. ჩვენს მფლობელობაში შვიდი წელია, რაც გადმოვიდა. დავიწყეთ გასუფთავება, ეს იყო ნაგავსაყრელი. ამ ნაგებობას გამოიყენებდნენ მატყლის საჩეჩად და აბანოს ეზო ჰქონდათ სანაგვედ, უფრო მეტიც, მატყლს გოგირდის წყლით ამ აბანოებში რეცხავდნენ. ეს შეისყიდა გია სვანიძემ, რომლისთვისაც ძველი კულტურა და ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია.
– ცოტა უცნაურია, აბანოში შესვლისას ბარი გხვდება,  თანამედროვე ელემენტებიც შეგაქვთ?
– ჩვენ ვცდილობთ აბანოს რესტავრირებას და არა რემონტს, ყველაფერს ვუბრუნებთ ძველ იერსახეს. განადგურებული იყო აქაურობა, სვანიძემ თავადვე გამოთქვა სურვილი, დახმარება გაეწია არქეოლოგიური ტურისტული სააგენტოსთვის, რომ აღედგინათ აბანოს ძველი იერსახე. აბანო ფუნქციონირებს დაახლოებით ექვსი წელია. ჩვენთან აზიური და ევროპული კულტურა შერწყმულია, ამიტომ ეს არ უნდა დაიკარგოს.  ყველანაირად ვცდილობთ, მის აღდგენას და მასში თანამედროვე ელემენტების შეტანას. ვაპირებთ კადრების გადარჩევას და მექისეების დატრენინგებასაც.  ვგეგმავთ რბილ ფონურ მუსიკას, ოღონდ, რა თქმა უნდა, ცოცხალს. მუსიკა იქნება აღმოსავლური, ყველასთვის სასიამოვნო და მისაღები. ვცდილობთ ვითანამშრომლოთ ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. აქაურობას დავუმატეთ საუნა. 
– მომხმარებლის სიმცირეს განიცდით?
– ჩვენი აბანო სხვასთან შედარებთ,  მომხმარებლის სიმცირეს განიცდის ადგილმდებარეობის გამო, მაგრამ სეზონურად გვაქვს მუშაობა. სეზონი იწყება სექტემბრის ბოლოდან და გასტანს მარტის ბოლომდე. მიუხედავად მომხმარებლის სიმცირისა, ვცდილობთ, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და ქალაქის ძეგლი აღვადგინოთ. ახალი ინვესტიციები იდება, ვუბრუნებთ მას პირვანდელ სახეს. ეს არაა მხოლოდ კერძო საკუთრება, ესაა თბილისის რელიკვია.  ძველი ძეგლი, რომელსაც ყურადღება და დაფასება სჭირდება.  ბევრი ტურისტი მოდის ჩვენთან, რომლებიც ძალიან კმაყოფილები მიდიან. გუშინ ერთი  გულდაწყვეტილი წავიდა, რატომ პეტერბურგში არ არის მსგავსი აბანოო. მექისეებს ხშირად სთავაზობენ, რომ მათთან წავიდნენ და იქ იმუშაონ. 
– მომსახურების ფასები თუა მისაღები საზოგადოებისთვის?
– სხვა ქვეყნებთან შედარებით, ამ კუთხით,  დაბალი ფასებია – ქისა და მასაჟი 10-10 ლარი ღირს. სხვა ქვეყნებში 80 დოლარიდან იწყება ფასები. ზოგადად, თბილისში ძალიან დაბალი ფასებია, მხოლოდ ჩვენ არ გამოვირჩეით ამ მხრივ.
–  ექვსი წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო ისტორიის მომსწრენი იქნებოდით, იქნებ გვიამბოთ რომელიმე მათგანი.
