შემწვარი ავოკადო ყველით
საჭირო ინგრედიენტები: 100 გრამი სხვადასხვა სახის სალათის ფოთლები, 2 სადილის კოვზი ძმარი „ბალზამიკო”, 2-3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ცალი ლიმონი, 70 გრამი თხის ყველი – ფეტა, 2 ცალი მწიფე ავოკადო, მარილი, პილპილი და შაქარი – გემოვნებით.
მომზადების წესი: სალათის ფოთლები გარეცხეთ და გააშრეთ. მარილი, მწიკვი შაქარი, 2 სადილის კოვზი ზეთი, პილპილი და „ბალზამიკო” ერთმანეთში აურიეთ. ყველი ჩანგლით ასრისეთ და მოაყარეთ პილპილი. ავოკადო გაფცქვენით, გაჭერით შუაზე, კურკა ამოაცალეთ და მოასხით ლიმონის წვენი, შიგნიდან მოაყარეთ პილპილი და მარილი და ამოავსეთ ყველით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, ზედ დააწყვეთ ავოკადო და შებრაწეთ. შემწვარი ავოკადო დააწყვეთ სალათის ფოთლებზე და ზემოდან მოასხით „ბალზამიკოს” სოუსი.