კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ იგებს დღემდე ლექს-სენის მეუღლე და რატომ უწევს მას ხშირად სიამოვნების პიკზე უარის თქმა

ლექს-სენისთვის დღემდე ყველაზე საყვარელ საქმეს სტუდიაში მუშაობა, სიმღერის ჩაწერა წარმოადგენს. თუმცა, არსებული რეალობის გამო, ამას ისე დიდ დროს ვეღარ უთმობს, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ამ მხრივ, ისეთი აქტიური აღარ არის, ადამიანების ყურადღებას, თბილ დამოკიდებულებას ძალიან ხშირად გრძნობს. ისიც ცდილობს, საკუთარ მსმენელს შესთავაზოს როგორც ძველი, ცნობილი სიმღერების განახლებული ვარიანტი, ასევე ახალი სიმღერებიც ჩაწეროს.

– ცოტა ხნის წინ მეუღლესთან და შვილთან ერთად, ზღვაზე იყავი დასასვენებლად. დროის, საქმეების გამო, ალბათ, ოჯახს ერთად დასვენების ფუფუნება ხშირად არ გაქვთ.
– ეს მართლაც ფუფუნებაა ჩვენს რეალობაში. თუმცა, ჩემს ახლო მეგობარს ძალიან კარგი სასტუმრო აქვს კვარიათში, გვპატიჟებს ხოლმე და მივდივართ. შეიძლება ითქვას, ეს პრობლემა მოგვარებული გვაქვს. საოცარი ადგილია, ჩემთვის მისაღები, ზღვის, მთის ჰაერი ერთად. თან, გაგვიმართლა, ჩვენს იქ ყოფნას კარგი ამინდები დაემთხვა. ბავშვი ძალიან ბედნიერი იყო. ჯერ პატარაა, მაგრამ ნელ-ნელა სწავლობს ცურვას. ისეთ გარემოში დავისვენე, როგორშიც მე მიყვარს: ჩემი წრე, მეგობრები, სიმშვიდე, ყოველ საღამოს ღვინო, ლუდი, პოლემიკა, საუბარი, მოკლედ, როგორც მჩვევია.
– რომანტიკაც იყო?
– რა თქმა უნდა.
– ბუნებით რომანტიკოსი ხარ?
– რატომღაც აღარ ვარ რომანტიკული. ადრე, შეიძლება, უფრო ვიყავი, მაგრამ ეს ცხოვრება გიმახინჯებს ფანტაზიას. რომანტიკას სიფაქიზე ახასიათებს, უფრო სხვა რაღაცეები უნდა... მეუღლეც მეუბნება ხოლმე: ადრე უფრო იყავი რომანტიკულიო. ახლაც მეგობრებმა დამპატიჟეს ჩანჩქერის სანახვად, მაგრამ მე ასეთ რაღაცეებზე ვამუხრუჭებ. მეუღლე ჩემზე მეტად რომანტიკულია. როცა ვმუშაობ, რაღაცას ვაკეთებ, ზუსტად იმ მომენტში დგება და ვიცი, რომ სადღაც 10 წუთში, შემოვა ლანგრით ხელში: ყავას, ჩაის, ნამცხვარს შემომიტანს. მაქსიმალურად მიწყობს ხელს და ზუსტად ხვდება, როდის რა მინდა. ახლაც, რომ ვისვენებდით, მივდიოდი სათევზაოდ, მომყვებოდა: ეს ხომ არ გინდა, ეს ხომ არ გავაკეთოთ. ყველაფერი ჰარმონიულად მიდის, დრომაც გამოგვწრთო ორივე. ისეთი ადამიანია, რომ მითქვამს: ეს ხომ შენია და ის მეუბნება: ჩვენია, ჩვენი.
– ოჯახის შექმნა მაინც ერთგვარი რისკია. თან ამას, თქვენს შემთხვევაში, დაემატა ისიც, რომ მეუღლე უცხო ქვეყნიდან ჩამოიყვანე, სულ სხვა გარემოში მოუწია მას ყოფნა, ახლობლების, მეგობრების გარეშე.
– ასეთ დროს მაინც პირველი ეტაპი არის სწორად შერჩევა და მერე უკვე შენზეა ბევრი რამ დამოკიდებული. კაცია მაინც ოჯახში დრაივერი, როგორ წაიყვანს ოჯახს, ეს მასზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გამართლებაც არის და პლუს ამას ის, რომ ადამიანში ბევრი რამ სწორად უნდა შეაფასო. სირთულეები მაინც იქნება, მეც მქონია. ეს სირთულეები იმისთვის არის, რომ ჩვენს ცხოვრებაში, ცნობერებაში შემოდის ნოვაცია, ისეთი რაღაც, რის შესახებაც მანამდე წარმოდგენა არ გქონია. შენ რომ დიდი ყანწები მოგწონს, თურმე, შენს მეორე ნახევარს ეს არ მოსწონს და იდეაში კონფლიქტი იბადება. თუ ჭკუა გაქვს და ვაჟკაცობა გყოფნის, უნდა მიხვდე, რა გააკეთო, რადგან მას ვერ გადაიყვან შენს ყაიდაზე და ეს სწორიც არ იქნება.
