ქლიავის ღვეზელი
საჭირო ინგრედიენტები: 600 გრამი რბილი მდნარი ყველი, 5 ცალი კვერცხი, 300 გრამი ფქვილი, 100 გრამი დარბილებული კარაქი, 8 სადილის კოვზი რძე, 1,5 ჩაის კოვზი საფუარი, 400 გრამი შაქარი, 1,5 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა, 3 გრამი ვანილი, 1/4 ჩაის კოვზი ილი, 1 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა, 200 მილილიტრი ნაღები, 1 კილოგრამი ქლიავი (შუაზე გაყოფილი და კურკაგამოცლილი), 40 გრამი მჭადის ფქვილი.
მომზადების წესი: პურის ფქვილი შეურიეთ საფუარს და ჩაყარეთ თასში. შეურიეთ ერთმანეთში კარაქი, 1 ცალი კვერცხი, 200 გრამი მდნარი ყველი, 200 გრამი შაქარი, 8 სადილის კოვზი რძე, 1 გრამი ვანილი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა და ილი. ეს ყველაფერი ნელა შეურიეთ ფქვილს და მოზილეთ რბილი ცომი. გამოსაცხობ ფორმაზე (ზომით 24X30-ზე) დააფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი. ნაპირები ცოტა გრძლად დაუტოვეთ და ცომით მთლიანად არ შეავსოთ. ზედაპირი ცომს კარგად მოუსწორეთ და სათითაოდ, მთელ ზედაპირზე დააწყვეთ ქლიავი, ზედაპირით ზემოთ.
400 გრამი მდნარი ყველი ათქვიფეთ მიქსერით 4 კვერცხთან და 200 გრამ შაქართან ერთად, შეურიეთ მჭადის ფქვილი, ვანილი, კოჭა, ლიმონის ცედრა. ცალკე ღრუბელივით ათქვიფეთ ნაღები, ნელ-ნელა შეურიეთ დანარჩენ კრემს და მოასხით ღვეზელს. გამოაცხვეთ 175 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 1 საათის განმავლობაში. უგემრიელესია. ცივს, შეგიძლიათ, შაქრის პუდრი მოაყაროთ.