კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად აღარ იკვეთება ეკა ბერიძისა და მისი ქმრის გზები და რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში 12 წლის შემდეგ

ტელესივრციდან გაუჩინარებული ეკა ბერიძე უკვე ერთი წელია, რაც კომპანია „თბილისის წყალში”  „დაბანაკდა”. ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ის საქმე, რასაც  ბოლო დროს აკეთებს და მას ძველ ცხოვრებაზე აღარ გაცვლის. ხმებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან ერთად თოქ-შოუს წაიყვანს, არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ყოფილ პრემიერთან საინტერესო ტანდემი გამოუვა. როგორ გადაიკვეთა მათი გზები და რა ხდება მის ცხოვრებაში პირველად, ამას თავად ყოფილი ტელესახისგან შეიტყობთ, რომელსაც  დღეს ახალ ამპლუაში, დირექტორის პოზიციაზე გაეცნობით.  

ეკა ბერიძე: „თბილისის წყლის” კომუნკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექორად ერთი თვის წინ დავინიშნე, თუმცა, უკვე  ერთი წელი გახდება,  რაც „თბილისის წყალში” ვმუშაობ. ცხოვრებაში ძალიან ბევრი სამსახური გამოვიცვალე და ყველა დაკავშირებული იყო მედიასივრცესთან, შესაბამისად, ეს იყო ახალი ამპლუა, თუმცა, არა უცხო.  2004 წლიდან,  როდესაც ჩემთვის ყველა ტელევიზიის კარი დაიკეტა, მათ შორის – ტელეკომპანია „იმედიც”, როდესაც იქ იყო ბადრი პატარკაციშვილი, მე  ექვსი წლის განმავლობაში არსად არ  ვმუშაობდი. ზოგი ჭირი მარეგებელიაო და, დრო უქმად ნამდვილად არ დამიკარგავს – ეს პერიოდი მთლიანად მოვახმარე სწავლას. ინგლისურს ბავშვობიდან ვსწავლობდი, მაგრამ, ვერ ვახერხებდი ენის გაღრმავებას.  მე და ჩემი მეუღლე წავედით კემბრიჯში,  ინგლისური ენის არაჩვეულებრივ სკოლაში,  რაც ძალიან დამეხმარა ენის უკეთ დაუფლებაში. შემდეგ იყო  მენეჯმენტისა და მარკეტინგის კურსები მაშინდელ „იესემში”,  ჩავაბარე ბიზნესის მაგისტრატურაში, სადაც ვისწავლე ორი წელი და ბიზნესის კუთხით ძალიან საფუძვლიანი ცოდნა მივიღე.  ეს სფერო, სადაც ახლა ვმუშაობ, არ იყო უცხო და წარმოადგენდა გარკვეული ინტერესის საგანს; შესაბამისად, ჩემი აქ მოხვედრა არ იყო შემთხვევითი. ამ ერთი წლის განმავლობაში აქ ბევრი რამ შეიცვალა: შეიქმნა ძლიერი სამენეჯმენტო ჯგუფი, რასაც მომხმარებელი ყველა ასპექტში ხედავს. დღეს კომპანიის განახლებულ გუნდს ხელმძღვანელობს  ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც არის საქართველოში ერთ-ერთი  ძლიერი მენეჯერი, რაც კომპანიის საქმიანობას  ნამდვილად ეტყობა.   
– თუმცა, ეს, ალბათ, მაინც რუტინული სამსახურია თქვენთვის – არ აქვს ის ექსტრემი,  რაც ახლავს ტელეჟურნალისტიკას, სადაც  წლები გაატარეთ.
