ბრძნული აზრები
ფოიერბახი: ჩემი სინდისი არის ჩემი „მე“, რომელსაც ვაყენებ შეურაცხყოფილი „შენ“-ის ადგილას
სიუნ ძი: თუ ძალზე სასტიკად მოიქცევი, წარუმატებლობა მელის; თუ ძალზე რბილად – თვითონ აღმოჩნდები ბორკილებში.
პითაგორა: მიუხედავად იმისა, რომ „დიახ“ და „არა“ ძალზე მოკლე სიტყვებია, ყველაზე სერიოზულ გააზრებას სწორედ ისინი მოითხოვენ.
შერიდანი: მოლაყბეები არიან ისინი, რომლებსაც ფიქრი არ შეუძლიათ.
პასკალი: არსებითი სასიამოვნოს უნდა ერწყმოდეს, მაგრამ, სასიამოვნო მხოლოდ ჭეშმარიტებაში უნდა ვეძებოთ.
ფენელონი: რაც მეტს იტყვით, ხალხი მით ნაკლებს დაიმახსოვრებს.
სოკრატე: როცა სიტყვა ვერ სცემს, მაშინ ჯოხიც ვერ უშველის.
დიუმა-შვილი: ადამიანებმა შეამკეს სიყვარული სიმორცხვით, პოეზიით, თავგანწირვით, მაგრამ, მათვე შეიტანეს მასში ისეთი რამ, რაც ცხოველებსაც არ შეუძლიათ: მეტისმეტობა, ღალატი, გარყვნილება და მლიქვნელობა.
პლატონი: მეგობრობისთვის საჭიროა: მათი დამსახურება ჩვენ მიმართ უფრო ფასეულად ჩავთვალოთ, ვიდრე ჩვენი – მათ მიმართ.
ლაროშფუკო: ყველას უყვარს, რომ სხვები გამოიცნოს; არავის უყვარს, გამოცნობილი იყოს.
ლაო ძი: მე ვარ ძალიან უბედური, რადგან ჩემს თავს ძალიან ვუფრთხილდები; როცა მე აღარ გავუფრთხილდები თავს, მაშინ მეც აღარ ვიქნები უბედური.
გოეთე: მე არ მინდა, დავემსგავსო იმათ, ვინც მთელი დღე ტკივილისგან წუწუნებს, ხოლო ღამით – ღვინოს ყლაპავს, რომელიც ამ ტკივილს იწვევს.
გორკი: მასწავლებელი, თუ ის პატიოსანია, მუდამ ყურადღებიანი მოწაფე უნდა იყოს.
მონტენი: ისინი, ვინც ადამიანებს ასწავლიან, თუ როგორ მოკვდნენ, იგივენი ასწავლიან მათ ცხოვრებას.
სენეკა: სიბერე მოურჩენელი ავადმყოფობაა.
ლაბრიუერი: ადამიანები ისე მიუდგომელნი არიან საქმეში; ისე მიუკარებელნი იქ, სადაც ოდნავი ანგარება მაინც არის გარეული; ისეთი ანჩხლი, თუ რამე დაბრკოლება გადაეღობათ; ისე უნდათ, რომ მოტყუვდნენ და სხვები მოატყუონ; ისე ძვირად აფასებენ თავიანთ საკუთრებას და ისე იაფად – სხვის ავლადიდებას, რომ, საკვირველია, როგორ და რანაირად ახერხებენ ერთმანეთთან შეთანხმებას ქორწინებით, კონრტაქტებით, ვაჭრობით, დაზავებით, ხელშეკრულებით, კავშირებით.
უაილდი: არაფერი არ უშლის ხელს სიყვარულს ისე, როგორც იუმორის გრძნობა ქალში და, მისი არარსებობა – მამაკაცში.
ადისონი: ანგარიშიან და უგულო მატყუარას უფრო შეუძლია ქალის დარწმუნება სიყვარულში, ვიდრე სიყვარულის გრძნობით სავსე ადამიანს.
ბეკონი. გიყვარდეს და ბრძენი იყო – შეუძლებელია.