კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მკაცრდება რეგულაცია თბილისში ხმაურზე და ვინ დაჯარიმდება მოქალაქეთა ძილის დაფრთხობისთვის 1 000 ლარით

ძალიან მალე ღამის თბილისის სიმშვიდესა და  მოქალაქეთა დამფრთხალ ძილზე თბილისის საკრებულოს ზედამხედველობის ინსპექცია იზრუნებს. დამოუკიდებელი დაპუტატის, ალეკო ელისაშვილის ინიციატივით, საკრებულო დედაქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ სივრცეში ხმაურზე რეგულაციების გამკაცრებაზე იწყებს მუშაობას. დეპუტატის ინიციატივით, რესტორნებსა და ბარებში ღამის 11 საათიდან  ხმაურზე მკაცრი კონტროლი დაწესდება.  როგორ იმუშავებს ახალი ინიციატივა თბილისურ რეალობაში, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა, ნაქეიფარ ქართველ მამაკაცებს ღამის სერენადების გაკონტროლება და მათი  55 დეციბელის ფარგლებში მოქცევა რომ მოუწევთ, ეს  ფაქტია. როგორ დაწესდება რეგულაციები და  ვინ გააკონტროლებს აკრძალვებს, რომელსაც, ასევე, დაექვემდებარება ღამის ფოირვერკები, რაც ძველი თბილისის მორყეულ სახლებს ისე აზანზარებს, თითქოს ზარბაზნიდან უტევენ, ამის შესახებ თავად ინიციატივის ავტორს, ალეკო ელისაშვილს გავეასუბრეთ.

