კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხშირად ჭამეთ სეზონური ხილი და დალიეთ ახალგამოწურული წვენები

კომბოსტოს, კარტოფილის, კუნელისა და ხახვის წვენებს უებარი სამკურნალო თვისებები აქვს
ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობა იაფიც ჯდება და მეტ შედეგსაც იძლევა უმოკლეს დროში.
კომბოსტოს წვენი კარგია გულის, თირკმელების, წყალმარილოვანი ცვლის დარღვევის, კუჭის წყლულოვანი დაავადებებისა და ბუასილის დროს; შველის უძილობას, ეგზემასა და დიათეზს. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა, 1 სადილის კოვზ თაფლთან ერთად, დღეში ორჯერ: დილით – უზმოზე და საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე.
კარტოფილის წვენი ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის ცვლის რეგულირებას და გულის ნორმალურ მუშაობას. მას იყენებენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. წვენის სისტემატურად მიღებისას კუჭის მჟავიანობა ქვეითდება და გულძმარვა და ბოყინი ქრება. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა, 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად, დილით – უზმოზე და საღამოს – ვახშმობიდან ორი საათის შემდეგ.
კუნელის წვენი გულს ჟანგბადით ამარაგებს და არეგულირებს მის მუშაობას; ასევე, აქვეითებს არტერიულ წნევას. წვენი უნდა მიიღოთ ახალდაკრეფილი ნაყოფისგან და დალიოთ ერთი ჭიქა, 1 სადილის კოვზ თაფლთან ერთად, დღეში სამჯერ.
ხახვის წვენი კარგი შემახორცებელი, გრიპის საწინააღმდეგო, მადის მომგვრელი, ამოსახველებელი, შარდმდენი და ბუასილის საწინააღმდეგო საშუალებაა. ის, ასევე, სიჯანსაღეს უნარჩუნებს კბილებს, ამაგრებს თმის ძირებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და მხედველობას, ასტიმულირებს სპერმის გამოყოფას; თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს ხელს უწყობს ქვიშის გამოდევნას. რეკომენდებულია სურდოს, თავის ტკივილის, ფურუნკულების დროს. მიიღეთ 1 სადილის კოვზი, 1 სადილის კოვზ თაფლში არეული, დღეში ორჯერ, დილით და საღამოს.

როდის ხდება სტრესი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო
სტრესს სასიცოცხლო მნიშვნელობაც აქვს და ნებისმიერ სიტუაციაში ორგანიზმის დამცველი რეაქციაა, რომლის დროსაც ერთად იყრის თავს ყველა სისტემა: ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, კუნთოვანი და ასე შემდეგ. ორგანიზმი სტრესის დროს ფხიზლდება, ემატება ტონუსი, მზადაა საბრძოლველად და თავის დასაცავად. ნებისმიერი ადამიანი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განიცდის ასეთ სტრესს და ეს კარგიცაა. ოღონდ, გასათვალისწინებელია, რომ ეს „კარგი“ სტრესი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს და კრიტიკული სიტუაციის გასვლისთანავე, აუცილებელია, ორგანიზმი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.
რაც შეეხება „ცუდ“ სტრესს, ის იწყება სტრესული სიტუაციის გასვლის შემდეგ, ანუ, ადამიანი მაინც დაძაბული რჩება და ვერ უმკლავდება ამ მდგომარეობას, შედეგად კი იფიტება ნერვული სისტემა; შესაძლოა, განვითარდეს კუჭის წყლული ან ინფარქტი. „კარგი“ სტრესის დროს გადაღლა ფიზიკური ხასიათისაა: მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყავით, ბრაზობდით, მაგრამ, საკმარისია, შინ დაბრუნდეთ, შხაპი მიიღოთ, მუსიკას მოუსმინოთ და ყველაფერი წარსულს ჩაბარდება – თქვენ მშვიდდებით. „ცუდი“ სტრესის დროს კი გრძნობთ, ცხოვრებამ როგორ დაგღალათ, სულიერად როგორ გამოგფიტათ, დაგერღვათ ძილის რეჟიმი, დაგიქვეითდათ მადა და მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ პოულობთ.
სტრესის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მეთოდი არ არსებობს. მიდგომა დამოკიდებულია ადამიანის ფსიქოტიპზე, ხასიათსა და თვისებებზე, ასევე, თვითკონტროლზეც. მიუხედავად ამისა, არსებობს ფსიქიატრთა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ნამდვილად გამოგადგებათ, მაგალითად:
* „ცუდი“ სტრესის მოსახსნელად არ არის საკმარისი ავტოტრენინგი, უნდა გადაერთოთ აქტიურ მოქმედებაზე – იპოვეთ თქვენი სულიერი მოთხოვნილებების შესაბამისი აქტიური საქმე.
* სტრესის დროს აგრესიას უპასუხეთ აგრესიით, მაგრამ ბრაზი გარშემო მყოფებზე არ გადაიტანოთ. „ცუდმა“ სტრესმა რომ გაგიაროთ და გუნება-განწყობა გაგიუმჯობესდეთ, საკმარისია ენერგიის მაქსიმალურად დახარჯვა.
* დაისახეთ ზუსტი მიზანი, ისწავლეთ დღის დაგეგმვა, ნუ გადაიღლებით ზედმეტად.
* საკუთარ თავში ჩაკეტვით სტრესი დეპრესიაში გადაიზრდება. ეცადეთ, განიტვირთოთ აქტიური ვარჯიშით, სუფთა ჰაერზე სეირნობითა და მეგობრებთან გართობით.

