კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ლოცულობდა ხალხი „წყალზე მორბენალი“ ბესო ბერულაშვილის დანახვისას და როგორ გაიცნო მან დათო როსტომაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო დასვენებას, ტრადიციული გაგებით, უკვე დიდი ხანია, ვეღარ ახერხებს, მაინც ასწრებს სახალისო ისტორიების გახსენებას, რომლებიც ზაფხულსა და დასვენებას უკავშირდება, თუმცა, არა მხოლოდ ამ თემას. ცნობილი თამადაა და სახალისო ისტორია სუფრაზეც ბევრი გადახდენია, მოგზაურობის დროსაც და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზეც. მისი სახელისა და გვარის გაგონება ადამიანს უკვე კარგ განწყობაზე აყენებს, რადგან, იცის, მისგან რას უნდა ელოდეს. როგორ დარბოდა წყალზე, ვინ არ აპატია სუფრის არევა და რატომ აღნიშნა ახალი წლის დადგომა ოთხი საათით ადრე, ამას ბესო ბერულაშვილისგან შეიტყობთ.

– ბავშვობის შემდეგ ისე, რასაც ნამდვილად დასვენება ჰქვია, არ დამისვენია. როცა დასასვენებლად მიდიხარ, გააჩნია, ვისთან ერთად ხარ. ძირითადად, დასვენებაში იგულისხმება მეუღლე და ოჯახი, მაგრამ, თუ ძმაკაცი და მისი ოჯახიც მოდის, იქ უკვე დასვენება გამორიცხულია, იქ გარდაუვალია სუფრა. თუმცა, ეს კარგიც არაა, პრობლემები მომიტანა – ფორმაში ვეღარ ვდგები და სულ ბენდუქიძეს ვაბრალებ. არადა, რა შუაშია ბენდუქიძე (იცინის). გადავწყვიტე, სპორტული და ჯანსაღი წესით მეცხოვრა, მაგრამ, მაცივარი რომ გამოვაღე და უამრავი ლუდი დავინახე, დამაჟრჟოლა და, მეთქი, ვარჯიშის დედაც... (იცინის)
– ამასთან დაკავშირებით, ალბათ, მეუღლე პროტესტს გამოთქვამს.
– კი, მეუღლე ევროპასავით შეშფოთებულია და ამერიკასავით აღშფოთებული, მაგრამ ახლა მართლა მოვუკელი. თუმცა, უცხოეთში რომ ჩავდივარ, ყველა მონატრებულია და, ერთ დღეს ერთი გეპატიჟება, მეორე დღეს – მეორე და ასე შემდეგ. ლონდონში ვიყავი გასტროლებზე და ერთი ფოტოც არ გადამიღია. ხეტიალის მოყვარული არ ვარ, შოპინგი და მსგავსი რამეებიც არ მიყვარს უცხოეთში.
– საინტერესო ადგილებს არ ათვალიერებთ ხოლმე?
– თითქმის ყველა ქვეყნის ზოოპარკში ვარ ნამყოფი. ატრაქციონზე, შემიძლია, კილომეტრიან რიგში ჩავდგე... ერთხელ მე და ჩემი ძმაკაცი ვიყავით ზღვაზე. იქ ფოტოგრაფი დადიოდა და დათვი დაჰყავდა, ყველას უნდოდა მასთან ფოტოს გადაღება – ერთგვარი ბიზნესი ჰქონდა. ცოტა ხანში მოვიდა და ჩემს ძმაკაცს ეუბნება ჩემზე – ახლა ჩემი სამუშაო საათებია და ეგ ნუ გამოგყავს, კლიენტები მეკარგებაო. მე რა შუაში ვიყავი, დათვი ვარ?! (იცინის) ხალხი მე რომ მხედავდა, მოდიოდა და ჩემთან იღებდა ფოტოებს, კაცს ბიზნესი ჩავუგდე. ისე, როცა ზღვაზე ვარ, წყალში არ ჩავდივარ და ამიტომაც ვარ ფიფქიასავით. ერთხელ ხმელთაშუა ზღვაში ვართ იახტით შესულები. სასწაული წყალი იყო და გადავხტი. იახტის პატრონი ყვირის – „კოპა ბალა!“. ვიფიქრე, ჩემზე ამბობს, თეთრი ზვიგენი გაიჩითა, რა მაგრად ცურავსო. თურმე, იმას ყვირის, სად ჩახტი, მანდ ზვიგენები არიანო, მე კი მეგონა, ჩემი ცურვით იყო აღფრთოვანებული. როგორც ჩავხტი, ისე ამოვხტი (იცინის). ერთხელ, ისევ ზღვაზე ვართ და „პარაშუტზე დაჯდომა“ ავიჩემე. ტვინი წავიღე. პატრონი მეუბნება: რას ამბობ, ვერ ხედავ, რამხელა ხარ, „მატორი დაასტუკებსო“. არა-მეთქი, – ვეუბნები, – აუცილებლად უნდა დავჯდე-მეთქი. ესე იგი, მე იმან წყალზე მარბენინააა. რა თქმა უნდა, ვერ ამწია და წყალზე დავრბოდი. ხალხი გაოცებული მიყურებდა და ლოცულობდნენ – ვინ არის ეს წმინდანი, წყალზე რომ დარბისო! ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ავიწიე. ავიწიე და, ატომური ბომბის ჩამოვარდნა წარმოგიდგენია? უცებ ეგეთი რაღაც მოხდა – წონას ვერ გაუძლო და გაწყდა. მე რომ ამწევდა, აბა, რა მოუვიდოდა?! კატერი საერთოდ გადასაგდები გახდა. მაგრამ, რაც მართალია, მართალია, წყალზე სერიოზულად ვიარე (იცინის)... მერე ტვინი წავიღე, „ბანანზე” უნდა დავჯდე-თქო. წინ ბავშვები ჩასხდნენ, უკან – მე და „ბანანი” ფეხზე დადგა. მე თავი წყალში მაქვს და ვყვირი, მიშველეთ, ვიხრჩობით-მეთქი, ისინი კიდევ, ხალისობდნენ. რა მექნა, ბავშვები გავართე.