– ვერ დაგეთანხმებით. აქ ისეთი ექსტრემია რთულ და კრიზისულ სიტუაციებში, როცა გამოსავალია მოსაძებნი, ვერც კი წარმოიდგენთ. მე ახლა ვარ 45 წლის; 23 წლის ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე და ჩემი ყველა სამსახური უკავშირდებოდა მედიას – ვიყავი ან ჟურნალისტი, ან ტელეწამყვანი, სხვა ტიპის სამსახური არ მქონია, მაგრამ, მგონია, რომ ახლა უფრო სასარგებლო საქმეს ვაკეთებ, ვიდრე მიკეთებია ოდესმე. ზოგჯერ ჩემს მეგობარ ჟურნალისტებს ხუმრობით ვეუბნები ხოლმე, თქვენ უსაქმურები ხართ-მეთქი (იცინის). ეს საქმე ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. დღეს რომ მქონდეს არჩევანი ჟურნალისტიკასა და ამ საქმეს შორის, რასაც ახლა ვაკეთებ, ცალსახად ამ საქმეს ავირჩევ.
–  თქვენ მოიაზრებით ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის თანაწამყვანად ტელეშოუში, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გაკეთდეს.
– დღეს მე ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ – ჯერ ერთი, არ ვარ უფლებამოსილი; მეორეც, არ ვარ დეტალების საქმის კურსში.  თუ ასეთი რამ მართლაც მოხდება, ეს არ გულისხმობს ჩემს წასვლას ამ სამსახურიდან. როგორიც არ უნდა იყოს შემოთავაზება, მე ამ სამსახურს არ დავტოვებ.  თუ ამ გადაცემის გაკეთება განხორციელდება, მე მუშაობას მოვახერხებ პარალელურ რეჟიმში.
– ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაცემის წამყვანის ამპლუა როგორ წარმოგიდგენიათ?
– ეს იქნება ძალიან საინტერესო. აქამდე არ წამიყვანია გადაცემა ბიძინა ივანიშვილთან  ერთად და გამიჭირდება წინასწარ რამის თქმა, მაგრამ, ის არაერთხელ ყოფილა ჩემი სტუმარი და, ვფიქრობ, რომ არის საინტერესო, არაორდინარული და განსხვავებული რესპონდენტი.  ის არ გახლავთ კლასიკური რესპონდენტი, რომელსაც აქვს თავისი გამზადებული მესიჯები; განსხვავებული კი, შესაბამისად, ყოველთვის რეიტინგულია. ვფიქრობ, რომ ჩვენი ტანდემი ძალიან საინტერესო იქნება. მე დიდ პატივს ვცემ ბატონ ბიძინას და რამდენადაც ვგრძნობ, ისიც პატივისცემით არის განწყობილი.
– ის მაინცდამაინც არ სწყალობს ჟურნალისტებს, თქვენ როგორ მოიპოვეთ მისი ნდობა?
– არ ვიცი, ვერ გეტყვით. მას  საერთოდ არ ვიცნობდი, როდესაც თავის მეორე წერილში პოზიტიურად ვყავდი დახასიათებული. ეს იყო ჩვენი პირველი შეხება. ჩვენი ურთიერთობა არასდროს გასცდენია საქმიან ფორმატს, რომ გვქონოდა არაოფიციალური ურთიერთობა, სადაც კიდევ სხვა ურთიერთობები ყალიბდება.
– ტელევიზიის ნოსტალგია არ გაქვთ?
– არა, საერთოდ არ მაქვს. მე არ  ვარ ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგიურად რამეზე ან ვინმეზე შეიძლება გახდეს დამოკიდებული; შესაბამისად, არც იმ დროს, როცა არ  ვიყავი ტელეეთერში, არ მქონია ტელევიზიის ნოსტალგია. ჩემთვის მთავარია, ვაკეთებდე იმას, რაც მსიამოვნებს და  რაც არის სარგებლის მომტანი – იქნება ეს ტელესივრცეში, სახლის სავარძელში თუ კომპიუტერთან – არსებითად არ აქვს მნიშვნელობა.  ვერ ვიტყვი, რომ აქტიური ტელემაყურებელი ვარ, იშვიათად თუ ჩავრთავ კაბინეტში ტელევიზორს, უფრო  ინტერნეტსივრციდან ვიღებ ინფორმაციას.  
– აქ როგორი დირექტორი ხართ?
