კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი დამსახურებით გაიცნო ზალიკო ბერგერმა რობერტო კავალი და რატომ თქვა უარი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე

ზალიკო ხეცურიანს იგივე ბერგერს, წელს ძალიან კარგი დასვენება გამოუვიდა. ნახევარი ევროპის მოვლის შემდეგ დედაქალაქში ახლახან დაბრუნდა. როგორც თავად გვითხრა, თბილისში ემოციებით დატვირთული ჩამოვიდა და არაერთი თავგადასავლი გადახდა თავს. იბიცათი მოხიბლული დიზაინერი, ევროტურის შესახებ და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

– ზალიკო, თვალს ვადევნებ თქვენი „ფეისბუქის“ გვერდს და საკმაოდ დიდი ხანია, მოგზაურობთ.  როგორ დაისვენეთ?
– არაჩვეულებრივად დავისვენე, თვე-ნახევარზე მეტი უცხოეთში ვიმყოფებოდი. ვიყავი: ვარშავაში, ბერლინში, ბარსელონაში, ამსტერდამში, როტერდამში, რომში, იბიცაზე და საბოლოოდ ერთი თვით იტალიაში დავბინავდი.
– ეს მოგზაურობა მხოლოდ ტურისტული იყო თუ საქმიანი ვიზიტით იყავით წასული?
– ვარშავაში, საქართველოს საელჩოში, ივნისის ბოლოს გავაკეთეთ დაუნის სინდრომით დაბადებულ ბავშვთა მხარდასაჭერი ჩვენება. იქ გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა, მთლიანად გადავურიცხეთ  არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილებს“. ეს ჩვენება დიზაინერ ანა ჩანგიანთან ერთად გავაკეთე. დანარჩენი დრო, ძირითადად, დასვენებას დავუთმე. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქსოვილების შესაძენად დავდიოდი, კონტაქტები კიდევ გავიღრმავე და ასე შემდეგ. უფრო დავისვენე.
– ვისთან ერთად იყავით წასული?
– მეგობრებთან ერთად ვიყავი  ვარშავაში, ბერლინში, ამსტერდამსა და ბარსელონაში. ვისვენებდით, თან ბიზნესის კუთხით რაღაც შეხვედრებიც გვქონდა. იბიცაზე სხვებთან ერთად ვიყავი, მაგრამ ისინიც მეგობრები არიან.
– ალბათ, თითოეული ქვეყანა საინტერესო იყო. ამ მოგზაურობიდან ყველაზე მეტად რომელი ადგილით მოიხიბლეთ?
– ყველაზე მეტად იბიცა მომეწონა, ნამდვილად აღფრთოანებული ვარ მისით. მანამდე  რაც მსმენოდა იბიცაზე, ბევრად უფრო კარგი დამხვდა. ყველა შეხედულებამ და მოლოდინმა ნამდვილად გაამართლა, ულამაზესი კუნძულია და ძალიან კარგია გართობისა და დასვენების მხრივ.
– ვიცი, რომ ბარსელონიდან კმაყოფილი არ წამოსულხართ, რატომ?
– უკმაყოფილო ვიყავი, პირველივე დღეს ტელეფონი მომპარეს, მეორე დღეს საფულეს პარავდნენ ჩემს მეგობარს. ძალაინ ტურისტული ქალაქია, მაგრამ სულ იმის განცდა, რომ ვინმემ  რამე  არ მოგპაროს, ცუდია. ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა უნდა იარო, ეს საშინელებაა.  ტელეფონის დაკარგვამ პირველივე დღეს ისეთი ცუდი შთაბეჭდილება შემიქმნა, რომ უკვე აღარაფერი მომწონდა (იცინის). სასაცილო იყო მეორე დღე, მეგობრები ექსკურსიაზე წავიდნენ ჩემზე ადრე,  მე  პორტი დავათვალიერე. სანაპიროზე რომ დავჯექი, თოლია დაფრინდა ჩემ გვერდით. ამ ფრინველთან ერთად სურათის გადაღებას ვცდილობდი მეორე ტელეფონით, რომელიც, კიდევ კარგი, რომ წავიღე. ამ დროს მოდის ჩინელი და მეუბნება, ფოტოს გადაგიღებო. ფოტო რომ გავიგონე, ეს მობილური ლამის ჩავარტყი, მეგონა, ამ ერთადერთ მობილურსაც მომპარავდნენ (იცინის). უკვე ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი, ვის მივცემდი ტელეფონს ფოტოს გადასაღებად.