– მოგზაურობის დროს  არ გაქვთ ხოლმე მსგავსი სიტუაციები?
– ერთხელ, მე, გიორგი ნემსაძე, ზურიკო ხიზანიშვილი და შოთიკო არველაძე ახალ წელს შევხვდით შოტლანდიაში. ჩვენ შორის, დროის თვალსაზრისით, ოთხსაათიანი სხვაობაა. ბევრი ასაფეთქებელი ვიყიდეთ და, ჩვენთან რომ დადგა ახალი წელი, იმდენი ავაფეთქეთ, ლამის ქალაქი ჰაერში ავწიეთ, თუმცა, იქ მხოლოდ რვა საათი იყო და მოგვადგა მილიცია. ვეუბნებით, რომ ახალი წლის დადგომა აღვნიშნეთ და გაოცებულები გვიცქერდნენ – რვა საათზე რა დროს ახალი წელიაო?! შემდეგ ავუხსენით, რაშიც იყო საქმე.
მე ძველი ფეხბურთელი ვარ, მეკარე ვიყავი. ერთხელ ცხონებული მამაჩემი მოვიდა ჩემს მწვრთნელთან და ეკითხება, როგორი მეკარეაო. მწვრთნელმა – რას ამბობ, გინესის რეკორდებშია შესაყვანიო. კაცს გაუხარდა – მართლა ეგეთი მაგარი მეკარეაო? – მაგის რა გითხრა, მაგრამ, მსოფლიოში არც ერთ მეკარეს არ აქვს ასეთი ბურთები გაშვებულიო. წადი, შვილო, სწავლას მიხედე, რა ფეხბურთიო... იქაც, კარში იმიტომ ვიდექი, რომ სირბილი მეზარებოდა (იცინის). ფეხბურთს კი დავანებე თავი, მაგრამ, ფეხბურთელებთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს.
ერთხელ კიდევ, სანადიროდ წამიყვანეს. რომელი მონადირე ახლა მე ვარ. ავედით მთაზე. ჯერ ჩემი სიარული წარმოიდგინე, მერე – მწვერვალზე, მაგრამ, იმ დღეს ჩაიშალა. მეორედ წავედით. სადღაც დამაყენეს – აქ იყავი და დათვი გამოვაო. თუ ააცილებ, არა უშავს, უკან მსროლელები არიან და ისინი მოკლავენ. ოღონდ, არ იხმაურო და სიგარეტი არ მოწიოო – და წავიდნენ. „ნუ, პაგადი“ ხომ გინახავს? სიგარეტი რომ უჭირავს ყველა თითს შორის. ჩავიდე ეს სიგარეტები, ვექაჩებოდი და თან ვყვიროდი, რომელი მონადირე მე ვარ, სად დამაყენეთ-მეთქი. ერთი კარგი კაცი მყავდა, რევაზ შალვოვიჩი, მეცხოვრიშვილი, რომელიც, წაუყვანიათ თურმე სანადიროდ, დაუყენებიათ და უთქვამთ – აქ დადექი, დათვმა კარგა მოზრდილი ხბო შეიყვანა ბუნაგში და, რომ გამოვა, ესროლეო. ეს რეზიკო თურმე იძახის: კაცო, ორი კილო ხორცი რომ შემაქვს სახლში, სამი დღე მე აღარ გამოვდივარ და, ამან ასი კილო მაინც ხომ შეიტანა, იქიდან გამომსვლელიაო?! – არც მე ვარ დიდი მონადირე.
