მხალეულის წვნიანი
საჭირო ინგრედიენტები: 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 3 კბილი ნიორი, 1 ცალი მოზრდილი კარტოფილი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 3 ჭიქა ქათმის ბულიონი, 1,5 ჭიქა წყალი, 2 დიდი კონა სხვადასხვა მხალეული და მწვანილი, ლიმონი, შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: დაჭრილი ნიორი შუშეთ ზეთში 1-2 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ საშუალო ზომის კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, მარილი და ერთად მოშუშეთ. 5 წუთის შემდეგ დაასხით ბულიონი და 1,5 ჭიქა წყალი. როდესაც წამოდუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და 5 წუთი კიდევ ადუღეთ; ბოლოს ქვაბში ჩაყარეთ დაჭრილი მხალეული და რამდენიმე წუთი ადუღეთ. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ შეანელეთ პილპილით. მიირთვით ლიმონთან ერთად.