კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  მყავს 3 წლის ბიჭი. ორივე ყურზე ჩვილობიდან აქვს უკან გადიდებული ლიმფური კვანძები. ახლა, მგონი, კიდევ ცოტათი გაუდიდდა და ძალიან ვნერვიულობ. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და როგორ ვუმკურნალო? ამასთან, ძალიან ოფლიანობს ღამითაც და დღისითაც, სეზონის განურჩევლად, სხვა მხრივ ჯამრთელი ბავშვია, ჩვეულებრივად აქტიური და არანაირი ჩივილები არ აქვს.
პასუხი:  აუცილებლად აჩვენეთ ბავშვი კვალიფიციურ პედიატრს, გადაუღეთ გულმკერდის რენტგენოგრაფია, აჩვენეთ ოტოლარინგოლოგს, გამორიცეხეთ ტუბერკულოზური პროცესი, ჩირქოვანი ტონზილიტი და ასე შემდეგ.
კითხვა:  მყავს 1 წლის შვილი. ბოლო დროს მოსწონს მუცელზე წოლა. რამდენად მიზანშეწონილია ასე წოლა, ხერხემალზე ხომ არ იმოქმედებს? ან, ბალიში როგორი უნდა იყოს –  მატყლის თუ ბუმბულის?
პასუხი:  მუცელზე წოლა სასარგებლოა ბავშვისთვის. ბალიში, სასურველია, შეურჩოთ სინთეტიკური მასალის, მაღალხარისხოვანი, რადგან, ის ჰიპოალერგიულია, თან, შესაძლებელია მისი გარეცხვა.
კითხვა:  რა რაოდენობის რკინა უნდა მივიღო დღის განმავლობაში (ვარ, 25 წლის, 50 კილოგრამი და 159 სანტიმეტრი) ასევე, რომელი რკინის შემცველი დანამატის მიღება შეიძლება ექიმის რეკომენდაციის გარეშე?
პასუხი:  მოზრდილი ადამიანის ნორმა დღეში 15 მილიგრამია. თუ არ გაქვთ რკინის დეფიციტი, არ გაქვთ ანემია, რკინის პრეპარატის მიღება საჭირო არ არის, უბრალოდ, უნდა იკვებოთ იმ პროდუქტებით, რომლებიც შეიცავს რკინას (საქონლის ხორცი, ღვიძლი, ისპანახი) და ხელს უწყობს რკინის შეწოვას (C ვიტამინი, ცილები, ბოსტნეული).
კითხვა: არის თუ არა დანდური დიეტური მცენარე, რამდენ კალორიას შეიცავს და, ზოგადად, რისთვის არის სასარგებლო?
პასუხი:  დანდური საკმაოდ დაბალკალორიული მცენარეა – 100 გრამი დაახლოებით 25 კალორიას შეიცავს. ის სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის, რადგან, მდიდარია მცენარეული უჯრედისით, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას და აუმჯობესებს ორგანიზმის გაწმენდის პროცესებს.
კითხვა: მშობიარობიდან 10 დღეში დამემართა მკერდის ანთება, მქონდა 40 გრადუსი  სიცხე. სამწუხაროდ, მომიწია რძის გაშრობა – დავლიე 2 აბი დოსტინექსი. ბავშვს ძალიან გაუჭირდა ძუძუს გარეშე. ჯერ ორი კვირაა გასული მას მერე. ახლა ძალიან მინდა ისევ რძის  მოყვანა, ვცადე კიდეც წამლებითა და მასაჟებით, მაგრამ, ამაოდ. ბავშვი დღემდე წოვს ცარიელ ძუძუს „სოსკასავით.” არის შანსი ან რაიმე საშუალება, რომ რძე ისევ მომივიდეს.
პასუხი:  რძის მოყვანა გაგიჭირდებათ. ბავშვი გადაიყვანეთ ხელოვნურ კვებაზე. ჯობია, თქვენს პაწიას ძუძუს ნაცვლად  მისცეთ მატყუარა საწოვარა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3