„ბუჟენინა“ ოჯახურად
საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი ღორის რბილი ხორცი, 200 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 1 სადილის კოვზი მდნარი ყველი, 1 ცალი კვერცხი, თითო კონა კამა და ოხრახუში.
მომზადების წესი: ხორცის ნაჭერი მთლიანად ჩაჭერით სიგრძეზე, მაგრამ ბოლომდე არ გაჭრათ.
ყვავილოვანი კომბოსტო მოხარშეთ, დააბლენდერეთ, შეურიეთ მდნარი ყველი, კვერცხი და წვრილად დაჭრილი მწვანილი. თუ მწვანილს კომბოსტოსთან ერთად დააბლენდერებთ, უკეთესი იქნება. ღორის ხორცის „ჯიბე” მთლიანად ამოავსეთ ამ მასით, შეახვიეთ ფოლგაში და ორი საათის განმავლობაში მოათავსეთ ღუმელში, 180 გრადუსზე. გამოიღეთ, გააცივეთ, დაჭერით და ისიამოვნეთ.