გოგრისა და ხაჭოს ნამცხვარი
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი გოგრის რბილობი, 150 გრამი ხაჭო, 2 ცალი კვერცხი, 6 სადილის კოვზი შაქარი, 3-4 სადილის კოვზი მანანის ბურღული, 50 გრამი ქიშმიში, კარაქი.
მომზადების წესი: გოგრა დაჭერით მსხვილ კუბიკებად და მოათავსეთ აირღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში, 180 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ გააცივეთ და გააკეთეთ მისგან პიურე. შეურიეთ შაქრის ნახევარი, 1 კვერცხი, მანანის ბურღულის ნახევარი და კარგად ამოურიეთ. ცალკე თასში მოათავსეთ ხაჭო, კვერცხი, მანანის ბურღული, შაქარი, ქიშმიში და ხელით ათქვიფეთ.
ფორმას წაუსვით კარაქი და მონაცვლეობით, ფენა-ფენა ჩაასხით ჯერ გოგრის, შემდეგ კი ხაჭოს მასა. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 50 წუთის განმავლობაში. მსუბუქია და გემრიელი.