– ერთი კურიოზი  მახსენდება, უფრო სწორად ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევა, რატომღაც ქართველებს მიგვაჩნია, რომ აბანოში უნდა მოხვიდე ქალთან ერთად, ჩამოყალიბებული გვაქვს ეს სტერეოტიპი. მოლარეებად ქალბატონები გვყავს, როდესაც ბიჭები მოდიან, მათ ვერ უბედავენ რაიმეს თქმას, როგორც კი დამინახავენ, ჩუმად მეძახიან: „ძმაო, ქალები არ გყავთ?“ მე ვპასუხობ, რომ არა, ჩვენ მსგავსი საქმიანობით არ ვართ დაკავებულიო და მათი რეაქცია, ქართველ ვაჟკაცს რომ შეეფერება, ისეთია (იცინის): „რა პონტში არ გყავთ, აბა, რას მუშაობთ“.
– ახალგაზრდები დადიან ხშირად?
–  დადიან, მაგრამ უფრო ისინი, ვინც იცის გოგირდის აბანოს ფასი და მნიშვნელობა. აბანოს მნიშვნელობა ბევრს არ ესმის. აქ უნდა მოხვიდე დასაბანად, თორემ ქალს სხვაგანაც იშოვი და სადაც გინდა, იქ წაიყვან. გვყავს სისტემატური კლიენტები, რომლებსაც არ შეუძლიათ გოგირდის აბანოს გარეშე, იმდენად არიან შეჩვეულები. გოგირდის წყალი ძალიან ბევრ დაავადებას კურნავს.  ეს უფრო ძველმა ხალხმა იცის, ახალგაზრდებს ბევრი რამ ეშლებათ. გოგირდის აბანოები მხოლოდ წყლის გადავლება არაა.  ეს არის ისტორიული რიტუალი. 
რა ხდება თავად აბანოში. მექისეზე კარგად არავინ იცის. ისინი უამრავი მისტიკური ამბის მომსწრენიც არიან. ხშირია სახალისო ისტორიებიც. ბატონი რომან ღლონტი 24 წელია, აბანოში მუშაობს. ეგრეთ წოდებული „უფლისწულის“ გოგირდის აბანოში 7 წელია, რაც გადმოვიდა. ბატონმა რომანმა რამდენიმე კურიოზი გაიხსენა:
– ძალიან ბევრი სახალისო ისტორიის მომსწრე ვყოფილვარ. ერთი მექისე გვყავდა, სახელსა და გვარს არ დავასახელებ, ეშმაკობით გამოირჩეოდა. ერთხელ ნასვამი კაცი შემოვიდა, პრეტენზიულად განგვიცხადა,  ისეთი ქისა მინდა, ცხოვრებაში რომ არავის წაუსვია ჯერ. მექისემაც ეშმაკობას მიმართა, ყველა „დუში” შემოატარა. ანუ, რა გააკეთა: ოთახში ათი „დუში” იყო, ათივეს ქვეშ სათითაოდ დააყენა, წესისამებრ ზურგზე  ხელი დაარტყა, გამოიყვანა გარეთ და ორი ზეწარი შემოახვია. ამით დაუმთავრა ყველანაირი მომსახურება, არც ქისა წაუსვამს და არც არაფერი. ეს კაცი გაგიჟებული იყო,  ასეთი მექისე ჯერ არ მინახავსო, არადა, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია მისთვის – „დუშებს” შორის  არტყმევინა „კრუგები”. ასეთი ბევრი ყოფილა. აქ მოჰყავდათ სადედამთიოებს სარძლეობი და ამოწმებდნენ რაიმე ნაკლი თუ ჰქონდათ, იკრიბებოდნენ მამაკაცები და ათას საჭირბოროტო თემაზე მსჯელობდნენ. ერთიც მახსენდება, ძალიან მაღალი კაცი შემოვიდა, 2 მეტრამდე იქნებოდა, ტახტზე დავაწვინეთ და ფეხები გარეთ დარჩა, მოკლედ ტახტის სიგრძე სანამდედაც იყო იქამდე წავუსვით ქისა,  ცოტა ხანი არაფერი უთქვამს და მერე გონს რომ მოვიდა შემოგვიტრიალდა და გვეკითხება: ეს ფეხები ჩემი არ არისო. ძველად, აქ,  დილის შვიდ საათზე მოდიოდნენ, შემდეგ სახაშეში მიდიოდნენ და საღამოს იშლებოდნენ. ეს იყო ძველი ქართველი კაცის ცხოვრების წესი.

скачать dle 11.3