მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორია ქრისტიანისთვის დროის გონივრული ხარჯვა?
პასუხი: ქრისტიანმა დროის უმეტესი ნაწილი უნდა დაუთმოს სულისთვის ზრუნვას – ლოცვას, უფალზე ფიქრს, შესაბამის გარჯას, კეთილ საქმეთა შესრულებას. ხოლო დანარჩენი დრო კი მოახმაროს ხორციელ საჭიროებათა შესახებ ზრუნვას.
კითხვა: რატომ ხვდება ადამიანს ცხოვრებაში შეურაცხყოფა, ავადმყოფობა, ტანჯვა?
პასუხი: უფალი უშვებს, რომ ადამიანს ცხოვრებაში შეხვდეს შეურაცხყოფა, ტკივილი, ტანჯვა, ყოველივე ეს იმისთვის ხდება, რომ მისი სული განიწმინდოს ცოდვებისგან, გამოიწრთოს და შემდგომში სასუფეველი დაიმკვიდროს.
კითხვა: როგორ გავცეთ მოწყალება, რასაც უფალი გვეუბნება, როცა თვითონ არაფერი გაგვაჩნია?
პასუხი: მოწყალება მხოლოდ მატერიალურს არ გულისხმობს. გაეცით ღიმილი, სიხარული, მოეპყარით მოყვასს თბილად, კეთილად – ეს ყველა ადამიანს შეუძლია გააკეთოს, თვით ყველაზე უღარიბესსაც კი.
კითხვა: შეიძლება თუ არა ვიმკურნალოთ ჰომეოპათიური საშუალებებით, ამით ცოდვას ხომ არ ჩავიდენთ?
პასუხი: ჰომეოპათია მეცნიერებაა და არა რელიგია, ამიტომ ქრისტიანული სარწმუნოება მას არ ეწინააღმდეგება. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ეს სამკურნალო მეთოდი, ამით არ შესცოდავთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა მარხვის შეწყვეტა, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგვიუარესდება?
პასუხი: ეს საკითხი მოძღვართან შეათანხმეთ, თვითნებურად მარხვას თუ შეწყვეტთ.