როგორ ავიმაღლოთ ჰემოგლობინის დონე ხილ-ბოსტნეულის დახმარებით
ადამიანის ორგანიზმში ჰემოგლობინის დონე პერიოდულად საგრძნობლად იწევს ქვემოთ, რაც თავბრუხვევას, სისუსტეს, თავის ტკივილსა და მთელ რიგ დაავადებებს იწვევს.
თუ გრიპის ან სხვა ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ ჰემოგლობინმა დაიწია, შეგიძლიათ, დამოუკიდებლად, სახლის პირობებში ჩაიტაროთ თერაპიის ერთკვირიანი კურსი ხილ-ბოსტნეულის დახმარებით. მაგალითად:
1) 2/3 ჩაის ჭიქა ახლად გამოწურული სტაფილოს და 1/3 ჩაის ჭიქა ჭარხლის წვენები აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ 1 ცალი ლიმონის წვენი და მიიღეთ ყოველდღე, ნახევარი ჭიქა, სადილის წინ.
2) 100 მილილიტრ ბროწეულის წვენს შეურიეთ ამდენივე ლიმონის, სტაფილოს, ჭარხლისა და ვაშლის წვენები, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და მიიღეთ დღეში სამჯერ, 2-2 სადილის კოვზი, ჭამის წინ. გაითვალისწინეთ, რომ ხილ-ბოსტნეულის ეს კოქტეილი აუცილებლად ყოველდღე ახალ-ახალი უნდა მოამზადოთ.
3) აუცილებლად ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში ორთქლზე მოხარშული საქონლის ღვიძლი, ცოცხალი მწვანილი და წითელი ფერის ბოსტნეული. მოერიდეთ ცხარე საკვებს.
4) კარტოფილის სასარგებლო თვისებები კონცენტრირებულია მის კანში, ამიტომ, როცა მას ვთვლით, ფაქტობრივად ვანადგურებთ ვიტამინებით სავსე ფენას. მიირთვით მოხარშული ახალი კარტოფილი კანიანად.

რა გამოვლინებები აქვს ეგზემას და რომელი ხილის ჭამა იკრძალება ამ დაავადების დროს
ეგზემისთვის დამახასიათებელია კანზე სხვადასხვა ზომის წითელი ლაქების გაჩენა. მათ ზედაპირზე ჩანს გამჭვირვალე სეროზული ან სეროზულ-სისხლიანი სითხით სავსე წვრილი ბუშტუკები, რომელთა გახეთქვისას გაშიშვლებული, ეროზიული ზედაპირი მოჩანს.
დაავადების გახანგრძლივებისას პროცესი კანის მნიშვნელოვან უბნებს მოიცავს და ამ ადგილებში კანი მკვრივდება. დაავადებას თან ახლავს ძლიერი ქავილი, რომელიც მოსვენებას არ აძლევს ადამიანს; ქვეითდება შრომისუნარიანობაც. დაავადების განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნერვულ-ენდოკრინული და იმუნური სისტემების მოშლილობები, ნივთიერებათა ცვლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების მოშლა, დისბაქტერიოზი, ასევე, მდგომარეობას ართულებს სხვადასხვა ალერგენისადმი მომატებული მგრძნობელობა, ნერვული სტრესები, უარყოფითი ემოციები, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, არასწორი კვება. ამიტომ, ეგზემით დაავადებული ადამიანის მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს და ის დარღვეული პროცესების ნორმალიზებას უნდა მოიცავდეს.
ეგზემის დროს კარგია შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა, სეირნობა სუფთა ჰაერზე. ოთახის მტვრის მავნე გავლენის თავიდან აცილების მიზნით, ურიგო არ იქნება, თუ უარს იტყვით ხალიჩებზე, რომლებიც მტვერს აგროვებს, მათი დასუფთავების დროს კი ალერგიული რეაქციები ვითარდება. მოერიდეთ სარეცხ საშუალებებთან, წებოსთან, საღებავებთან და სხვა საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებთან კონტაქტს.
სახლში, სადაც ეგზემით დაავადებულია, არ შეიძლება სიგარეტის მოწევა. ეგზემის დროს უნდა ერიდოთ სტრესულ სიტუაციებს. ასევე, რეკომენდებულია დამამშვიდებელი საშუალებების მიღება. ამ დროს კარგია მცენარეული ნაყენი, რომელიც მზადდება ვალერიანის ძირების, ორკბილას, გვირილის ყვავილების, კალენდულას, ძირტკბილას, უკვდავასა და ფარსმანდუკისგან. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი თანაბრად შეურიეთ ერთმანეთს, 1  სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დაახურეთ თავსახური. ნახევარი საათის შემდეგ მიიღეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი, 2-ჯერ დღეში.
ეგზემის გამწვავების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტის დაცვას. დაავადებული საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი და საკმაო რაოდენობით შეიცავდეს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ციტრუსი, მარწყვი, ჟოლო, ანანასი, ნესვი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, რძე, შებოლილი თევზი, მანანის ბურღული, მწარე და ცხარე კერძები და ალკოჰოლი. მენიუში ჩართეთ ვეგეტარიანული საკვები, მოხარშული საქონლის ხორცი, რძემჟავა პროდუქტები, მზესუმზირის ზეთი, ბოსტნეულის სალათები, ხილიდან კი – ვაშლი, ქლიავი და ალუბალი.
მკურნალობის მნიშვნელოვანი ეტაპია ორგანიზმის გაწმენდა წიდებისა და ტოქსინებისგან, ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ამისთვის კი რძემჟავა პროდუქტები, ჭარხალი და ნიახური კარგი საშუალებაა.

