კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე ადვილი დიეტა

ეს, ალბათ, მართლაც ყველაზე ადვილად დასაცავი დიეტაა, თან, არაჩვეულებრივი შედეგი აქვს, ოღონდ, შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი დიეტის დაცვის წინ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ დიეტას, დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, რაც გნებავთ, საღამოს 6 საათამდე (მხოლოდ პური და ტკბილეული უნდა შეზღუდოთ); 6 საათის შემდეგ, 8 საათამდე, 4 დღის განმავლობაში (გადაბმულად), მიირთვით ხილი ან უცხიმო მაწონი, დანარჩენი 3 დღე კი (უფრო სწორად, 3 საღამო) უნდა „მიუძღვნათ“ წყალს, ანუ 1,5 ლიტრ წყალს შეურიეთ 1 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი, 1 ცალი მოზრდილი ლიმონის ახალგამოწურული წვენი და სვით მთელი საღამოს განმავლობაში, ოღონდ, შეეცადეთ, მთლიანად დაცალოთ დაძინებამდე 1-2 საათით ადრე.
შედეგი უკეთ რომ დაინახოთ, აუცილებლად აიწონეთ დიეტის დაწყების დღეს, დილით და, შემდგომშიც, ყოველი კვირის თავზე, მხოლოდ დილაობით, ერთსა და იმავე საათზე დააფიქსირეთ ხოლმე თქვენი წონა.
იმ სამი საღამოს რეჟიმის დარღვევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თორემ, ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ, ანუ, ვთქვათ, მესამე საღამოს დაარღვიეთ რეჟიმი, მაშინ, წინა ორი საღამოს დიეტა წყალში ჩაგეყრებათ.
ასე რომ, მთავარია მონდომება. თუ გინდათ, რომ ერთ თვეში საოცარი შედეგი მიიღოთ, ნებისყოფას მოუხმეთ და ეს მარტივი პირობა ზუსტად შეასრულეთ.

скачать dle 11.3