მარტივი და სასარგებლო
სანათი – „მიყვარხარ!“
ძალიან ლამაზი სანათია და ადვილადაც გააკეთებთ საკუთარი ხელით. მასალაც ბევრი არაფერი დაგჭირდებათ: მომცრო ზომის ქილა, წებოვანი სკოჩი, ბასრი დანა, პულვერიზატორიანი, თქვენთვის სასურველი ფერის საღებავი და ლამაზი თასმა ან ლენტი. კარგად დააკვირდით სურათებს. აიღეთ ქილა და დააკარით „სკოჩი“ შუა ნაწილში. დანის წვერით შემოხაზეთ და ამოჭერით გული, დანარჩენი „სკოჩი“ მოაშორეთ და მხოლოდ გული დატოვეთ. შემდეგ ქილა შეღებეთ თავიდან ბოლომდე. როცა გაშრება, სკოჩი მოაძრეთ. შეუღებავი დარჩება გული. ქილას „ყელზე“ შემოახვიეთ ლენტი და ბაფთად შეკარით. ჩადგით სანთელი და აანთეთ.
სამშვენისი
ძალიან ორიგინალური სამშვენისია. დაგჭირდებათ ორიგინალური, უცნაური ფორმის მინის ბოთლი და სხვადასხვა ფერის მარცვლეული: წითელი, შავი და თეთრი ლობიო; სიმინდი; მუქი და თეთრი ბრინჯი, ქერი, წითელი სიმინდი (ბატიბუტის). დახედეთ სურათებს და თქვენი ბოთლი თქვენი გემოვნებით, ფენა-ფენა შეავსეთ ამ ბურღულით, ფერების მიხედვით. რომელ სურათზეც უფრო მოგწონთ. შემდეგ გაუკეთეთ ლამაზი თავსახური და გაალამაზეთ სამზარეულო ან სასადილო ოთახი.