ანეკდოტები
ჩემს ცოლს, რაღაც, ძალიან ხშირად მოსდის ესემესები „მაგთიკომიდან“... ყურადღებას კი არ მივაქცევდი, მაგრამ, მე თვითონ ახალი საყვარელი ტელეფონში ჩაწერილი მყავს, როგორც „ჯეოსელი“.
***
– მარო, გამიკეთე... ისა... რა ჰქვია...
– ახლავე, მიხო!
რამდენიმე წუთის შემდეგ.
– ოო... ყავის დედაც არ ვატირე...
***
გადავხედე ყველას და ყველაფერს.
დავფიქრდი და დავრწმუნდი, რომ ზიგმუნდ ფროიდი მართალი იყო, რომ ყველაფერში ფალოსურ სიმბოლოს ხედავდა.
***
– აბა, ბავშვებო, რა პროფესიის არიან თქვენი მშობლები, სად მუშაობენ... გყოფნით ოჯახში შემოსავალი?
– დედაჩემი მეძავია, გვყოფნის.
– მამაჩემი საგზაო პატრულია, ნორმალურად ვართ.
– მამაჩემი დისტრიბუტორია... ჩვენც გვეყოფოდა, რომ არა იმის ბოზი დედა და ამის გზის ყაჩაღი...
***
– რატომ იზრდებიან ბავშვობაში გოგოები უფრო სწრაფად, ვიდრე ბიჭები?
– კვერცხების გამო – მიზიდულობის ძალა.
– კი მაგრამ, რომ იზრდებიან, კაცები ხომ ქალებზე მაღლები არიან...
– ჰოო... ძუძუების გამო – მიზიდულობის ძალა...
***
უნდა ებანავა და აბაზანაში წყალი მოუშვა, მიუჯდა კომპიუტერს და როცა ჩუსტები ატივტივდა, მიხვდა, რომ აბაზანა უკვე აივსო...
***
– ბავშვებო, თქვენ გინახავთ ღმერთი?
– არა...
– ესე იგი, არც არსებობს.
სანდრო თითს იწევს:
– შეიძლება, კითხვას დავსვამ.
– შეიძლება.
– ბავშვებო, თქვენ გინახავთ ჩვენი მასწავლებლის ტვინი?
***
– საყვარელი რომ მოდის, არავის გამოეპარება... ქურდები სახლში რომ შემოვიდნენ – არავის დაუნახავს...
***
– გოგოებო, გათხოვდით... არც ერთი კაცი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!
***
თუ ყველაფერი კარგადაა, შენ ან შეყვარებული ხარ, ან მთვრალი.
***
– ვასია, გუშინ ლუდს ვსვამდით?
– კი?
– არაყს?
– ვურევდით.
– კონიაკს?
– ვსვამდით.
– რაკეტის საწვავს?
– კი.
– ტუალეტში გახვედი?
– არა?!
– არ გახვიდე... ტოკიოდან ვრეკავ!
***
– პარასკევს ბავშვის კრებაა, პირადობის მოწმობა არ დაგავიწყდეს, სავარაუდოდ, კრედიტის აღება მოგვიწევს,
***
პოლიციელმა ქუჩაში დაგდებული კაცი წამოაყენა.
– შეგიძლიათ, დაახასიათოთ, ვინ დაგარტყათ?
– სწორედ მაგას ვაკეთებდი, როცა დამარტყა?
***
– ზურა მართლა დაიჭირეს?
– კი.
– აუ, რა მატყუარაა. რომ დამირეკა, მითხრა, ძმასთან მივდივარო.
– არ მოუტყუებიხარ, ძმა უფრო ადრე დაიჭირეს.
***
– რამე კერძის მომზადება თუ იცი?
– კი... ძალიან გემრიელად ვჭრი ძეხვს.
***
– მიირთვი გენაცვალე, კარგი კანფეტია, ჭამე, რამდენიც გინდა, თუნდაც ორი.
***
– თუ ადამიანს ვამპირი უკბენს, ისიც ვამპირად იქცევა...
– ვხედავ, ხალხი ცხვრებს დაუკბენიათ...
***
რესტორანში კლიენტმა ოფიციანტი მოიხმო, ორლარიანი ჩაუდო ხელში და ეკითხება:
– რას მირჩევდით?
ოფიციანტმა ჯიბეში ჩაიდო ფული, დაიხარა და ყურში უჩურჩულა:
– აქედან წადით.