15 ფაქტი სტივ ჯობსზე
* კომპიუტერულ მაგნატს, სტივ ჯობსს, სირიული ფესვები ჰქონდა – მისი ბიოლოგიური მამა იყო აბდულფათაჰ ჯანდალი.
* სტივის დამ, მონა სიმპსონმა, პირველ რომანში – „ყველგან, ოღონდ აქ არა“, მშობლებთან ურთიერთობა აღწერა. და-ძმამ, რომლებიც სრულიად განსხვავებულ სფეროში იყვნენ წარმატებულები, მხოლოდ 1990-იან წლებში გაიგეს, რომ მათ ერთი და იგივე მშობლები ჰყავდათ.
* ჯობსის ბიოლოგიური მშობლები ეჭვობდნენ, რომ შესაბამის აღზრდას ვერ მისცემდნენ და მის გაშვილებაზე შეიტანეს განაცხადი. მოთხოვნა ერთადერთი იყო – მომავალ მშობლებს უმაღლესი განათლება უნდა ჰქონოდათ. აღმზრდელებმა იცრუეს – აღმზრდელ დედას საშუალო განათლებაც არ მიუღია, თუმცა სტივს კოლეჯი დაამთავრებინეს.
* ჯობსი მეტად თავდაჯერებული იყო და, 12 წლის ასაკში, როდესაც რადიოდეტალები გაუთავდა, HP-ის დამაარსებელს, თვით უილიამ ჰიულეტს დაურეკა და სთხოვა. უილიამმა გამოუგზავნა ყველა საჭირო დეტალი და არდადეგებზე ფირმაში სამუშაოდ მიიწვია.
* სტივი იყო პესკეტარიანელი – მიირთმევდა რძის პროდუქტებს, კვერცხს, თევზს, მაგრამ, არ ჭამდა ხორცს.
* ჯობსი ფიქრობდა, ტაძარში მონაზვნად წასულიყო, მისი საქორწინო ცერემონიალი კი ბუდისტმა ღვთისმსახურმა ჩაატარა.
* მან არ აღიარა პირველი შვილი, რადგან, მიაჩნდა, რომ უნაყოფო იყო.
* სტივს 48 ზომის ფეხსაცმელი სჭირდებოდა.
* 1977 წელს, როდესაც Apple II-მა პოპულარობა მოიპოვა, 25 წლის ჯობსი იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიონერი გახდა.
* 1983 წელს ჯობსმა დაარწმუნა ჯონ სკალი, Pepsi-Cola-დან Apple-ში გადასულიყო. ბოლოს კი მათ შორის კონფლიქტი მოხდა.
* ჯობსმა Pixar-ის სტუდია 10 მილიონ დოლარად იყიდა და „დისნეის” კომპანიას 7,5 მილიარდად მიჰყიდა.
* სტივ ჯობსი Apple-ის თანამშრომელთა 90 პროცენტს არასდროს შეხვედრია.
* სტივი თავად მართავდა ავტომობილს – Mercedes SL55 AMG – სანომრე ნიშნის გარეშე და ყოველთვის ინვალიდთა სადგომზე აყენებდა.
* ჯობსი მრავალი წლის განმავლობაში იყო Beatles-ის ფანი. უყვარდა კლასიკური მუსიკა, განსაკუთრებით – ბახი და... ბარბარა სტრაიზანდის შემოქმედება.
* 2008 წლის 29 აგვისტოს Bloomberg-ის ახალი ამბების განყოფილებამ სტივ ჯონსის 17-გვერდიანი ნეკროლოგი გამოაქვეყნა. საბედნიეროდ, სიმართლე მალე გაირკვა და ეკრანებზე გაჩნდა წარწერები: „ცნობა ჩემი სიკვდილის შესახებ მეტად გადაჭარბებულია.”