ანეკდოტები
– საყვარელო, მიყიდე, რა ახალი მობილური...
– ძვირფასო, ხომ იცი, ფული არ მაქვს...
– მაშინ, ფეხსაცმელი მიყიდე...
– ფული არ მაქვს... ხომ გითხარი.
– კევი მაინც მიყიდე, რომ გავჩუმდე...
***
ქალები – როგორც მობილური ოპერატორები, ან დაკავებულები არიან, ან მიუწვდომლები, ან შენს ანგარიშზე საკმარისი ფული არ არის.
***
– ექიმო, დეპრესია მაქვს... მიშველით?
– ეჰ, ჩამოჯექი, ერთად გამოვთვრეთ.
***
ცოლმა კომპიუტერულ თამაშზე პაროლი გამოცვალა... კი იცოდა, რომ კაცებიც ტირიან, მაგრამ ასეთი ისტერიკა?! კინოშიც კი არ უნახავს.
***
სკოლიდან გამოსულ გოგონას მანქანა დახვდა.
– თუ მანქანაში ჩაჯდები, კანფეტს მოგცემ, შოკოლადს.
– არა!
– ნაყინს გიყიდი, ჩამოსასხმელს!
– არ დავჯდები!
– თოჯინას გიყიდი, ახალს...
– მამა, რამდენჯერ უნდა გითხრა, მაგ დანჯღრეულ „ოპელში“ არ ჩავჯდები, არ მოხვიდე-მეთქი!
***
ტურისტებით სავსე ავტობუსში ვიღაცამ „ჰაერი გააფუჭა“. ატყდა ჩოჩქოლი:
– ვინ მოწამლა ჰაერი?
– ამდენ ხალხში, ისედაც ვერ ვსუნთქავთ...
ბოლოს წამოდგა ერთი.
– მე ექსტრასენსი ვარ და ახლავე გავარკვევ ვინაა დამნაშავე, – ამოიღო ჩანთიდან საქსოვი ძაფი, წვერი გადააწოდა – წაიღეთ და ყველამ ხელი მოკიდოს... აბა, ყველას უკიდია ხელი?
– კი, კი...
– ვინც ჰაერი გააფუჭა, იმასაც?
– კი!
***
– მიხო, ერთხელა მეც წამიყვანე სათევზაოთა, ვნახო როგორ იჭერ თევზსა.... და წაიყვანა. მივიდნენ მიხომ ანკესი ააწყო.
– მარო, პური მაიტა, თევზი მოვიტყუო...
– გზაში შავჭამე, მამშივდა და...
– ყველი მაინც მაიტა, ქალო...
– ეგეც შევატანე, ცარიელა პურ ხო არ შავჭამდი...
– მაშინ, ბარემა, ე ჭიებიც მიაყოლე და დავახვიოთ შინა...
***
ნამდვილი მამაკაცები არასდროს ქორწინდებიან ნამდვილ ქალებზე... ნამდვილი ქალი ერთი ნათქვამით არავის გაყვება, ნამდვილი მამაკაცი კი თხოვნას არ იმეორებს.
***
– ეს ექიმები ნამდვილი ეშმაკები და სადისტები არიან – ჯერ გეკითხებიან, სად გტკივაო და მერე ზუსტად იმ ადგილას გაჭერენ ხელს.
***
ცოლი ძილს აპირებს. ქმარი თავისკენ იზიდავს.
– არა, არა, ბავშვს ჯერ არ სძინავს.
– შევამოწმოთ. სანდრო, წყალი მომიტანე, რა!
სიჩუმე.
ქმარმა განაგრძო საქმე და, როცა ყველაფერი კარგად დამთავრდა, საწოლთან მდგარი სანროს ხმა მოესმათ:
– კიდევ დიდხანს ვიდგე წყლის ჭიქით ხელში?
***
ნუ ეუხეშებით მეუღლეს, ისწავლეთ კულტურული ლანძღვა:
– პირი სტომატოლოგთან გააღე!
– კიდევ ერთი სიგნალი შენი პლატფორმიდან და კბილები ადგილს შეიცვლის!
– გახმი, ჰერბარიუმო!
– თუ შეიძლება, „შენობით“ მიმართვაზე გადავიდეთ, თორემ ყბაში ისე ვერ გითავაზებ!
– შენ შენი ღირსების დაფარვა ჩაის კოვზითაც კი შეგიძლია...
– როგორ შეგაშინებ, სარკე ხომ არ ვარ?
– სწორს აკეთებ, რომ ხითხითებ, შენნაირი ტუჩკბილით გაცინებას არ გირჩევ.
– დაწექი... უკეთესია – რელსებზე...