– ამ მოგზაურობიდან კიდევ გექნებათ ბევრი რამ გასახსენებელი, რას დაამატებთ?
– იბიცაზე რომ ვისვენებდი, გავიცანი რობერტო კავალი.
–  ამბობენ, რომ ძალიან გგავთ, თავად  შეამჩნიეთ თქვენ შორის მსგავსება?
– რატომ მამგვანებენ, ვერ გავიგე. ამბობენ, რომ ჩემი სიბერე და რობერტო კავალის ერთია. ეს ყოველივე  ეკო ფანგანის წამოწყებაა. მან მითხრა, რომ რობერტო კავალი ჩემი სიბერე იყო (იცინის) და „ინსტაგრამზე“ უნდა დამემატებინა. რობერტოსთან ერთად დავიმატე მისი შეყვარებული გოგონა, სანდრა, რომელთანაც მიმოწერით დავმეგობრდი. იბიცაზე სანდრამ მიცნო და ასე მოხდა ჩვენი შეხვედრა. ეკო ფანგანის დამსახურებაა, რომ კავალი ასე შორიდან გავიცანი (იცინის).
– ახალი კოლექციისთვის ემზადებით?
–  ახალი კოლექცია, სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ არ დაგვიწყია. იდეები, ქსოვილები, ყველაფერი დასალაგებელია და აუცილებლად განვაახლებთ კოლექციას.
– როდისთვის შემოგვთავაზებთ სიახლეს?
– რაც მალე, უკეთესია. რაღაც რაოდენობის მოდელები ხომ უნდა შეგროვდეს. როგორც კი მზად იქნება, მაშინვე შემოგთავაზებთ ჩვენებას. კიდევ რამდენიმე პროექტი იგეგმება, რომლებზეც წინასწარ ვერ ვისაუბრებ.
– ზალიკო, თქვენი კოლექცია კონკრეტულ პიროვნებებზეა მორგებული თუ ფართო საზოგადოებაზეცაა გათვლილი?
– ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულ პიროვნებებზე, ალბათ, უფრო სტანდარტზეა მორგებული. ხშირად მსაყვედურობენ, რატომ ასაკოვანი ქალბატონებისთვის არ ვქმნი რამეს, ან კიდევ ცოტა პუტკუნებისთვის, ასეთებსაც ვკერავთ, მაგრამ ინდივიდუალურად. როდესაც კოლექციას ქმნი, ის მოდელს უნდა მოერგოს, რომ პოდიუმზე აჩვენო ხალხს. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, გული არავის დავწყვიტოთ და მსურველებს ცალკე ვუკერავთ.
– რა აკლია ქართული მოდის სამყაროს?
– ის, რაც აკლია შოუ-ბიზნესს. ბევრი დიზაინერია ქვეყანაში, მაგრამ ეკონომიკური წინსვლა არაა, რაც აისახება არა მხოლოდ მოდის სფეროზე, არამდე ყველაფერზე.  ჩვენთან ბევრს არ შეუძლია, შეიძინოს ის, რაც მოსწონს. ყველა დიზაინერი საკუთარი ქვეყნიდან იწყებს კარიერას. რამდენადაც გაყიდვადია და პოპულარულია მისი პროდუქცია, იმდენად წარმატებულია თავად. საქართველოდან, სხვა ქვეყანაში რომ გაიტანო პროდუქცია, იქ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო. ჩვენთან  კარგი სამოსის ყიდვის სურვილი არის, მაგრამ, სამწუხაროდ, შესაძლებლობა არაა.
– ცოტა თემას გადავუხვიოთ, არავინ გამოჩენილა ისეთი, ვისაც ცხოვრების მეგზურად აირჩევთ?