– შენი მეუღლე, დარწმუნებული ვარ, ძალიან განიცდის უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
– ძალიან განიცდის და შეიძლება ითქვას, რომ მასზე მეტად მე განვიცდი. შინაგანად ძალიან ნერვიულობს, მის ძმებს არმიაში იძახებენ... ვუთხარი: წავალ, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. შენს ძმებსაც წავიყვან – ქართველებს ომის დიდი გამოცდილება გვაქვს, მთელი ცხოვრება ომში ვართ. გაგიჟდა, არ მიშვებდა: ხომ არ გადაირიეო. სერიოზული კონფლიქტი მოგვივიდა. ბოლოს ვუთხარი: ვიხუმრე-მეთქი. ვიცი, შენი ხუმრობაო. იცის, როცა რაღაცას ვიტყვი, იმას აუცილებლად გავაკეთებ. გულის სიღმერში ძალიან განვიცადე. მორალურად, რაც შემეძლო, გავაკეთე. ჩემს სიმღერასაც დაუბრუნდა აქტუალურობა, რომელიც რუსეთის მისამართით დავწერე.
– რასაც უნდა აკეთებდე, მუსიკა მუდმივად შენ გვერდითაა – ამას ვერ გაექეცი.
– სამწუხაროდ – არის, ვერაფერს ვუშველი. იდეები სულ მოდის. ამდენი დრო გავიდა და დღესაც ხალხი თბილად მხვდება. ზღვიდან რომ ამოვდიოდი, მეუბნებოდნენ: „ფოტოების გადაღება შეიძლება თქვენთან?“ ჩემი ცოლი ამას ცოტა ვერ იგებს: რა არის, რატომ არ გასვენებენო. მე ვეუბნები: არ შეიძლება, ადამიანი რომ მოდის, გესაუბრება, ფოტოს გადაღებას გთხოვს, უარი უთხრა, ცუდად მოექცე-მეთქი. ეტყობა, ეჭვიანობის მომენტი აქვს, რადგან ძირითადად, გოგონები მოდიან, თან, საცურაო კოსტიუმებით: „შეიძლება ფოტო გადავიღოთ თქვენთან?“ მეც ვეხუმრები: რა გინდა, მშვენიერი გოგონა იყო-მეთქი. და ამაზე გიჟდება. რაც შეეხება მუსიკას, ეს ყოველთვის  ჩემთანაა. ქალაქიდან გასვლა ბევრ ახალ იდეას ქმნის, განსაკუთრებით, როცა სიცარიელეა, სიჩუმეა... ამ სიჩუმეში უფრო მეტად მოდის მუსიკა, რიტმი, მერე ამას ვიმახსოვრებ. ახლა ვაკეთებ ჩემი ერთ-ერთი ძველი სიმღერის რემიქსს – აქამდე ასეთი რამ არ გამიკეთებია. არანჟირება უკვე დამთავრდა, ჩაწერას ვიწყებ და მალე მოევლინება დღის შუქს. წესით, ურიგო არ უნდა იყოს. გარდა ამისა, მე და დათო კენჭიაშვილს საინტერესო მონახაზი გვაქვს, ვმსჯელობთ ამაზე, შეიძლება, ორიგინალური რაღაც გავაკეთოთ. დათოს იდეაა და ჯერჯერობით არ მინდა, რამე ვთქვა, გავუსწრო მოვლენებს.
– არაფერს გეგმავთ შენ და შენი ძმა მინდოზა? დღემდე აქტუალურია შენი სიმღერიდან ფრაზა: „ჩემი ძმა, ჩემი მინდოზა...“
– მინდოზა ის კაცია, რომელიც საჭირო კაცია. როდესაც კონცერტი მაქვს, ჩემი ბეგრაუნდი ყოველთვის ჩემთან არის. მხოლოდ მინდოზა არ არის, რამდენიმე კაცია. ამ სეზონზე ყველაფერი გაყინული იყო, თორემ გვინდოდა კონცერტების ჩატარება. ზოგი ელოდება, რომ შენ შესთავაზო რამე. არადა, პირიქით, ვისაც დარბაზი აქვს ან კლუბი, წესით, მან უნდა შემოგთავაზოს  სივრცე: მოდი, ეს გავაკეთოთ. მაგრამ, ყველას რაღაც შიში აქვს: გამომივა, არ გამომივა. რამდენი ხანი გავიდა და ჩვენი ქვეყანა მაინც პარალიზებულია, ამნეზიაში, მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვდივართ.
– კიდევ წერ ლექსებს?
