ჩაშუშული ყვავილოვანი კომბოსტო
საჭირო ინგრედიენტები: 2 თავი ხახვი, 1 ცალი მოზრდილი სტაფილო, ზეთი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 2 სადილის კოვზი ტომატ- პასტა და ამდენივე რძე, ერთი თავი ყვავილოვანი კომბოსტო (საშუალო ზომის), მარილი, შავი პილპილი. შავი პური და მაგარი ყველი – მისაყოლებლად.
მომზადების წესი: ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად, მოშუშეთ ცოტა ზეთში და ჩაუმატეთ ჯერ გახეხილი სტაფილო, შემდეგ კი – წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. შუშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, დაუმატეთ ტომატ-პასტა და რძე და კარგად ამოურიეთ.
ცალკე ტაფაზე მოათავსეთ ყვავილებად დაშლილი ყვავილოვანი კომბოსტო, ჩაუმატეთ ცოტა ზეთი, დაახურეთ თავსახური და შუშეთ დაბალ ცეცხლზე, 10 წუთის განმავლობაში. ათი წუთის შემდეგ უყავით მარილი, პილპილი და თქვენთვის სასურველი სუნელი, ისევ დაახურეთ თავსახური და შუშეთ კიდევ 5 წუთი. შეურიეთ ჩაშუშული ბოსტნეული და კიდევ 10 წუთი შუშეთ. ეს კერძი ძალიან გემრიელია მაგარ ყველთან და შავ პურთან ერთად.