კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ასე ვერ იწრთობოდა „ფოლადი“

„მეფე ვარ და მინდა“?!

თუკი არჩევნებამდე საპრეზიდენტო კანდიდატი ბ-ნი მარგველაშვილი ირწმუნებოდა, რომ პლასტელინის იყო, არჩევის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გადაწყვიტა, რომ ფოლადისა გამხდარიყო, თუმცა, როგორც ბოლო პერიოდში დატრიალებული მოვლენები ადასტურებს, გარდასახვის პროცესი რთულად მიმდინარეობს. –
ან კი როგორ არ გართულდებოდა, როდესაც საქმე მარტივ ლოგიკაშია: თუ ვივარაუდებთ (თუმცა რაღა ვარაუდი, ფაქტია, რომ ასე იყო), რომ ის პრეზიდენტის სკამზე მხოლოდ იმ დამსახურებით მოხვდა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოეწონა (სხვა საქმეა, კარგია თუ ცუდი სხვისი მოწონებულის პრეზიდენტად არჩევა), ამომრჩველმა კი სწორედ ამ მოწონების გამო მოიწონა (რაც პირადად მე არ მომწონს და კიდეც ეწინააღმდეგება თავისუფალი არჩევნის პრინციპს), გამოდის, რომ მისი ქცევაც მთავარი მომწონებლის მოსაწონი უნდა იყოს. ხოლო, რაკი არ აღმოჩნდა, მოვლენებიც ლოგიკურად განვითარდა.
ასეა თუ ისე, თუკი პრეზიდენტობის კანდიდატი გვპირდებოდა, რომ საპრეზიდენტო სასახლეში არ შევიდოდა (ზედმეტი ფუფუნებააო) და ათონელის ქუჩაზე მოკრძალებულ რეზიდენციას დაჰყაბულდებოდა, პრეზიდენტი შევიდა (ახლოდან, ეტყობა, ფუფუნება ეამა), ხოლო, სულ ახლახან ისიც გავარკვიეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ათონელზე მშენებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადასვლას არ აპირებს.
ეს ამბავი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთავრობისთვის 21 ივლისს გაუმხელია, შესაძლოა, ინსტრუქციაც მიაყოლა, თუმცა ჩვენთვის არგადასვლის მიზეზები არ გაუმხელიათ.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, არ არის გამორიცხული, მოვლენები გაეროს კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ სამიტზე საინტერესოდ და დრამატულად განვითარდეს. იმას გარდა, რომ, თუკი აქამომდე ასე ვიცოდით: „მეფე ხარ და ხამს“, აწ უკვე ლოგიკა ასეთია: „მეფე ვარ და მინდა“!
ან, შესაძლოა, საქმე გაცილებით მარტივადაც იყოს: იქნებ ფოლადის გამოწრთობა მხოლოდ საპრეზიდენტო სასახლის ფუფუნებაშია შესაძლებელი?!

скачать dle 11.3