კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში დახარჯა სერგო მესხმა ბიუჯეტიდან ხელფასის სახით მიღებული მილიონი ლარი და რატომ არ გააჩნია არც ანაბარი და არც უძრავ-მოძრავი ქონება ორი საცხოვრებელი ბინის გარდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრი, მაია ნადირაძის კოლეგა, სერგო მესხი 1978 წელსაა დაბადებული თბილისში. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ არის მითითებული, სად მიიღო მან საბაზისო საბაკალავრო განათლება, მხოლოდ ის წერია, რომ 2000-2002 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტის მაგისტრატურაში სწავლობდა. ხოლო 2003-2005 წლებში, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის განხრით.  ხოლო 2003 წელს სრული სასწავლო კურსიც გაუვლია ფინანსურ აღრიცხვაში. 2010 წლიდან სწავლა გაუგრძელებია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტურაში – ამჯერად ეკონომიკის ფაკულტეტზე. თუმცა მისი შრომითი ბიოგრაფია ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დაწყებულა – 2001-2004 წლებში ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში მუშაობდა.  2004  წელს, რატომღაც,  უშიშროების სამინისტროში გადაუნაცვლებია, სამსახურის უფროსად, იმავე წელსვე – გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე, სამსახურის უფროსად. 2005 წელს კი პრეზიდენტთან არსებული სსიპ „განვითარებისა და რეფორმების ფონდის“ სამეურვეო საბჭოს წევრი გამხდარა; 2006 წელს – სსიპ „განვითარებისა და რეფორმების ფონდის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც (2008 წლამდე). იმავდროულად, 2005–2007 წლებში, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსად, ხოლო 2007 წელს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ დააწინაურეს, აი, 2008-ში კი უკვე – ენერგეტიკის მინისტრის პირველ მოადგილედ, ოღონდ იმავე წელს კონტროლის პალატაში გადაიყვანეს, სადაც 2010 წლამდე კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა. რატომღაც, სემეკის გვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში არ არის მითითებული, თუ როდიდან გახდა ბ-ნი მესხი სემეკის წევრი, თუმცა ამ ინფორმაციას ვიგებთ მის მიერ შევსებული დეკლარაციიდან – ეს ბედნიერება მას 2010 წელს ეწვია (ბედნიერება, ვინაიდან იმ წლიდან მოყოლებული მისი წლიური სახელფასო შემოსავალი 200 000 „ს ჩემ ტო“ ლარის ფარგლებში მერყეობს).
რაკი სტაჟიანი ჩინოვნიკია, სერგო მესხის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება, რომელიც მან იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის რანგში შეავსო. იმხანად ის დედასთან, ქ-ნ იზაბელასთან და 1983 წლის 27 იანვარს დაბადებულ დასთან, ვარვარასთან, ერთად ცხოვრობდა და მათი ერთადერთი უძრავი ქონება – საცხოვრებელი ბინა რუსთავში (15 000 ლარად ღირებული) – ქ-ნ იზაბელას ეკუთვნოდა. მასვე ჰქონდა ნაღდი ფული – 5 000 აშშ დოლარი. 2005 წელს შევსებულ დეკლარაციაში სერგო მესხს ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს დედა და 1984 წლის 24 იანვარს დაბადებული და – ნინი მესხი. რაც შეეხება შემოსავლებს: 2004 წელს ბ-ნმა მესხმა ოთხი სამინისტრო გამოიცვალა და, საერთო ჯამში, ხელფასის სახით, აიღო 8 000 ლარამდე და კიდევ გრანტის სახით – 16 717 ლარი. ხოლო უშიშროების სამინისტრომ ჯილდოდ 800-ლარიანი ცეცხლსასროლი იარაღიც გადასცა. 2006 წელს სერგო მესხი დაოჯახდა, ხოლო, წლიურ ხელფასად, როგორც შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, 28 740 ლარი აიღო. 2007 წელს სერგო  მესხი უკვე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეა და მისმა წლიურმა სახელფასო შემოსავალმა 42 000 ლარი შეადგინა. 2008 წელს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეობაც მოასწრო და კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეობაც. ამ ორივე სამუშაო ადგილას მისმა წლიურმა სახელფასო შემოსავალმა 37 500 ლარი შეადგინა. 2009 წლის განმავლობაში სერგო მესხმა, როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილემ, 75 500 ლარი აიღო, ხოლო მისმა დამ – ნინო მესხმა, როგორც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ლაბორანტმა, 7 700 ლარი. 2010 წელს სერგო მესხს პირველი ქალიშვილი ეყოლა – ნია მესხი, თუმცა ოჯახის წევრთა ჩამონათვალში მეუღლე მითითებული არ ჰყავს (ის კვლავ დასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს). რაც შეეხება შემოსავლებს: იმ წელს, როგორც კონტროლის პალატის თავჯდომარის მოადგილემ, 36 978 ლარი აიღო, ხოლო, როგორც სემეკის წევრმა – 172 213 ლარი, ხოლო ნინო მესხმა აწ უკვე, როგორც ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, 16 924 ლარი. 2011 წელს სერგო მესხს მეორე შვილიც შეეძინა – ემი მესხი და კვლავ დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობს. რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს: სერგო მესხმა, როგორც სემეკის წევრმა 265 050 ლარი აიღო, ხოლო მისმა დამ – 19 802 ლარი. სულ ბოლო დეკლარაცია სემეკის წევრმა 2013 წელს შეავსო, რომლიდანაც ვიგებთ, რომ სერგო მესხს აქვს საცხოვრებელი ბინა თბილისში, საგარეჯოს ქუჩაზე, 220 კვ. მ. ფართობის და ასევე, მიცკევიჩის ქუჩაზე, 70 კვ. მ. ფართობის.  თუმცა, 2012 წლის განმავლობაში, როგორც სემეკის წევრმა, 279 000 ლარი აიღო, ხოლო მისმა დამ, როგორც ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, 22 290 ლარი. სავარაუდოდ, იმავე ოდენობის ხელფასი აიღო სერგო მესხმა 2013 და 2014 წლებშიც.

скачать dle 11.3