– ჩემი აზრით, მე ვარ ახალი ტიპის დირექტორი, რომელსაც აქვს ძალიან თავისუფალი ურთიერთობა თავის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებთან; საკუთარი თავისგან ვითხოვ იმაზე მეტს,  ვიდრე ვითხოვ სხვებისგან; ვერავის ვაპატიებ ტყუილს, უპასუხისმგებლობას; გადაწყვეტილებებს ვიღებ სწრაფად – ამ სამსახურს ეს განსაკუთრებულად სჭირდება.
– საკმაოდ მაღალ პოზიციაზე მუშაობს თქვენი მეუღლე, კახა ბექაური. მის სახელფასო შემოსავალზე ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში  ლეგენდებიც კი დადის.
– არ არის ეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური. კახა მარეგულირებელი კომისიის წევრია. ბიზნესორგანიზაციებში, მათ შორის, იმ ორგანიზაციებშიც კი, რომლებსაც დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აკონტროლებს, ბევრად მაღალი ხელფასებია.  კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანიზაცია არ არის სახელმწიფო ორგანიზაცია, ისინი არ ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ თანხას უხდიან მათი რეგულირების ქვეშ მყოფი ბიზნესები, ასე რომ, ეს თემა, ჩემი აზრით, სასაუბრო არ უნდა იყოს.
 – დღეს თქვენი და თქვენი მეუღლის საქმიანი  რეჟიმი იკვეთება?
–  არა, დღეს ჩვენი გზები საქმიან რეჟიმში აღარ იკვეთება. იმ წლებში, როცა  კახა ტელემენეჯმენტში იყო, მე კი ჟურნალისტიკაში, ჩვენი გზები ხშირად  იკვეთებოდა. როდესაც კახა გავიცანი, ის „პირველ არხზე” გენერალური დირექტორის მოადგილე იყო და მე იქ გადავედი „რუსთავი 2-დან.” მერე დადგა პერიოდი, როდესაც კახა იყო „მზის” გენერალური დირექტორი და მეც იქ ვიყავი, თუმცა მე უფრო ადრე გადავედი „მზეზე”. მერე იყო ისევ „პირველი არხი“, „მეცხრე არხი“, „მაესტრო“. მე არასდროს მქონია პრობლემა, როცა კახას დაქვემდებარებაში მიწევდა მუშაობა.  კახა არ იყო ლმობიერი დირექტორი, მით უმეტეს – ჩემთან. არ მახსოვს, სამსახურებრივ თემებზე კონფლიქტი გვქონოდეს, მაგრამ, მის  რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებდი; უფრო მეტიც, ის არის ჩემი ყველაზე მკაცრი შემფასებელი. ხშირად, ადამიანთა 99,99 პროცენტს მოწონებია რაღაც და კახა ყოფილა ერთადერთი, რომელსაც ჰქონდა  კრიტიკული თვალი, მას ვერ გამოაპარებდი ვერაფერს; ის, რაც შეიძლებოდა, სხვას არ შეემჩნია, კახას გამოცდილ თვალს შეუმჩნეველი არ რჩებოდა. კახა  ჰოროსკოპით „ქალწულია” და ამართლებს თავის „თვისებებს” – ძალიან სკურპულოზური და პედანტია (იცინის).
– თქვენი ზოდიაქო პასუხობს მის „მოთხოვნებს”?
– მე „ვერძი” ვარ და მაქვს ბევრი მამაკაცური თვისება. ეს ის შემთხვევაა, როცა  ჩვენ ჰოროსკოპებითაც „ვემთხვევით”  ერთმანეთს (იცინის).  
– ის წლები, როცა სოციალურად ძალიან აქტიური  ცოლ-ქმარი არ იყავით საჯარო სივრცეში, რთული გადასატანი იქნებოდა.
