ვინ მოხატა და მორთო გულებითა და ამურებით კაკო ვაშალომიძის ქალიშვილის ავტომანქანა და რა შეთავაზება მიიღო მან რუსული „ფლეიბოისგან“
კაკო ვაშალომიძის უმშვენიერესი ქალიშვილი – თამუნა, სულ ახლახან კოსოვოდან დაბრუნდა, სადაც სილამაზის საერთაშორისო კონკურს „მის თავისუფლება 2014-ში” მონაწილოეობდა. ამ კონკურსიდან ქართველი კონკურსანტი საპატიო, „მის პრესის” ტიტულით დაბრუნდა. როგორი იყო წლების წინ მისი ცხოვრება, რა მოუტანა თამუნას, დიზაინერ ირაკლი კახნიაშვილის გაცნობამ და „ირაკლეონის” მოდელობამ; ვინ არის ქართველი ლამაზმანის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და რა შეთავაზება მიიღო მან რუსული „ფლეიბოიდან.” ამას ჩვენი იტერვიუდან შეიტყობთ.
– თამუნა, მიამბე იმ კონკურსზე, რომლიდან სულ ახლახან ჩამოხვედი.
– ეს კონკურსი, რომლის სახელწოდებაცაა: „Miss Freedom of the World 2014” ჩატარდა კოსოვოში, ქალაქ პრიზრაში. ჩავფრინდი ფინალამდე 2 კვირით ადრე. 15 დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე გვქონდა გადაღებები, რეპეტიციები. არაჩვეულებრივი სიტუაცია იყო. ძალიან თბილი დამოკიდებულება იგრძნობოდა, როგორც ორგანიზატორების, ასევე კონკურსანტების მხრიდანაც. მე ამ სილამაზის საერთაშორისო კონკურსიდან „მის პრესის” ტიტულით დავბრუნდი საქართველოში.
– სულ რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა კონკურსში?
– კონკურსში 40 ქვეყანა მონაწილეობდა, მაგრამ ფინალში 23 დავრჩით. დანარჩენებმა „სხვადასხვა” მიზეზის გამო, დატოვეს პროექტი.
– ამ 23 ფინალისტიდან, რეალურად რამდენი მიგაჩნდა კონკურენტად?
– კონკურენტად მიმაჩნდა უნგრეთისა და იტალიის წარმომადგენლები. კარგი გოგონები იყვნენ. საერთოდ კონკურსანტებს შორის არ იგრძნობოდა არანაირი კონკურენცია. პირიქით, ერთმანეთთან დავმეგობრდით და დავახლოვდით. პირადად მე, ძალიან დავუმეგობრდი კანადელ, უნგრელ, ალბანელ და ყირგიზელ კონკურსანტებს. ხუმრობით, ჩვენს ხუთეულს მაფიას გვეძახდნენ (იცინის).
– ლამაზმანთა მაფიის წევრები გახდით?
– ეგრე გამოდის... ამ ხუმრობაზე ხუთივენი მაგრად ვხალისობდით.
– თამუნა, რას ნიშნავს შენთვის ამ კონკურსზე „მის პრესის” ტიტულის მოპოვება?
– რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის, რომ გავხდი პრესის რჩეული ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე. როცა ჩაწერა გვქონდა ტელევიზიასა თუ ჟურნალ-გაზეთებში, ყველანაირად შევეცადე, საქართველო წარმომეჩინა. მინდოდა, დაენახათ, რომ საქართველოშიც ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგონები ვართ (იცინის).
– გამოგივიდა კიდეც, რასაც კიდევ ერთხელ გილოცავ. რაიმე შემოთავაზება თუ გქონდა ამ კონკურსის შემდეგ?
– კი, რამდენიმე კონკურსზე მიმიწვიეს... ასევე, მოწვევა მქონდა რუსული „ფლეიბოიდან”...
– „ფლეიბოიო”... აბა, უფრო დაწვრილებით მომიყევი...
– როდესაც „მის ბიკინი” ჩატარდა, ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო რუსული „ფლეიბოის” მენეჯერი. კონკურსის დამთავრების შემდეგ, შემომომთავაზა, რომ მეთანამშრომლა მის ჟურნალთან.
– რაო მერე, რა უპასუხე?
– პასუხი მაშინვე არ გამიცია, ვუთხარი, – დრო მომეცი მოსაფიქრებლად-მეთქი. ახლო მომავალში ეს ადამიანი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ამჯერად უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ შემოთავაზების დეტალებს.
– როგორც გავიგე, კოსოვოში მიმავალს, რაღაც ინციდენტი შეგმთხვევია...
– ჰო, ჩემოდანი დამეკარგა... ახლა უკვე კურიოზად მახსენდება ჩემი ჩემოდნის ამბავი. (იცინის). იმ ჩემოდანში ელაგა მთელი ჩემი სამოსი და კოსმეტიკა. ამის გამო ყოველ საღამოს სილამაზის კონკურსის ორგანიზატორს შოპინგზე დავყავდი. ერთ დღესაც, როცა უკვე მოვრჩით შოპინგს და სასტუმროში უნდა დავბრუნებულიყავით, შემეშალა მანქანა, ზუსტად ანალოგიურ მანქანაში ჩავჯექი და მძღოლს ვეუბები: მე მოვრჩი წავედით-მეთქი. საჭესთან მჯდომმა ბიჭმა საწყალი და დაბნეული თვალებით შემომხედა (იცინის). ამ დროს, ჩვენი კონკურსის ორგანიზატორის ყვირილიც მომესმა: ჯორჯია, სად ხარო?