– ჯერჯერობით  არავინ. დაკავებული ვარ საქმით, დასვენებითა და გართობით (იცინის). პირად ცხოვრებას ვერ მივხედე, რასაც ჩემი ოჯახი ძალიან განიცდის. დედაჩემი არ მაძლევს მოსვენებას: „მეიყვანე“ ცოლი უკვე დროაო, მეუბნება (იცინის).  ვიცი, რომ უკვე ასაკითაც აღარ ვარ პატარა, მაგრამ, როგორც ამბობენ,  ჯერ მაინც ვერ დავღვინდი. ჩემი აზრით, ოჯახურ ცხოვრებას მოეკიდო, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.  ეს არაა მარტო ვიღაცის მიმართ გრძნობა და მასთან ცხოვრების სურვილი. ოჯახი, ძალიან სერიოზული ურთიერთობაა, უნდა გაზარდო შვილი და სხვა კიდევ ბევრ რამესთან არის დაკავშირებული.
– პასუხისმგებლობას გაურბიხართ?
–  არა, პირიქით. უბრალოდ ამ ეტაპზეც, გართობაზე ვფიქრობ. ის, რასაც ვაკეთებ, უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ოჯახის შექმნა. თორემ შვილის ყოლა, ვის არ უნდა. ალბათ, თავისით მოვა ეს ყოველივე.
– როგორი უნდა იყოს ზალიკო ხეცურიანის რჩეული?
– აქვე აღვნიშნავ, რომ მოდელზე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობ. რატომღაც, ხალხს ჰგონია, რომ რადგანაც დიზაინერი ვარ, მოდელი ცოლი უნდა მყავდეს. ვფიქრობ, უნდა იყოს ჭკვიანი, განათლებული. არ ვფიქრობ, რომ სილამაზით ვარსკვლავებს უნდა ეთამაშებოდეს. კარგი გოგო უნდა იყის, კარგი მეოჯახე და კარგი ადამიანი. თავისი პროფესია უნდა ჰქონდეს, რომ საკუთარი საქმით იყოს დაკავებული.  ყველა ადამიანი თავისებურად ლამაზია, აუცილებელი არაა, რაღაც კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.
– ადრე ჟურნალისტი იყავით, არ გიფიქრიათ მედიაში დაბრუნებაზე?
– სურვილი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რამდენს გადამიხდიან (იცინის). სერიოზულად რომ დავფიქრდი ამ საკითხზე და გავიკითხე, ჩემი მეგობარი ჟურნალისტები რამდენს იღებენ ერთ თაბახ ფურცელში, მივხვდი, რომ ცოტა დაჩაგრული ვიქნებოდი. ადრე უფრო ენთუზიაზმზე ვწერდი და მეც მიხაროდა, მაგრამ დღეს ანაზღაურებიდან გამომდინარე, ცოტა დამეზარება. თუ კარგი შემოთავაზება მექნება, რატომაც არა, დავწერ.  ადრე, ჟურნალ „მოდელში“ ჩემი რუბრიკა მქონდა და იქ ვწერდი. თუმცა, ეს არა მარტო მოდას ეხებოდა, ქალაქში რაც ხდებოდა, იმას ვაშუქებდი. რადიოში ვიყავი დიჯეი „ბერგერი“ , პირველი კოლექცია გავაკეთე ავანგარდული მოდის ასამბლეაზე, სადაც მაკრაზე მხოლოდ „ბერგერი“ უნდა დაეწერათ, მაგრამ შეეშალათ და დააწერეს „ზალიკო ბერგერი“. აქედან შემრჩა ეს მეტსახელი, ისე გვარად ვარ ხეცურიანი. გამიხარდება, თუ ამას აღნიშავთ. იმიტომ რომ, ჩემს მოგვარეებს ჰქონიათ,  გვარი შევიცვალე. მსგავსი არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ, „ბერგერი“ შემრჩა ფსევდონიმად, რომელიც შემდეგ ბრენდი გახდა. ისე, პროფესიით ვარ სოციოლოგი, მაგრამ უფრო დიზაინერი გავხდი,  ვიდრე სოციოლოგი.
– „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მართლა მონაწილეობთ?
– არა, არ ვმონაწილეობ, სასტიკი უარი ვთქვი. ძალიან მეზარება, თან ვცეკვავ იშვიათად, სადმე კლუბში, მეგობრების წრეში, ისიც თუ  ნასვამი ვარ. კონკურსზე კი ნასვამს არავინ გამიყვანს (იცინის). ამიტომ, ვამჯობინე უარის თქმა.

скачать dle 11.3