ჟულიენი სოკოთი
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი ფრანგული „ბატონი”, 1 ჩაის ჭიქა რძე, 200 გრამი ქამა სოკო, 1 თავი ხახვი, 150 მილილიტრი 20-პროცენტიანი ნაღები, 80 გრამი მაგარი ყველი, შერეული მწვანილი, მაიონეზი, ზეთი – მოსაშუშად, მარილი, პილპილი.
მომზადების წესი: სწრაფად და ადვილად მოსამზადებელი კერძია. სოკო დაჭერით ფირფიტებად, ხახვი – ძალიან წვრილად. მოშუშეთ სოკო ტაფაზე, ძალიან ცოტა ზეთში, სანამ სითხე მთლიანად ჩაშრება, დაუმატეთ ხახვი და ხრაკეთ კიდევ 3-5 წუთის განმავლობაში. უყავით ცოტა მარილი და პილპილი. დაასხით ნაღები. წამოადუღეთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი და ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანილი. აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
ბატონი დაჭერით მრგვალ, თანაბარი ზომის ნაჭრებად (სისქით 3-3,5 სანტიმეტრი უნდა იყოს; 2 სანტიმეტრი სისქისაც შეიძლება). თითოეული ნაჭერი ორივე მხრიდან დაასველეთ ცოტა მარილიან რძეში. მერე ოდნავ დაწურეთ. დააწყვეთ ზეთწასმულ ტაფაზე და შუაგული ხელით ოდნავ ჩაუტკეპნეთ. პატარა თვალების მსგავს ნაჭრებს მიიღებთ. წაუსვით შიგნიდან მოშუშული სოკოს ფარში, მაიონეზი და მოაყარეთ მწვანილი. მერე ცოტა გახეხილი ყველი. მოათავსეთ აირღუმელში 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ. უგემრიელესია.