–  არ იყო ასე. მამაკაცისთვის უფრო რთულია სახლში ჩაჯდომა, მით უმეტეს – კახას ტიპის ადამიანისთვის, თუმცა, მას ჰქონდა თავისი მცირე ბიზნესი და მის მართვაში იყო ჩართული. ვფიქრობ, რომ ყველაფრიდან შეიძლება მიიღო საშენო შედეგი: მე სწავლა დავიწყე და მოვიცალე ბევრი ისეთი რამისთვის, რისთვისაც ადრე ვერ ვიცლიდი.  ის წლები  რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ პროფესიულად ვერ ვახდენდი რეალიზებას, მაგრამ, იმ წლებიდან იმდენი კარგიც მივიღე, მადლობაც კი მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც იმ პერიოდში დასაქმების საშუალება არ მომცა.  მიმაჩნია, რომ,  თუ ადამიანს რაიმეს გაკეთება, თვითრეალიზაცია უნდა, ამას ყოველთვის მოახერხებს.  გავიდა დრო და ყველაფერი შეიცვალა – დღეს ორივე ისევ აქტიურ რეჟიმში ვცხოვრობთ. სახლში ისე გვიან მივდივართ, თუ რამე განსაკუთრებული არ ხდება,  სალაპარაკო დროის მოძებნაც კი ჭირს (იცინის).    
– და, ამის გამო მარიამი „იჩაგრება”?
– არა, არ იჩაგრება – ვცდლობთ, რომ  შაბათ-კვირა მარიამთან ერთად გავატაროთ. ჩვენს სამსახურებს,  ჩვენი წარსული სამსახურებისგან განსხვავებით, სამუშაო დრო ლიმიტირებული აქვს  და შუაღამემდე არ გრძელდება. შესაბამისად, ჩვენ  გვაქვს თავისუფალი საღამოები. შაბათი და კვირა არის დასვენების დღეები, რომელიც შეგიძლია, შენი თავისთვის გამოიყენო. ცხოვრებაში  პირველად გვაქვს ასეთი სამსახურები. ამ დროს  საინტერესოდ ვითვისებთ:  დავდივართ სასეირნოდ, ვაწყობთ ჩვენს ახალ ბინას, რომელიც, როგორც იქნა, გვეღირსა. 12 წლის განმავლობაში  სულ ნაქირავებ ბინებში ვცხოვრობდით, ერთი ბინიდან მეორეში გვიწევდა ხოლმე გადასვლა, რაც არ იყო ადვილი.  ახლა, როგორც იქნა, გვაქვს ჩვენი ბინა „ლისი ვერანდაზე”. მართალია,  დიდი ბინა  არაა, მაგრამ, გვაქვს ძალიან კარგი გარემო. ისეა გაკეთებული, თითქოს სასტუმროში ცხოვრობ და ეს ძალიან მომწონს. დიზაინის ავტორი არის კახა, ის ჩემზე აქტიურად იყო ჩართული რემონტის ამბებში. არ დაგიმალავთ და, განსაკუთრებული ემოციები მაქვს, რადგან, ჩვენს ოჯახს პირველად აქვს საკუთარი ჭერი, მარიამს კი – საკუთარი ოთახი. ვინაიდან პატარა ბინაა, ხუთ-ექვს სტუმარზე მეტს ვერ მოიწვევ, ამიტომაც, სტუმრები მორიგეობით გვყავს. ოდესმე, თუ საშუალება გვექნება, ძალიან მინდა საკუთარი სახლი ეზოთი და გამწვანებით – ეს არის ჩემი ოცნება. ისე დამღალა თბილისის ხმაურმა და მტვერმა, ასეთი სახლი ქალაქიდან ცოტა მოშორებით მინდა რომ იყოს.   
– საზაფხულო არდადეგები სად გაატარეთ?
– თურქეთში, მაგრამ, აგვისტოში თბილისში სტენფორდის დემოკრატიის განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია ტარდებოდა, რომელსაც აუცილებლად უნდა დავსწრებოდი, ამიტომ, რვა დღეში დავბრუნდით უკან. მაინც საინტერესო და კარგი არდადეგები გამოგვივიდა. კახას ძალიან უყვარს აქტიური დასვენება, ექსტრემალური სპორტის ნაირსახეობები, წყლის თხილამურებზეც მარჯვეა, მე კი უფრო მშვიდი დასვენება მირჩევნია – ზღვა, პლაჟი, წიგნი და, აუცილებლად დეტექტივი, როცა ზღვაზე ვისვენებ, დეტექტივი უნდა ვიკითხო –  ეს ჩემი უცვლელი რიტუალია (იცინის).

скачать dle 11.3