 ალეკო ელისაშვილი:
რეგულაციის ეს წესი, დავაწესოთ ზედამხედველობა ხმაურზე საზოგადოებრივ სივრცეში ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე, საკრებულოს დადგენილებით,  2004 წლიდან არსებობს, თუმცა, სანქცია არ იყო დაწესებული და არც  მის აღსრულებაზე  უზრუნია ვინმეს. საკრებულოში ასეულობით წერილია შემოსული – ხალხი შეწუხებულია ხმამაღალი მუსიკით,  ხმაურით, რაც რესტორნებიდან,  ბარებიდან გამოდის და დახმარებას ითხოვს. ეს არის საერთო ურბანული პრობლემა,  რომლის მოგვარებაც აუცილებელია. საზოგადოებრივ სივრცეში ხმაურის აკრძალვა უკვე აუცილებლობად იქცა, რადგან, ადამიანებს ფიზიკურად აღარ შეუძლიათ ცხოვრება იმ ადგილებში, სადაც ახლოს რესტორნები და  ბარებია. ტყესთან რომ რესტორანია, იქ რეგულაცია არ დაწესდება, ციყვები ჩვენთან საჩივარს ვერ შემოიტანენ. ახლა ვსწავლობთ ევროპული ქალაქების გამოცდილებას, სადაც რესტორნებისა და მსგავსი დაწესებულებების მუშაობის რეგულაციები მერიის მიერ გაცემული ნებართვებით ხდება. პირადად მე არც ხმის გამზომი ვარ და არც ზედამხედველი, მე ვარ ამ იდეის ინიციატორი, დანარჩენი – საკრებულოსა და საზოგადოების აქტიურობაზეა.  ჩვენ არ მივიღებთ  გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად,  ისე, როგორც ადრე იყო. საკრებულოში მოვიწვევთ ბარ-რესტორნების მფლობელებს, ბაიკერებს, ფოირვერკების გამშვებ კომპანიებს და ადამიანებს, რომლებიც შეწუხებული არიან ხმაურით; გავითვალისწინებთ ყველა მოსაზრებას და მერე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. აბა, ასე გაგრძელდეს? რა გააკეთონ გომის, ლესელიძის,  ქიაჩელის, ტაბიძის ქუჩების მცხოვრებლებმა? არ დაიძინონ ღამით? აქამდეც ყველა ჩიოდა, რომ, ძალიან ხმამაღალი მუსიკის გამო, მათი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, ამ ქუჩებიდან  უამრავი საჩივარია შემოსული. ხალხი დანევროზებულია, პატრულის გამოძახება საქმეს არ შველის.  მოტოციკლებს, მანქანებს უნდა ჰქონდეთ მაყუჩები. ღამით რომ შეიკრიბებიან ბაიკერები და აბღუილებენ მოტოციკლებს,  ხალხს  უჭირს ცხოვრება. არანაირი რეგულაციები არ არსებობს ფოირვერკებზე, რომლებიც  ღამის საათებში ჩვეულებრივი რამ გახდა – კაცი კარგ ხასიათზეა და, მიდი, ღამის 2 საათზე დააბუთქუნებს ფოირვერკს! ასე ქაოტურად არ შეიძლება,  საკონცენტრაციო ბანაკებში არ ექცეოდნენ ასე ხალხს.   
–  როგორი იქნება სანქციები?
– მკაცრი. მიმაჩნია, რომ მინიმალური ჯარიმა უნდა იყოს 1 000 ლარი, რომ ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს. პირდაპირ ჯარიმებამდე, ალბათ, არ მივა საქმე და, ჯერ გააფრთხილებენ ბარებისა და რესტორნების მფლობელებს, რომ დაიცვან რეგულაციის წესი.  ჯარიმა არაა კარგი, მაგრამ, სხვანაირად არ გამოდის საქმე. ბიზნესიც ვაკეთოთ, ბატონო, დავხარჯოთ კიდეც ფული ჩვენი სიამოვნებისთვის, მაგრამ, არ შევაწუხოთ ერთმანეთი და ძილის საშუალება მივცეთ ადამიანებს.   
– ვინ გააკონტროლებს, ვინ გაზომავს დეციბელის ზღვარს?
– დეციბელს მიყურადებით ვერ დაადგენ, არსებობს  სპეციალური აპარატი,  რომლითაც შეიძლება დადგენა აღწევს თუ არა ხმაური დადგენილ ნორმას – 55 დეციბელს. ამ აპარატებით ისარგებლებენ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც დაეკისრებათ კონტროლი. ეს ინიციატივა ისე არ გაიგოთ, რომ ადამიანებს სახლში არ ექნებათ ქეიფის, მოლხენის საშუალება და მათ შეუვარდებათ ზედამხედველობის სამსახური, არა! ხმაური სხვას არ უნდა აწუხებდეს. მართალია, არსებობენ ისეთი ტიპის ადამიანები, რომლებიც ყველაფრით წუხდებიან, მაგრამ, ამის დარეგულირებაც შესაძლებელია. 
– როგორ წარმოგიდგენიათ, ღამით, რესტორნიდან გამოსულ მოქეიფეები, ღამის სერენადების „შესრულებისას,” დეციბელების განსაზღვრას  დაიწყებენ?
– ეგრე არ არის. შენ  თუ სიმღერა და ქეიფი გინდა, ვიღაცას ეძინება. რომ გამოდგებიან ძველ თბილისში, სადაც ხის გადახურვებია და ხმამაღალ გუგუნს დაიწყებენ, იქ მცხოვრებლებმა რა დააშავეს?! 55 დეციბელი ცოტა არაა. სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მეგულება ადამიანი, ვისი სიმღერის ხმაც 55 დეციბელზე მეტია, ამ ზღვრამდე თუ „აუწია” ვინმემ სიმღერას,  არა მგონია, ის დასაჯარიმებელი იყოს (იცინის),  ეს უფრო რესტორნებსა და ბარებში ხმამაღალ მუსიკას ეხება. 
– ძალიან ბევრს საცხოვრებელ ბინებშიც კი  აწუხებს  ახლოს მდებარე დაწესებულებების მძლავრი ვენტილაციის  ხმაური, რომელიც მუდმივ რეჟიმშია ჩართული და, გგონიათ, თვითმფრინავში ცხოვრობთ.  სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი ხმაურის გამუდმებით მოსმენა ჯანმრთელობისთვის არის სახიფათო. რა სტანდარტები შეიძლება დაწესდეს ამ მხრივ?  
– ეს ცალკე რეგულაციის თემაა, ამ თემით შეწუხებული არაერთი ადამიანი მოსულა ჩემთან. ვაჟა-ფშაველას გამზირის მოსახლეობა დაწესებულებების კონდიციონერების ხმაურით ისეა შეწუხებული, პრობლემის გადაჭრას ჩვენგან ითხოვენ.   კონდიციონერების თანამედროვე პირობებში, იზოლაციის ისეთი მაღალხარისხიანი საშუალებები არსებობს, მათი მეშვეობით ნამდვილად შეიძლება ხმის  ჩახშობა ისე, რომ  მოქალაქეები არ შეწუხდნენ. გაუკეთონ, ბატონო, დამცავი საშუალებები, ყუთები – რა ვიცი, უამრავი რამ შეიძლება იყოს გამოყენებული, თუ ამისი  ნება ექნებათ იმ ორგანიზაციების მეპატრონეებს, ვინც მოქალაქეებს მშვიდი ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ; ვისაც ეს ნება არ ექნება, მათთვის იმოქმედებს რეგულაციის ის  წესი, რომელიც აქამდე არ სრულდებოდა, მაგრამ, ალბათ, ახლო მომავალში  სანქციებით იქნება გამკაცრებული.

скачать dle 11.3