კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰუმანიზმის აბები

სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი

მაშინ, როდესაც საზოგადოებაში დიდი სჯა-ბაასია ამტყდარი, უნდა დაჯარიმდეს თუ არა შეურაცხყოფის მიყენება (უმეტესად, რატომღაც, ამ პერსპექტივამ აღშფოთება გამოიწვია, თითქოს ვინმე უცხოს ეთქვას: „ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად – ზრდილობაო“), შევიტყვეთ, რომ, ამასობაში, აღმაშენებლის ნომერ 181-ის მცხოვრებლებს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა სკოლა-ბაღის კარი შეუდუღებიათ, რომელიც მეზობელ საერთო ეზოში გადის. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ მათი სუსტი გულები, თურმე, ვერ უძლებს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების დანახვას (გულჩვილები ეგენი!). თუმცა, რეალურად, სავარაუდოდ, მიზეზი მეტად პროზაულია: საცხოვრებელი სახლის ეზო სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლების მანქანებისგან განტვირთეს.
სახელდობრ, ერთ-ერთი, უშუალოდ შემდუღებელი თუ არა, ამის აშკარად თანამგრძნობი, აცხადებს: „… აგეტირებოდა, ზოგი ისეთი ბავშვი იყო. ეგეც იყო. მე მგონი, სიბრალულის გრძნობა უფრო იყო, ვიდრე ეზოს გადატვირთულობა“.
საქმე კი შემდეგნაირადაა: „სკოლაში შესასვლელი ძირითადი გზა ბორჯომის ქუჩიდანაა, რომელიც, ასევე, საერთო ეზოზე გადის, ხოლო აღმაშენებლის გამზირის მხარეს დატანილი კარი სათადარიგოა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში იყენებდნენ. სწორედ ამ კარიდან შემოდიოდნენ ეტლით მოსარგებლე ბავშვები.“
შესაბამისად, ეტლით მოსიარულე ბავშვების მშობლებს, „გულჩვილი“ მოსახლეების გამო, შვილების სკოლის ეზომდე მიყვანა ხელით უწევთ.
შესაძლოა, კანონი მაცხოვრებლების მხარესაც იყოს, თუმცა, ის კი აშკარაა, რომ არაერთ ჩვენს თანამოქალაქეში ადამიანის გასაღვიძებლად, სპეციალური აბების, ისინი რომ არსებობდეს, მიღება სავალდებულო  უნდა გახდეს! –

скачать dle 11.3