ხშირად ჭამეთ სეზონური ხილი და დალიეთ ახალგამოწურული წვენები
სწორედ ახლა გაქვთ შანსი, ორგანიზმი ვიტამინებით მოამარაგოთ. ამისთვის სეზონური ხილი ნამდვილი მისწრებაა. წვენმა რომ თავისი უნიკალური და სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს, აუცილებელია, მათი მომზადების წესები დაიცვათ.
სასურველია, ხილი და ბოსტნეული გახეხოთ პლასტმასის და არა ლითონის სახეხზე, რადგან რკინასთან შეხება ანადგურებს ვიტამინების ნაწილს, განსაკუთრებით კი C ვიტამინს. თუ წვენსაწური გაქვთ, კურკიან ხილს ნუ ჩაყრით. ფოთლოვანი ბოსტნეული კი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და შემდეგ გაწურეთ.
ფერმენტები, ვიტამინები და არომატული ნივთიერებები სწრაფად ნადგურდება ჰაერზე ჟანგბადის ზემოქმედების გამო. ამიტომ, წვენი უშუალოდ მიღების წინ უნდა მოამზადოთ ან შეინახოთ მინის, ფაიფურის ან მომინანქრებულ, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.
წვენი უნდა სვათ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით. წვენი  ცოტა ხნით პირის ღრუში გაიჩერეთ, რათა ნერწყვს შეერიოს. ეს ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ მის მთლიანად შეწოვას.
არ არის საჭირო იმ ხილისა თუ ბოსტნეულის გათლა, რომლისგანაც წვენის გამოწურვას აპირებთ, რადგან, ვიტამინების უმეტესობა სწორედ კანქვეშ ილექება. ასევე, არ არის რეკომენდებული, წვენს დაუმატოთ შაქარი, მაგრამ, მომჟავო ხილის წვენი ცოტა წყალში უნდა გააზავოთ.

გამოკვებეთ ტვინის უჯრედები, რათა მან საღად მუშაობა შეძლოს
იმისთვის, რომ ადამიანის ტვინმა ნორმალურად იმუშაოს, აუცილებელია სწორი კვება. კერძოდ, მისთვის საჭიროა უჯერი ცხიმოვანი მჟავების საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფა, რომელთა ძირითადი საკვები წყაროა მზესუმზირის, სელისა და ზეთისხილის, ანუ, ზეითუნის ზეთი.
მინერალური ნივთიერებებიდან ტვინისთვის აუცილებელია: გოგირდი, ფოსფორი, სპილენძი, თუთია, კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ფოსფორი და ფოსფორის ნაერთები ხელს უწყობს ტვინის უჯრედების წარმოქმნას; გოგირდი საჭიროა მათი ჟანგბადით გაჯერებისთვის, დანარჩენი ზემოთ ჩამოთვლილი მინერალები კი უზრუნველყოფენ ტვინის ნორმალურ ცხოველმყოფელობას.
ადამიანის ტვინისთვის, ასევე, აუცილებელია E და B ჯგუფის ვიტამინები. ვიტამინი E არეგულირებს ნათხემის მოქმედებას, ხელს უწყობს ჟანგბადის ეკონომიას.
ასევე, ტვინისთვის აუცილებელია ჟანგბადის დიდი რაოდენობა. კვების პროდუქტები ხელს უწყობს ჟანგბადით მის გაჯერებას. ასეთი პროდუქტებია: კარტოფილი, თალგამი, ხახვი, პომიდორი, ოხრახუში, პიტნა, მდოგვი და ასე შემდეგ.
როგორც ადამიანის სხვა ორგანოსთვის, აქტიური მუშაობის შემდეგ, ტვინისთვისაც აუცილებელია დასვენება. უსაქმურობის დროს კი ტვინი ფორმატდება. ამ დროს ადამიანი ვერ აზროვნებს სწორად და, შესაძლოა, უმნიშვნელო პრობლემების გადაჭრამაც კი დიდი უსიამოვნების წინაშე დააყენოს. ასე რომ, ნუ გააზარმაცებთ ტვინს, რომ ის დიდხანს საღად და ნორმალურად გემსახუროთ.

скачать dle 11.3