კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომხიბვლელი მკვლელი

ჯო ჩავისკი პოლიციაში აღარ მუშაობდა. დამსახურებული პენსია მიიღო და ტკბებოდა თავისუფლებით, თუმცა ზოგჯერ ენატრებოდა პოლიციური რეჟიმი და თავისი საქმე. იმ დილით სათევზაოდ აპირებდა წასვლას, როცა განყოფილებიდან დაურეკეს და მისვლა სთხოვეს. მის მეგობარს, ფრენკი უევერლის, მკვლელობაში  ედებოდა ბრალი და, ადვოკატის ნაცვლად, მასთან შეხვედრა მოინდომა.
– ჯო, შენ უნდა მიშველო, – აღელვებით შეეგება გაფითრებული ფრენკი – მე არ მომიკლავს სალი. ესენი კი მეუბნებიან, რომ ყველა სამხილი ჩემ წინააღმდეგ მეტყველებს.
– სალი მოკალი? შენი საყვარელი? – გაოგნდა ჯო, – დაჯექი და მომიყევი, რა მოხდა... ორი წელი იყო შენი საყვარელი და მე გსაყვედურობდი კიდეც ამის გამო, იმიტომ, რომ დიდ პატივს ვცემ შენს არაჩვეულებრივ ცოლს, ვანდას.
– ჰო, ვიცი... მაგრამ, მე მიყვარდა სალი, ვანდა კი უარს მეუბნებოდა განქორწინებაზე. მეუბნებოდა, რომ არ მქონდა ამისი უფლება, რადგან, თვითონ შემქმნა მამამისის დატოვებული მემკვიდრეობისგან...
– არ მინდა ემოციები, ფაქტებზე მელაპარაკე! – წარბი შეიკრა ჯომ.
– გეტყვი. ვანდასთან განქორწინების შანსი გამიჩნდა და ამ ახალი ამბის სათქმელად მივედი სალისთან, მაგრამ, მკვდარი დამხვდა – იატაკზე ეგდო. სამი ტყვიით მოუკლავთ. იმ რევოლვერით, რომელიც მე შარშან ვუყიდე ვანდას და ორი თვის წინ დაიკარგა – სახლიდან მოიპარეს.
– მოიცა, მოიცა, როგორ თუ დაიკარგა? ან, ვანდასთან განქორწინების რა შანსი გაგიჩნდა? იცოდე, ყველაფერი გულახდილად უნდა მითხრა.
– გეტყვი. სასტუმრო „პიკარდიაში“ ვანდა ჰარი ვალერთან ერთად იყო – ფაქტზე დავიჭირე.
– შეუძლებელია! ვანდას ბავშვობიდან ვიცნობ. არ მიეკუთვნება ქალების იმ კატეგორიას, რომლებსაც ღალატი შეუძლიათ. შენ ხომ არ მოისყიდე ჰარი?
ფრენკმა თავი ჩაქინდრა:
– ჰო, მე მოვისყიდე, რომ პატარა სპექტაკლი დამედგა. რა მექნა, ვანდამ სხვა გამოსავალი აღარ დამიტოვა... ვიპოვე საშუალება, რაც მასთან განქორწინებისა და სალისთან დაქორწინების საშუალებას მომცემდა. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ვანდას ალიბი აქვს, თანაც, ასპროცენტიანი. მისი მოწმე, რომ ნამდვილად მთელი საღამო სასტუმროში იყო,  ჰარი ვალერის გარდა, მეც ვარ და სასტუმროს რამდენიმე თანამშრომელიც; ასევე, კერძო დეტექტივი. ხედავ, როგორ შარში ვარ? შენ უნდა მიშველო, ჯო... – შეევედრა ფრენკი.
– გეუბნებოდი, მოეშვი მაგ სალის-მეთქი და არ დამიჯერე.
– მიყვარდა სალი, ძალიან მიყვარდა...
– ჰო, კარგი... ვნახავ, რისი გაკეთება შეიძლება.
ჯომ ჯერ გამომძიებელთან გადაწყვიტა შეხვედრა.
– 25-კალიბრიანით არის მოკლული... მიკვირს, რომ ფრენკ უევერლისთანა პიროვნებას ასე აერია გონება. თუმცა, ეს სალი მაგარი „ნაშა“ იყო, – თქვა გამომძიებელმა, – რევოლვერი იქვე ვიპოვეთ, დივანზე, ბალიშის ქვეშ იდო. საგულდაგულოდ არის გაწმენდილი.
ჯომ დაათვალიერა გვამის ფოტოები, იარაღი, ჰილზები... გამომძიებლის ნებართვით – დანაშაულის ადგილიც... მართლაც ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ მკვლელი ფრენკი იყო.
ხანმოკლე ლანჩის დროს ჯო მკვლელობაზე ფიქრობდა, ფრენკზე, ვანდაზე, სალიზე და შესაძლო ვარიანტებზე. „დავუშვათ, სალი შანტაჟით დაემუქრა ფრენკს, მაგრამ, მამაკაცები იშვიათად კლავენ შანტაჟისტ ქალებს, ჩვეულებრივ, მათ სცემენ ხოლმე. რატომ უნდა მოეკლა უევერლის საყვარელი? თანაც, სამი გასროლით... – ეს შეკითხვა არ აძლევდა მოსვენებას ჩავისკის...
