კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააკავეს ქალებმა საპარიკმახეროში ყაჩაღობისთვის ძებნილი და რა დანაშაულს მალავდა ის

41 წლის ნანა ბ-შვილი ორი შეიარაღებული თავდამსხმელის მსხვეპლი საკუთარ სახლში გახდა. მცირე ბიზნესით დაკავებული ქალი, რომელიც საბავშვო სათამაშოების მაღაზიის მფლობელი გახლდათ იმ დღეს დააყაჩაღეს, როცა მან ბანკიდან ექვსი ათასი ლარის ღირებულების კრედიტი აიღო. დანაშაული, რომელსაც შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი თავდამსხმელი ემსხვერპლა, დაზარალებულმა ქალმა ინციდენტიდან ოთხი თვის შემდეგ  გახსნა – მან თავად  ჩააბარა სამართალდამცველებს  მეორე თავდამსხმელი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და თან  ნანა ბ-შვილის კუთვნილი თანხა წაიღო.
 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებულმა ქალმა პირველი ჩვენება იმავე ღამეს მისცა გამოძიებას, როდესაც ინციდენტი მოხდა. ნანა ბ-შვილის განცხადებით, ორი ნიღბიანი თავდამსხმელი მის სახლში მოტყუებით შევიდა. ამონაწერი დაზარალებულის ჩვენებიდან: „საღამოს სახლში მე და ჩემი მცირეწლოვანი შვილი ვიყავით, როცა კარზე ზარი დარეკეს და მითხრეს, რომ წყალსადენის წარმომადგენლები იყვნენ და ჩემს ბინაში დაზიანების შეკეთების შემდეგ, წყლის ჭავლის სიმძლავრის განსაზღვრა უნდოდათ. კართან ახალგაზრდა ბიჭი იდგა, სანდომიანი სახით, სათვალით. ძალიან დამახასიათებელი  გარეგნობა ჰქონდა. კარი გავუღე თუ არა,  მასთან ერთად ბინაში შემოვარდა  სახეზე ნიღაბაფარებული მამაკაცი, რომელმაც კორიდორშივე იარაღი დამადო და ფული მომთხოვა. მე ყვირილი მოვასწარი, რაც ერთ-ერთ ჩემს მეზობელს არ გამოჰპარვია. სანამ ორი თავდამსხმელი ჩემგან ფულის გატაცებას ცდილობდა, მეზობლები ჩემი ბინის კართან იდგნენ და კარზე აბრახუნებდნენ. თუმცა, უნიღბო თავდამსხმელის  მიერ დაკეტილ კარს ვერ ხსნიდნენ. ბავშვით რომ დამემუქრნენ, იძულებული გავხდი, მათთვის ის 6 ათასი ლარი მიმეცა, რაც იმ დღეს გამოვიტანე ბანკიდან. სადარბაზოდან მეზობლების ყვირილი ისმოდა, გახსენით კარი, პოლიცია უკვე გამოვიძახეთო. დროის გაყვანას ვცდილობდი, მაგრამ როგორც კი თავდამსხმელებმა  ფული ხელში ჩაიგდეს, ბინის დატოვებას შეეცადნენ. კარიდან ვეღარ გავიდოდნენ, ორივე მათგანი აივანზე გავიდა და იქიდან სცადეს თავის დაღწევა. ორ-სამ წუთში, სანამ გონზე მოსვლა და აივანზე გასვლა მოვასწარი, ეზოდან ხმაური გავიგონე.  გარეთ გავვარდი, ძირს ჩემი აივნიდან გადავარდნილი თავდამსხმელი ეგდო, რომელიც მეოთხე სართულიდან გადახტომის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მეორე თავდამსხმელი კი,  რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა, მეზობლის აივანზე გადავიდა და იქიდან ჩაძვრა ძირს. ის ისე გაუჩინარდა, მისი დაკავება მეზობლებმა ვერ  შეძლეს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაც მოვიდა. ნიღბიანი თავდამსხმელი უკვე გარდაცვლილი იყო”.
საქმის  მასალებით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა. ის აღმოჩნდა  28 წლის  მამუკა ნ-ძე, რომელიც დაზარალებულ ქალს შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა.   გარდაცვლილი მამაკაცი  წარსულში ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი და ციხიდან გარდაცვალებამდე სამი თვით ადრე გათავისუფლდა. დაზარალებული ქალის განცხადებით, გამოძიებამ იმ ქალბატონის ვინაობასაც მიაკვლია, ვისი მეშვეობითაც მამუკა ნ-ძემ შეიტყო, რომ  ნანა ბ-შვილს სახლში  კრედიტით აღებული თანხა ჰქონდა. გამოძიებამ ვერ დაადგინა, ნანა ბ-შვილის ყოფილი რძლის კავშირი დანაშაულთან. მისი ჩვენების მიხედვით, ბიძაშვილს ჩვეულებრივ საუბარში მოუყვა, რომ ნანას ბიზნესში პრობლემები ჰქონდა და მაღაზიის საქონლით მოსამარაგებლად სესხი აიღო. როგორც გამოძიებით დადგინდა, მამუკა ნ-ძემ იმავე დღეს დაგეგმა და განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა მარტოხელა ქალზე, რომელიც ბინაში მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.
