ბრძნული აზრები
სოკრატე: როცა ვინმეს შენს საქმეზე ეკითხები რჩევას, იმას შეხედე, თვითონ როგორ აგვარებს საკუთარ საქმეებს.
საადი: რასაც ნაჩქარევად აკეთებ, დიდხანს გრძელდება.
რუსო: გონება მიგვითითებს მიზნებისკენ, ვნება კი გვარიდებს მას.
ფიხტე: ადამიანის გონებაში ჩადებულია, რომ მისი საბოლოო მიზანი მიუღწეველი უნდა იყოს, ხოლო მისკენ მიმავალი გზა – უსასრულო.
უშინსკი: დააკმაყოფილეთ ადამიანის ყველა სურვილი, ამასთან, წაართვით მას ცხოვრების მიზანი და ნახავთ, როგორი უბედური და არარაობა გახდება ის.
სერვანტესი: სისასტიკე არ შეიძლება სიმამაცის თანამგზავრი იყოს.
აფანასი დიდი: ვისაც ჭეშმარიტად ეშინია ღმერთის, მას არავისი არ ეშინია; ვისაც ღმერთის არ ეშინია, მას ყველაფრის უნდა ეშინოდეს.
რიუნოსკე: თავისუფლება, როგორც მაღალი მთის ჰაერი, სუსტი ადამიანებისთვის აუტანელია.
ჯონსონი: არაფერი არ უწყობს ხელს თავმდაბლობის განვითარებას ისე, როგორც საკუთარი მნიშვნელობის შემეცნება.
ლაბრიუერი: მამაკაცი სხვის საიდუმლოს უფრო საიმედოდ ინახავს, ვიდრე საკუთარს; ქალი კი, პირიქით – თავის საიდუმლოს უკეთ მალავს, ვიდრე სხვისას.
ლაროშფუკო: იშვიათია ისეთი ქალი, ვისი ღირსებაც მის სილამაზეზე უფრო დღეგრძელი იქნება.
ბონო: მიეცი კაცს თევზი და იმ დღეს მას არ მოშივდება. მიეცი ქალს მიკროკრედიტი და, ის, მისი ქმარი, შვილები და სანათესაო მთელი ცხოვრება მაძღარნი იქნებიან.
ჩესტერფილდი: ნიჭი იმისა, რომ სწორად და შეუმჩნევლად შეისწავლო ადამიანები, არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.
კოლასი: ეშმაკობა არაფერია იმაში, რომ გაკვალულ ნაკვალევში ჩადგა ფეხი; უფრო რთულია და პატივსაცემია თვითონ გაიკვლიო გზა.
აგასისი: ყოველგვარი დიდი აღმოჩენა სამ გარდაუვალ სტადიას გადის: პირველად ხალხი ამტკიცებს, რომ ის ბიბლიას ეწინააღმდეგება; შემდეგ ისინი ამტკიცებენ, რომ ეს დიდი ხნის წინათ იყო ცნობილი; ბოლოს კი ისინი ამბობენ, რომ მის სიმართლეში ეჭვი არასდროს ეპარებოდათ.
ჰიპოკრატე: უგუნური ტკბობა სიმწარის მშობელია.
მორი: სხვისი სიამოვნების შენს სასარგებლოდ მიტაცება უსამართლობაა.
მაკალეი: შეუძლებლის დაპირებას მცირედი კეთილი საქმის გაკეთება ჯობია.
არისტოტელე: შემეცნება გაკვირვებისგან იწყება.
კონფუცი: დღეს უფრო ადვილია სულელური ჩვევების დამარცხება, ვიდრე ხვალ.
ვოვენარგი: არ არის საჭირო შეცდომების ჩადენის მიმართ შიში, ადამიანების ყველაზე დიდი შეცდომა გამოცდილების უარყოფაა.