– ბევრი ახალი ლექსი მაქვს, მინდა, დაგროვდეს კიდევ. რაც მოდის, იმას არ ვუშვებ არსად. ყველა გარემო სხვადასხვა ემოციას იწვევს, შენც ენთები, ემოცია, ტემპერატურა მატულობს და ეს მერე პროდუქტზეც აისახება. სტუდიაში მუშაობისას ყველაფერს ვწყდები. მერე ისე გიტყდება, რომ უნდა მობრუნდე და უკან მოიხედო. როცა ვმუშაობ, მაშინ წინ ვარ, ძალიან წინ და სტუდიიდან რომ გამოვალ და გამოვიხედები: უკან ვცხოვრობთ – ეს არის მარაზმი. იქ თავისუფლად ვარ, ჩემს მუღამში, ვაჯაზებ. იქ მინდოზაა, იქ პეპე უბერავს და ამ დროს კი ვიღაც გირეკავს, გეძახის, ან ტელევიზორს უყურებ და ეგრევე უკან ცხოვრებას იწყებ. წინ ცხოვრება კი მიყვარს, კარგია, მაგრამ შეგნებულად ვიზღუდავ. ერთგვარი შიშია, რომ ეს მუშაობა დაკარგული არ აღმოჩნდეს. ამის გარდა, ხომ ბევრ რამეს ვედებით: იქ უნდა ვიყო, იქ რაღაც უნდა ვიშოვო, ვიყიდო, გავყიდო, ბავშვს რაღაც უნდა. არ მინდა გადავდო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ამიტომ, ისევ სტუდიაში მუშაობას ვაკლებ დროს, არადა ეს სიამოვნების პიკია, ყველა საქმეს მაკეთებინებს.
– ძველი დროიდან, ალბათ, მხოლოდ ამის ნოსტალგია გაქვს.
– მაშინ საჭიროებაც ასეთი იყო. ყოველთვის ვამბობ: პრინციპი – ახალი ცოცხი კარგად გვის – კარგია,  მაგრამ ძველმა შეიძლება, უფრო დიდხანს გაძლოს. ბებიაჩემის შეკრული ცოცხი დღემდე მინახავს და ახალი თურქული ცოცხებიც, რომლებსაც ძაფები ცვივა და ცვივა. არ მაქვს, საბედნიეროდ, ნოსტალგიური მომენტი, არც შიში. იმდენად სრულყოფილად, კარგად გავაკეთე ყველაფერი, რომ წუნი არ ყოფილა. რამდენიმე დღის წინ ერთი ქალი გადამეხვია: ჩემს შვილიშვილს ძალიან უყვარდიო – ეს დიდი ბედნიერებაა და იმასაც ნიშნავს, რომ ეს დიდი წონაა. ამ წონის აწევა ვიღაცამ უნდა შეძლოს, გაიმეოროს – თუმცა, არ არის მარტივი. ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს.
– რა იყო შენს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი?
– იმას არ ჩავთვლი, რაც პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა: ვიღაცამ მესროლა, რაღაც მოვიტეხე, ვკვდებოდი, საავადმყოფოში ვიყავი, რეანიმაციაში ამოვყავი თავი. მაშინ უკეთ გავაცნობიერე, რომ სიცოცხლე საჭიროა. მაგრამ ყველაზე მძიმე პერიოდი იყო მაშინ, როცა დავოჯახდი. ყოველთვის ჩემი კისრით ვშოულობდი ფულს, საჭმლისთვისაც, გასართობადაც, გოგოს დასაპატიჟებლადაც. მაგრამ, თურმე, ოჯახისთვის ეს არ არის საკმარისი. თან, შოუ-ბიზნესი ჩიხში შედიოდა, ამ მხრივაც პრობლემები იყო. მაშინ საკმაოდ კარგი ავტომობილი მყავდა, „ბეემვეს“ მარკის. ზოგადად, მანქანისტი კი ვარ, ძალიან მიყვარს, მაგრამ გავყიდე ჩემი შავი „ბეემვე“ იმ იმედით, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მახსოვს, ჩემი მეგობრები ძალიან მეხმარებოდნენ, მათი დახმარებით ძველი „09“ ვიყიდე და იმით გამოვიყვანე ბავშვი სახლში. ასეთ დროს სარკეში ხედავ, ადამიანები როგორები არიან. ვიღაც დაგინახავდა სამშობიაროდან ბავშვი „09-ით“ გამოგყავს, იტყოდა: ნახე, ეს დებილი რა მანქანით დადის. არადა, გუშინ „ბეემვე“ რომ მყავდა, მაშინაც იტყოდა: ნახე, ეს დებილი რა მანქანით დადის. უბრალოდ, ამ ორ შემთხვევაში, ინტონაციაა განსხვავებული. ეს კიდევ ცალკე წნეხია, ამას სხვა რაღაცეებიც ემატებოდა. მაგრამ, უფრო მეტად ამანთო, დაგეშილი მგელივით ვიყავი, რომ რამე შემექმნა: ეს მეკუთნის, ეს ჩემია. ეს პერიოდი იყო ყველაზე რთული და საბედნიეროდ, გადავლახე. დღეს აღარ მაქვს ისეთი გაჭირვება და პირიქით, ვცდილობ, სხვებს დავეხმარო.

скачать dle 11.3