კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

დავით ჭავჭავაძე ქალაქიდან შუამთაში რომ წაასვენეს, მუღანლოს დაუხვდა თავადი კიკო თადიას ძე ჩოლოყაშვილი თავის თათრებითა და სხვა ამალით და ჩინებული სიტყვა უთხრა განსვენებულს. დასაფლავების დროსაც გვარიანად შეაქო და სიტყვა ასე დაამთავრა: „თვითონ ერიც სხვაგვარად გიყურებდა თქვენ. ჩვენ ქვეყანაში თავადობას მეფეები აძლევდნენ საზოგადოდ, თქვენ კი თვით ერმა მოგანიჭათ ეს წოდებაო. მთელს კახეთში „კნიაზიანთ“ ოჯახს მარტო თქვენს ოჯახს უძახდნენო...“
დასაფლავება რომ გათავდა და სადილზე დასხდნენ, კიკომ თავად გიორგი ჭავჭავაძეს მხარზედ ხელი დაჰკრა და უთხრა:
– აბა, გიორგი! ხომ ნახე, როგორ გავაპატიოსნე მე დღეს ჭავჭავაძიანთ გვარიო.
– კნიაზო კიკო, მართლა რომ დიდი ვალი დაგვდე მთელ ჭავჭავაძიანთ დღევანდელის თქვენის სიტყვით. ღმერთმა ჰქნას, მალე გადაგიხადოთ მაგიერიო, – უპასუხა თავადმა.
***
ერთმა მოხელემ ი. კ-მა უთხრა საზოგადოებას:
– მე თქვენი მამა ვარო.
– იქ მყოფმა გურულმა წასჩურჩულა ამხანაგს:
– თავის შვილების მამა რომ არ არის, ჩვენი მამა საიდამ იქნებაო.
***
ერთმა ახალგაზრდამ დაიტრაბახა:
– აკაკის, რაც კი რამ დაუწერია, სულ ჩემი წყალობითაო: ერთად ვიდექით, დავამწყვდევდი ხოლმე ჩვენს პოეტს ოთახში და სანამ არას დასწერდა, არ გამოვუშვებდიო! ხომ მართალია? დაეკითხა იქვე მყოფ აკაკის.
 – სწორედო, – დაემოწმა ტრაბახას გულმოსული პოეტი, – თუ გახსოვს, ერთხელ კიდეც გამიჭირდა და შევრცხვი, რომ არ გამომიშვიო.

скачать dle 11.3