თითქმის ყოველ საღამოს, რეპეტიციების შემდეგ, კონკურსანტებს პატარა დისკო-საღამოები გვქონდა, რომლის დროსაც, რატომღაც სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი. ყურადღებას ყველგან ვგრძნობდი – თბილისის აეროპორტიდან დაწყებული, კოსოვოს აეროპორტით დამთავრებული.
– საერთოდ როგორ მოხვდი ამ კონკურსზე?
– რამდენიმე თვის წინ ჩატარდა სილამაზის კონკურსი „მის ბიკინი”. მე ამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. რამდენიმე თვეში ირაკლიმ, სააგენტო „ირაკლიონის” გენერალურმა დირექტორმა, შემომთავაზა კონკურსზე მონაწილეობა და მეც დავთანხმდი. საერთოდ, „ირაკლიონთან” ურთიერთობამ ჩემი ცხოვრება შეცვალა.
– როგორი ბავშვი იყავი? როგორც ვიცი, გარკვეული ხნის განმავლობაში, ეკლესიაში მედავითნეც ყოფილხარ...
– ძალიან ცელქი, მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. დიახ წმიდა ანტონ მარტყოფელის სახელობის ტაძარში ვმსახურობდი გარკვეული დროის განმავლობაში.
– რეალურ ცხოვრებაში როგორია თამუნა?
– რეალურ ცხოვრებაში, თამო არის გოგო, რომელსაც უყვარს ბობოქარი რიტმით ცხოვრება, ერთ ადგილას არ ჩერდება. ვსწავლობ ფსიქოლოგიურზე… წელს ვამთავრებ და ამავე დროს, ვმუშაობ ტურისტულ ფირმაში „ბი-ემ თრეველში,” ვარ გენერალური მენეჯერი.
– ტურისტულ ფირმაში თუ მუშაობ, მოგზაურობა გეყვარება...
– კი, სიგიჟემდე მიყვარს მოგზაურობა. მიყვარს ჩეხეთი და მისი დედაქალაქი. პრაღამ და ფაველის მოედანმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ძალიან უშუალო და თბილი ხალხია ჩეხები. არ ვარ ნამყოფი პარიზში და ამ წელს ვაპირებ წასვლას.
– სამოდელო სფეროში როგორ მოხვდი?
– ქასთინგით მოვხვდი „იმიჯ-ცენტრში.” იქ სწავლის პერიოდში რამდენიმე ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა. მერე დიზაინერმა ირაკლი კახნიაშვილმა შემომთავაზა „მის ბიკინში” მონაწილეობა. ასე მოვხვდი კომპანია ,,ირაკლიონთან,” რის შემდეგაც იყო „მის თავისუფლება 2014” და ჩემი საამაყო ტიტული ამ კომკურსზე – „მის პრესა.”
– მუსიკასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს? როგორც ვიცი, ცნობილი გიტარისტის, კაკო ვაშალომიძის ქალიშვილი ხარ...
– დიახ და ვამაყობ, მისი შვილი რომ ვარ... რაც შეეხება ოჯახის დამოკიდებულებას ჩემს საქმიანობასთან, პატივს სცემენ და ძალიან გაგებით ეკიდებიან. მყავს პატარა ძამიკო, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ბებო – ეს ადამიანები არიან ჩემი სტიმული... პატარაობისას მქონდა გაატაცება, დავიწყე ბას-გიტარაზე სწავლა, მინდოდა როკ-ჯგუფის გაკეთება. მიყვარს „ბითლზები”, „დიპ-ფარფლი,” ერიკ კლაპტონი, ჯო კოკერი... ეს ის მუსიკაა, რითაც მე განვიტვირთები.
– როგორია შენი პარამეტრები?
– ჩემი პარამეტრებია – 92X62X90.
– როგორ ახერხებ ასეთ კარგ ფორმაში ყოფნას, ასეთი აქტიური ცხოვრების პარალელურად?
– ვვარჯიშობ თითქმის ყოველდღე „ასპრიაში,” ვიკვებები სწორად ,,ფითკაფით.” ყოველთვის ვაკონტროლებ ჩემს პარამატრებს.
– ასეთი გარეგნობის და ჭკვიან გოგოს ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება...
– საკმაოდ ... არ დაგიმალავთ (იცინის).
– რა სიგიჟეებს სჩადიან თაყვანიმცემლები შენი გულის მოსაგებად?
– ამ ბოლო ხანს რაც მოხდა, იმას მოგიყვებით. თეთრი ფერის ავტომანქანა მყავს. ერთ დილას, სამსახურში რომ მივდიოდი, მანქანა დამხვდა მთლიანად მარკერით მოხატული – გულებითა და წარწერებით აჭრელებული, ბუშტებით მორთული. მეზობლები გაგიჟებულები იყურებოდნენ (იცინის).
ასევე, თბილისში რომ ჩამოვფრინდი კონკურსის შემდეგ, კართან დამხვდა ვარდების თაიგული, დიდი დათუნია და მოსალოცი ბარათი. ეჭვი მაქვს, ეს ის პიროვნებაა, ვინც მანქანა გამილამაზა (იცინის).
– უახლოესი გეგმებიც გამაცანი.
– იწყება ახალი პროექტი „ტოპ-გოგო” და მონაწილეობის მისაღებად მიმიწვიეს. ასევე, რამდენიმე თვეში უცხოეთში მივდივარ კიდევ ერთ სილამაზის კონკურსზე. არის კიდევ, რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება, რასაც თქვენც მალე გაიგებთ.