სოკოს რაგუ თხილით – სალომე ჭაჭუასგან
ადამიანისთვის გემრიელად დანაყრება აუცილებელია, თუმცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვცდილობ მსუბუქი კერძები მივირთვა და ეს ჩვევაში ჩამომიყალიბდა. სოკოს რაგუ თხილით უგემრიელესი კერძია, არც ბევრი ინგრედიენტი სჭირდება და, თან, მსუბუქიცაა.
საჭირო ინგრედიენტები: 250 გრამი სხვადასხვა სახეობის ნედლი სოკო, 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 2 სადილის კოვზი თხილი, 2 სადილის კოვზი ზეთი, 100 მილილიტრი თეთრი მშრალი ღვინო, 200 მილილიტრი ბოსტნეულის ბულიონი, 300 გრამი დაჭრილი პომიდორი, რეჰანი, მარილი და წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი: სოკო მსხვილად, ხოლო ნიორი და ხახვი წვრილად დაჭერით. თხილი მსხვილად დაფქვით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, ჩააყარეთ სოკო და შეწვით. მოაყარეთ ხახვი, ნიორი, თხილი და 1-2 წუთი შუშეთ. ამის შემდეგ დაასხით ბოსტნეულის ბულიონი და ღვინო, დაუმატეთ პომიდორი და დაბალ ტემპერატურაზე 2-3 წუთი ადუღეთ. ბოლოს შეაზავეთ მარილით და ჩაუმატეთ წიწაკა და რეჰანი.