კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ფატიმის სასწაული
ფატიმის სასწაულის გასაოცარი მოვლენები ლისაბონის მახლობლად, პატარა სოფელ ფატიმში, შორეულ წარსულში კი არა, 1917 წელს მოხდა.
პორტუგალიელი ღვთისმეტყველი ი. გონზეგა დე ფონსეკა მოგვითხრობს: „წვიმა უეცრად შეწყდა, ღრუბელნი განიფანტნენ და გამოჩნდა მზის დისკო, მაგრამ იგი იყო ვერცხლისფერი, როგორც მთვარე. და უმალ მზის დისკომ დაიწყო უსწრაფესად ტრიალი, მსგავსად ცეცხლოვანი ბორბლისა. ყვითელ, წითელ, იასამნისფერ სხივთა კონების ფრქვევით შეფერადდნენ ღრუბელნი, ხენი, კლდენი და კაცნი... უეცრად ყველას ეჩვენა, რომ მზე დაიძრა ზეციდან და მათკენ მოიჩქარის. აი, გაისმა ყოველი მხრიდან: „სასწაულია, სასწაული!“ „მე ვირწმუნე ღვთისა!“ „ავე მარია!“ „უფალო, შეგვიწყალე!“ ხალხი მუხლებზე ეცემოდა ტალახში, ლოცულობდა ხმამაღლა და ცოდვათა მიტევებას ითხოვდა. აღუწერელი იყო შთაბეჭდილება. ერთმა მოხუცმა, რომელსაც აქამდე არ სწამდა ღვთისა, აღაპყრო ხელები ცისკენ და შეჰღაღადა: „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო! მარად ნეტარო ქალწულო!“
ჭეშმარიტად გასაოცარი იყო ისიც, რომ არავის შეშინებია, არ გაქცეულა, არ დამხობილა მიწაზე, არავის უცდია თავის დაღწევა აპოკალიფსური განსაცდელისგან. არავინ შეძრწუნებულა ამ არნახული მოვლენისაგან.
გოგონა ლუსის ღვთისმშობელი გამოეცხადა და განსაკუთრებული მნიშვნელობის რამ გაანდო. ეს ეხებოდა ანტიქრისტეს მოსვლას და კეთილმორწმუნეთა მოსალოდნელ ომს მასთან. ღვთისმშობელი გოგონას გამოეცხადა ორჯერ – 13 მაისსა და 13 ოქტომბერს, ანუ 25 დღის შემდეგ ლენინის ჩამოსვლიდან პეტროგრადში და 27 დღით ადრე – ოქტომბრის რევოლუციამდე. კათოლიკურმა ეკლესიამ გამოაცხადა 1917 წლის წინასწარმეტყველების შესახებ ფატიმში, 1941 წელს კი ამ სასწაულის კანონიზაცია მოახდინა.
მოსახსენიებელ დღეებში, ჩვენს დროშიც ჩამოდის ფატიმში ორ მილიონამდე მლოცველი. კურთხევისთვის ჩამობრძანდა პაპი იოანე მეორეც.

скачать dle 11.3