თევზი ატმით
საჭირო ინგრედიენტები: 800 გრამი კალმახის ფილე, 3 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი დაფქული წითელი წიწაკა, 0,5 სადილის კოვზი კარის ფხვნილი, 4 ცალი ატამი, 4 ცალი პომიდორი, 1 კონა მწვანე ხახვი, 2-3 ღერი შაშკვლავი, 3-4 სადილის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი, 2 სადილის კოვზი ზეთი, მარილი, პილპილი და შაქარი – გემოვნებით.
მომზადების წესი: თევზი გარეცხეთ, გააშრეთ და ოთხად გაჭერით. ერთმანეთში აურიეთ ლიმონის წვენი, წიწაკა და კარი და წაუსვით თევზის ნაჭრებს. ატმები გარეცხეთ, გაჭერით და კურკა ამოაცალეთ. პომიდორი გარეცხეთ, ოთხად გაჭერით და თესლი ამოაცალეთ. ატამი და პომიდორი პატარა კუბიკებად დაჭერით, მწვანე ხახვი და შაშკვლავი – წვრილად. ერთ ჯამში მოათავსეთ ძმარი, მარილი, პილპილი და მწიკვი შაქარი, ჩაუმატეთ ზეთი, დაჭრილი პომიდორი, ატამი, მწვანე ხახვი და შაშკვლავი. თევზის ნაჭრები „გრილზე” შეწვით და სალათასთან ერთად მიირთვით.