– წეღან თავადაც ახსენეთ გარდაუვალი სუფრები, ცნობილი თამადა ხართ და სუფრებზეც ხშირად გექნებათ ხოლმე სახალისო სიტუაციები.
– ვაიმე, არ გამაგონო! ერთი რაღაც გადავწყვიტე: სახელი უნდა გავიტეხო – სადმე ცუდად უნდა ვითამადო. რომ იტყვიან, ბესო ავირჩიოთ თამადადო, სხვამ უნდა თქვას – უი, მაგი არ გამაგონოთო... თუმცა, რამდენიმე ხნის წინ თავდაცვაში ვმუშაობდი და ხელმძღვანელობასთან არასასიამოვნო საუბარი უნდა მქონოდა. მივედი, – „ვა, კაცო, შენ ის არა ხარ?“ – ვიფიქრე, ახლა იტყვიან, ბენდუქიძეო, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ორ-სამ სუფრაზე ვყოფილვართ ერთად. რომ გამოვედი, ცოლს დავურეკე: რომ მეუბნები, რატომ თამადობ და რისთვისო, აჰა, მივედი და ჩემი თამადობით ორ წუთში საქმე გავაკეთე-მეთქი. მაგრამ გადავწყვიტე, ჯანმრთელობის გამო ფორმაში ჩავდგე.
ერთხელ სუფრაზე დაგვიანებით მივედი. ხალხი მოვიკითხე, რამდენიმემ ფოტო გადაიღო. ერთმა სვანმა შემომიტია: „აგერ ახლა რა წესია ეს? აგერ ახლა ორნი გავალთ და მარტო დავბრუნდები, სუფრის არევას არავის ვაპატიებ“, – იქადნება, რა! მეთქი, ვინაა ეს შუშის თვალებიანი?! მაშინ არეული დრო იყო. მე ვუთხარი: ბიჭო, რა გინდა, შავები გინდა, წითლები გინდა, რა გინდა, თავი დამენებე... ეს სვანები ჩემი ახლობლები არიან-მეთქი. კიდევ იქადნება, თან იარაღი აქვს. დიდი განსხვავებულებით სვამს, უკვე შუშის თვალები გაუხდა და მერე რაღა მოუვა. წავედი მე და, ვუთხარი – ძმაო, კარგად იყავი-მეთქი. გულში ვფიქრობ, ეს ვინ არის, მთელი საღამო ჩამამწარა-მეთქი. მივდივარ და გზაში მომაძახა: „მიწა-წყალოო“, – ეგ იყო დათო როსტომაშვილი. ასე გავიცანი როსტიკა. როცა მივხვდი, რომ, სვანი კი არა, კახელი იყო, ესე არაფერი გამხარებია, ეს დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ იყო. ბატონ ჯემალ ბაღაშვილს მოვუყევი, რომ ძალიან მაგარი ბიჭი ვნახე, მერე როსტიკამ მისცხო და მისცხო.
– უარყოფითი რეაქციები აქვთ ხოლმე სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს, როცა მათ აჯავრებთ?
– ჩემთან არა. მე სვანებს ნაკლებად ვაჯავრებ. გართულებები ძირითადად მათგან მოდის, მაგრამ, როსტიკას „ლიცენზია” აქვს – ჩემმა ცხონებულმა ძმაკაცმა, ლერი ნაკანმა მისცა. ამიტომ, როცა დათო ყვება სვანებზე რამეს, ამბობს, ლიცენზია მაქვსო. მე როცა მინდა მათზე რამის მოყოლა, ვაბმობ, რომ დათომ მომიყვა, მაგას კიდევ, ლიცენზია აქვს და, რა, ძმაო-მეთქი (იცინის).
ისე, უცხოეთში ნელ-ნელა პატარა ჭიქებზე გადავიდნენ, ჩვენთან – ჯერჯერობით ვერა, განსაკუთრებით – ზუგდიდში. ძალიან თბილი ხალხია, მაგრამ, ერთი მინუსი აქვთ – პატარა ჭიქა არ იციან, უშველებელი სასმისები აქვთ. დალევ ამხელა სასმისებს და, ისეთი ღვინოა, მართალია, არ გათრობს, მაგრამ, იბერები და, იქიდან ისეთი გაბერილი ჩამოვედი, ლამის ჩაჩავაში მივედი საშველად. ძმაკაცი მყავს იქ და კახური ღვინო უნდა გავუგზავნო – ნახავს, კახურის დიდი ჭიქებით დალევა როგორ უნდა. პატარა ჭიქების ქარხანა უნდა გავაკეთო-მეთქი, თბილისის მერს, დათო ნარმანიას ვუთხარი (იცინის).

скачать dle 11.3