პოლიციაში კი იდო ფრენკის განცხადება იმის შესახებ, რომ შუმარ-ლოუფ-ლეიკის კოტეჯიდან ვიღაცამ რევოლვერი მოიპარა, მაგრამ ეს მის ბრალეულობას ვერაფრით შველოდა. ჯომ გადაწყვიტა, ისევ ვანდას ალიბი გადაემოწმებინა. როცა უევერლების სახლს მიუახლოვდა, დაინახა, რომ იქიდან რაღაცით ძალიან აღელვებული ქალი გამოვიდა და ტაქსიში ჩაჯდა. ჯომ იცნო – ეს იყო ელიზაბეტ ენდრიუსი, ფორტ-სანდერსის უძველესი გვარის წარმომადგენელი. ის ვანდასთან ბავშვობიდან მეგობრობდა. აგებულებით ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ. უბრალოდ, ვანდა შავგვრემანი იყო, ელიზაბეტი კი – ქერა... ერთბაშად ჩავისკის რაღაც აზრმა გაუელვა...
ვანდას საკმაოდ მშვიდად ეჭირა თავი:
– მიხარია შენი ნახვა, ჯო...
– ვანდა, შენი დახმარება მჭირდება. ჭკვიანი ქალი ხარ და, ხვდები, აქ რატომ მოვედი.
– დილით ჩემთან უკვე იყო გამომძიებელი და ვერაფრით დავეხმარე... – მკაცრად მიუგო ქალმა.
– ჰო, მაგრამ, მე არ ვარ გამომძიებელი და არც არავის მხარეს არ ვარ, სიმართლე მაინტერესებს. ხომ იცოდი, რომ ჰარი ვალერი ფრენკის დავალებით მოქმედებდა, რატომ წახვედი მასთან პაემანზე სასტუმროში?
– ფრენკის განქორწინება უნდოდა. როცა იქნებოდა, მიაღწევდა თავისას. იმ ქალმა ჭკუა საერთოდ დააკარგვინა და მეც აღარ შემეძლო ამდენი შეურაცხყოფის ატანა. ვალერს ფრენკმა ფული მისცა და დაავალა, ჩემზე კომპრომატი შეექმნა. მე უფრო მეტი გადავუხადე და ჰარიმ ხელწერილი მომცა, რომ გაყრის პროცესზე სასამართლოში სიმართლეს იტყოდა – ამით ფრენკი ვერაფერს მიიღებდა ჩვენი ქონებიდან და ტანსაცმლის ამარა გავუშვებდი თავის კახპასთან... შენ ხომ იცი, რაც გვაქვს, ყველაფერი მხოლოდ ჩემია და ჩემი მშობლების დანატოვარი. ფრენკი ცუდად მომექცა.
– და, შენ მისი დასჯა გადაწყვიტე... მკაცრად დასჯა... მომიყევი, რა როლი შეასრულა სალის მკვლელობაში მის ენდრიუსმა – შენმა მეგობარმა ელიზაბეტმა?
ვანდა გაფითრდა, თავი დახარა და მძიმედ ამოიოხრა.
– შენ არ მოხვიდოდი, ყველაფერში დარწმუნებული რომ არ იყო. მეტისმეტად ჭკვიანი ხარ და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც გაქვს იმისთვის, რომ მომხდარის არსს მიმხვდარიყავი. მაგრამ, ჩემიც უნდა გაიგო. ელიზაბეტმა მხოლოდ მაშინ გაიგო რეალობა, როცა სალის მკვლელობის შესახებ შეიტყო. აღელვებული მოვარდა ჩემთან და ვუთხარი, რომ ყველაფერი უნდა დაევიწყებინა. დიახ, ელიზაბეტი იყო ის, ვინც სასტუმროს ნომერში ლანჩი შეუკვეთა და ალიბი გამიმყარა, სანამ მე ტაქსით სალის მოსაკლავად გავედი. ორმოცი წუთი დამჭირდა ამისთვის... ელიზაბეტი არაფერ შუაშია. ფრენკი კი ნაძირალაა, მღალატობდა, თან, ჩემი გაძარცვა მოინდომა... ელიზაბეტის დახმარებით შევძელი ერთდროულად ორ ადგილას ყოფნა. მან ჯერ ნომერში ლანჩი შეუკვეთა, მერე დარეკა და ოფიციანტს ლანგრის წაღება სთხოვა... სალისთან პარიკით მივედი. კარი რომ გამიღო, ვუთხარი, ჰარი ვალერისგან ვარ, ახალი ამბით-მეთქი და, სახე რომ გაუბრწყინდა, მხოლოდ მაშინ მოვიხსენი პარიკი, რომ ვეცნე.  მე ორი წელი ვიტანდი მისგან დამცირებას და ხელის აუკანკალებლად ვესროლე... არ ვნანობ... ფრენკიც იმსახურებს, რომ უდანაშაულოდ იჯდეს ციხეში. იმიტომ, რომ მკვლელობისკენ სწორედ მან მიბიძგა თავისი ორგულობით... ახლა შენზეა, ჯო, ეტყვი პოლიციას სიმართლეს?
ჯო დიდხანს შესცქეროდა ქალს... მერე თვალები დაუსევდიანდა და თავი გადააქნია:
– არაფერს არ ვეტყვი. შენ მართალი ხარ. ფრენკმა შექმნა შენგან მკვლელი და ის უნდა დაისაჯოს...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3