 გამოძიებამ მეორე თავდამსხმელის ვინაობის დასადგენად  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დაიწყო, თუმცა ვინ იყო გარდაცვლილი მამაკაცის თანამზრახველი, იოლი დასადგენი არ აღმოჩნდა.  მამუკა ნ-ძის საახლობლო წრიდან გამოძიებამ დაკითხა რამდენიმე საეჭვო წარსულის და რეპუტაციის მამაკაცი, თუმცა მათი  ყაჩაღობის ფაქტთან  დანაშაულებრივი კავშირი არ დადგინდა.   კრიმინალური ინციდენტიდან ოთხი თვის შემდეგ,  ნანა ბ-შვილმა თავად აღმოაჩინა თავდამსხმელი, რომელიც ინციდენტს შემსწრე ადამიანების დახმარებით დააკავა.  როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, დაზარალებული ნანა ბ-შვილის ჩვენების მიხედვით, თავდამსხმელს ის სრულიად შემთხვევით შეხვდა საპარიკმახეროში. ამონაწერი ნანა ბ-შვილის ჩვენებიდან: „ამ საპარიკმახეროში ხუთი წელია, რაც დავდივარ. იმ დღესაც ჩვეულებრივ შევედი. თმას ვიჭრიდი, როცა საპარიკამახეროში მამაკაცი შემოვიდა. მისგან ზურგით ვიჯექი, მაგრამ სარკეში დანახვისთანავე მივხვდი, ვინც იყო – ამოვიცანი თავდამსხმელი, რომელიც ჩემს სახლში შემოიჭრა და 6 ათასი ლარი გაიტაცა. ის  ჩემს სახლში 10 წუთზე მეტხანს დარჩა, იმის მიუხედავად, რომ ძალიან შეშინებული ვიყავი, მისი სახე კარგად დამამახსოვრდა.  ის ისე დაჯდა ჩემს გვერდით სკამზე, რომ ვერ შემამჩნია. მე ავდექი, საპარიკამხეროს მეპატრონე გარეთ გავიხმე და ვუთხარი, რაშიც იყო საქმე. იქვე ერთმა გამყიდველმა, პოლიცია გამოიძახა. მე სალონში შევბრუნდი,  მეპატრონეს კარი დავაკეტინე, რომ თავდამსხმელი სალონიდანაც არ  გაქცეულიყო.  როგორც კი სალონში შევტრიალდი, შემომხედა და მიცნო. უცებ ადგა, მე მივვარდი, კიდევ სამი ქალი დამეხმარა და კუთხეში მივიმწყვდიეთ. წინააღმდეგობას გვიწევდა, ერთ-ერთი სარკისკენ გაიწია და მაკრატლის აღება სცადა, რომ როგორმე მოვეგერიებინეთ,  მაგრამ ამ დროს სალონში მყოფი მამაკაციც მოგვეხმარა. საბედნიეროდ, პოლიციაც მალე მოვიდა. წინააღმდეგობის გაწევის მცდელობის მიუხედავად, ის  დააკავეს და პოლიციაში წაიყვანეს.”
 საპარიკამახეროში, ქალების მიერ დაკავებული მამაკაცი წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ვანო ვ-ძე აღმოჩნდა. ის თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს.  გამოძიებამ დაადგინა, რომ ის სასჯელს იხდიდა გარდაცვლილ მამუკა ნ-ძესთან ერთად და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მასთან ხშირი ურთიერთობაც ჰქონდა. დაკავებულმა ვანო ვ-ძემ ჩადენილი დანაშაული აღიარა, მისი ჩვენების მიხედვით, ყაჩაღური თავდასხმა  მისი ციხის მეგობრის, მამუკა ნ-ძის ორგანიზებით მოხდა. ის იმავე დღეს დაუკავშირდა მეგობარს, როგორც კი ქალის ბინაში ფულის არსებობის შესახებ გაიგო. სამართალდამცველებმა დაკავებულის, ვანო ვ-ძის ბინიდან ამოიღეს არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც, როგორც გამოძიებით დადგინდა, ჩადენილი იყო კიდევ ერთი ყაჩაღური თავდასხმა. სასამართლომ ვანო ვ-ძე დამნაშავედ ცნო ნანა ბ-შვილზე განხორციელებული ყაჩაღური  თავდასხმის ბრალდებით და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3