კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ბინაში ჰაერის გასაწმენდად განსაკუთრებით რომელ მცენარეს მირჩევთ?
პასუხი: ოთახში ყველა მცენარე ქმნის ჯანსაღ გარემოს, მაგრამ, მათგან მაინც სწრაფად მზარდ ქლოროფიტუმს გამოვარჩევდი. ის ძალიან კარგად წმენდს ჰაერს. იმისათვის, რომ მცენარემ სიჯანსაღე შეინარჩუნოს და თქვენც გასიამოვნოთ, ზრდის პერიოდში გაანოიყერეთ ბალანსირებული, თხევადი სასუქით. ის კარგად იტანს ოთახის პირობებს და, მისი მოვლა არ გაგიჭირდებათ.
კითხვა: არ მინდა, რომ აბუტილონი სიმაღლეში წავიდეს. როგორ დავაბუჩქო?
პასუხი: თქვენი აბუტალონი ძალიან რომ არ გაიზარდოს, გაზაფხულზე უნდა გასხლათ. თუ წვეროებს წააჭრით, ბუჩქს დაემსგავსება, ოღონდ, იცოდეთ, რომ, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ის ცოტა გვიან აყვავდეს. ზაფხულში კი, აქტიური ზრდის პერიოდში, შესაძლოა, ხელახლა დასჭირდეს გასხვლა.
კითხვა: როგორი სინათლე და ტემპერატურა სჭირდება კურკუმას?
პასუხი: ამ მცენარეს კაშკაშა სინათლე და მზე სჭირდება, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ გაშლილი ყვავილები ჩრდილში მეტხანს ძლებს. ზაფხულში მისთვის იდეალურია 18-23 გრადუსი, ზამთარში კი 7 გრადუსსაც უძლებს. სასურველია, თუ კურკუმას ნათელ ინტერიერში დადგამთ.
კითხვა: არის თუ არა პრობლემური მცენარე ადიანტუმის ერთ-ერთი სახეობა – „ვენერას თმა“?
პასუხი: ეს მცირე ზომის გვიმრა საკმაოდ იოლი მოსავლელია და პრობლემებსაც ნაკლებად შეგიქმნით. ის ჩინებულად ერგება სხვა მცენარეებისთვის პრობლემურ ადგილებს და ნაკლებად ნათელ ან გრილ ოთახშიც შესანიშნავად იგრძნობს თავს.
კითხვა: მაინტერესებს, გამძლე მცენარეა თუ არა ქამეროპსი და რა ტემპერატურაზე უნდა  ვამყოფო?
პასუხი: ქამეროპსი ძალიან გამძლე მცენარეა. ის რამდენიმე გრადუს ყინვასაც უძლებს და ზაფხულის მწველ მზეშიც კარგად გრძნობს თავს, მთავარია, მას სინათლე არ მოაკლოთ – წელიწადის ნებისმიერ დროს მაქსიმალური სინათლე სჭირდება. რაც შეეხება ტემპერატურას, როგორც გითხარით, იტანს ყინვას, თუმცა, მისთვის ზამთარში კარგია 9-10, ზაფხულში კი 15-24 გრადუსი სითბო.
კითხვა: ბინაში მაქვს დენდრობიუმი, რომელსაც ფოთლები დაულპა. იქნებ, ამიხსნათ მიზეზი?
პასუხი: თქვენ, ალბათ, წყალი მის ფოთლებს მოახვედრეთ – ამ შემთხვევაში აუცილებლად დალპებოდა. ზაფხულში დენდრობიუმის ქოთანი კვირაში ერთხელ რამდენიმე წუთით ჩადგით რბილწყლიან ჭურჭელში და შემდეგ კარგად დაწრიტეთ; ზამთარში კი მცენარე თითქმის სრულ სიმშრალეში უნდა ამყოფოთ. დაიმახსოვრეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუსველოთ ფოთლები.
კითხვა: მაქვს სხვადასხვა სახის კალანჰოე, თითოეულ მათგანს განსხვავებული მოვლა სჭირდება თუ ყველა იდენტურია?
პასუხი: კალანჰოე მართლაც ათასგვარი ფორმის, ზომისა და ფერის არსებობს. მათ შორისაა: ტომენტოსა, მანგინი, კალანდივა და სხვა. მიუხედავად ამ სახეობების გარეგნული სხვაობისა, ყველას თითქმის ერთნაირი გარემო უხდება. ასე რომ, შეგიძლიათ, ყველა კალანჰოე ერთნაირ პირობებში გაზარდოთ.

скачать dle 11.3